x
image
პოკაჰონტასი
პრინცესა დაიანას 15 ლუქი, რომელიც 2021 წელს კვლავ დაბრუნდა (+ფოტოები)
image


დიახ, პრინცესა დაიანა, რომელიც მუდამ თამამი იყო საკუთარი სტილის შექმნაში, კვლავ ითვლება მოდის ხატად. ინდივიდუალური, გამორჩეული და ორიგინალური ჩაცმულობით, ახალგაზრდა დედოფალი, ათწლეულების შემდეგაც დარჩა ჩვენს გონებაში.


წარმოგიდგენთ დაიანასგან შთაგონებულ 15 ლუქს, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, ისევ დაუბრუნდა დღევანდელ მოდას.


1. დაიანა ხშირად ჩნდებოდა არატრადიციული, ორიგინალური და სახალისო პრინტიანი სვიტერებით. აღსანიშნავია, რომ ცოტახნისწინ, ამერიკულმა ბრენდმა Rowing Blazers - მა კვლავ დააბრუნა ცნობილი, ცხვრებიანი სვიტერის დიზაინი, რომლითაც ამჯერად, ინგლისელი მომღერალი, ექსტრავაგანტული ჰარი სტაილზი წარსდგა საზოგადოების წინაშე.image



2. დაიანა საოცრად უხამებდა ერთმანეთს ჯინსს, დიდი ზომის მაისურებსა და პიჯაკებს, ლუქს კი მაღალყელიანი ჩექმით ასრულებდა, რაც მეტ ახალგაზრდულობას სძენდა მის ჩაცმულობას.image

3. უმკლავებო სვიტერი, რომელიც კვლავ დაბრუნდა დღევანდელი მოდის ტენდენციებში, ხშირად იყო დაიანას ყოველდღიური ლუქის ნაწილი. ამავდროულად, ასეთი სვიტერი, 70-იანი და 80-იანი წლების ერთ-ერთ ჰიტსაც წარმოადგენდა.image




4. კუბოკრული სამოსით, დაიანა სიხალისეს სძენდა და აცოცხლებდა ყოველდღიურ ჩაცმულობას.
image

5. პატარა შავი კაბა - რომელიც, მოდის ისტორიაში "შურისძიების კაბის" სახელით შევიდა, დაიანას სწორედ იმ საღამოს ეცვა, როცა პრინცი ჩარლზი საჯაროდ ალაპარაკდა მის მრავალწლიან რომანზე კამილა პარკერ-ბოულზთან.

ამასთან, პატარა შავი კაბა, ის შეუცვლელი ელემენტია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ყველა ქალის გარდერობში.

image


6. ველოსიპედის შორტები, ნამდვილად იყო 90-იანი წლების მოდის ის ტენდენცია, რომელიც გვეგონა აღარასოდეს დაბრუნდებოდა, თუმცა, დღეს ისევ პოპულარულობით სარგებლობს ჩვენს გარდერობში.

დაიანა ამ კომპორტული სამოსის გულშემატკივარი იყო და საოცარი ოსტატობით უხამებდა ერთმანეთს მკვეთრი ფერის შორტსა და გრაფიკული, დიდი ზომის პერანგებს.

image



7. ფერადი, პრინტიანი და არასტანდარტული სამოსის სიყვარულმა, რომელიც ხშირი არაა სამეფო გარდერობში, დაიანას კრიტიკა მოუტანა. ამის მიუხედავად, იგი არ მორიდებია ღია ყვითელი კომბინიზონისგან და ყვავილებიანი პერანგისგან აეწყო ლუქი.

დღეს, კომბინიზონი ისევაა მოდის ერთ-ერთი კომფორტული ელემენტი.

image



8. მაღალწელიანი, ტანზე მომდგარი ჯინსი, რომელიც ნებისმიერ სამოსთან კომბინაციაში, ქალურ სილუეტს უსვამს ხაზს.

image

9. ფართომკლავიანი პერანგები, რომელსაც საოცრად უხდება ვიწრო ქვედაბოლოები, დაიანას საყვარელი სამოსი იყო. დედოფლის ასეთ ჩაცმულობას სამეფო კარიც ეთანხმებოდა.

image



10. დაიანა კოპლებიან კაბასთან ერთად, ასეთივე პრინტიან ქუდსა და წინდას ატარებდა.image



11. გრაფიკული მაისურები, რომელიც ძირითადად თინეიჯერულ სტილთან ასოცირდებოდა, დაიანას საყვარელი სამოსი გახლდათ, რომლის შეხამებასაც ახერხებდა, როგორც ჯინსთან და ველოსიპედის შორტთან, ასევე კლასიკურ შარვალთანაც.

image



12. დიდი საყელოები, რომელიც ძალიან აქტუალური იყო 80-იან წლებში, გასულ წელს კვლავ გამოჩნდა მოდის ტენდეციებში და დღემდე ამშვენებს კლასიკურ პერანგებს, სვიტერებსა, თუ კაბებს.

image



13. მარგალიტი - დაიანამ ნამდვილად იცოდა როგორ ეტარებინა ეს სამკაული, რომ ელეგანტური ყოფილიყო. და თუ რაიმე ვისწავლეთ მისგან, მარგალიტთან მიმართებაში, ეს ამ სამშვენისის რამდენიმე ფენად ტარებაა.

image



14. 90-იანი წლების სხვა ტენდენციების მსგავსად, ისევ გამოჩნდა კისერზე შეკრული კაბები, რომლის ტარების დროსაც, უმჯობესია უარი ვთქვათ ყელსაბამზე და სამშვენისად გრძელი საყურე გამოვიყენოთ.

image



15. დაიანას ჩაცმულობას მეტ სიხალისეს ანიჭებდა სხვადასხვა ფერისა და პრინტის წინდები, რომელსაც საკმაოდ ხშირად ირგებდა. მოდის ამ ტენდენციამ აქტუალობა დღესაც დაიბრუნა.

image




1
567
1-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
567
  
2021, 1 ივნისი, 1:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1