ტენდენციები და მაინც რა არის მოდა 2016, 2 ნოემბერი, 16:14 მოდა ყოველთვის არის ცოტათი უჩვეულო მაინც. დიზაინრები მუდამ ცდილობენ თავიანთი გამომგონებლობით შოკში ჩააგდონ საზოგადოება. მოდის სამყაროს წარმომადგენლები, მაქსიმალურად ისწრაფვიან შექმნან რაღაც ისეთი, რომ რაც შეიძლება მეტი მიმდევარი შეიძინონ. ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ის, რაც სასაცილო და უცნაურ სამოსად გვეჩვენება დღეს, თურმე მომავალი წლის ტრენდია და ჩვენც უნებურად აღმოვჩნდებით ხოლმე მისი მსხვერპლნი და მეტიც - უკვე ძალიანაც მოგვწონს გუშინ დაწუნებული.
შესაძლოა, მოდური იყოს სრულიად კონტრასტული ფერები, სულაც არ მოგვწონდეს, მაგრამ მოდაშია და რა ვქნათ? რათქმა უნდა, იმასაც ჩავიცვავთ მოდის გამო, რაც ჩვენი ბებია-ბაბუების დროინდელ ფოტოალბომებში გვინახავს და გულიანად გაგვცინებია იმდროინდელ ტენდენციებსა თუ სტანდარტებზე. მაგრამ მოდის გურუებს დროდადრო სიგიჟის შემოტევები აქვთ ხოლმე, რის შედეგადაც მათი ფანტაზია საღვრებს ტოვებს. აი, სწორედ ამ საზღვრებს მიღმა კარგავს მათი ქმნილება ეფექტურობას და ჩასაცმელად რა გითხრათ, მაგრამ მუზეუმში განსათავსებლად, ან მასკარადზე შესამოსად ნამდვილად წარმატებულად გამოდგება ხოლმე.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ დიზაინერთა ფანტაზიის იმ შედეგებს, რომლებიც იმით გახდნენ ცნობილი, რომ ყველაზე უცნაურ და სასაცილო ტრენდებს შორის საპატიო ადგილი დაიმკვიდრეს.
249 4-ს მოსწონს
|