![ცნობილი ადამიანების ძალიან უცნაური
ფობიები- ამას ნამდვილად ვერ
წარმოიდგენდით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021070215421389693.jpg)
ფობიების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად აბსურდულია უმეტესი მათგანი, მაგალითად, როგორიცაა იხვების გამოკიდების შიში (როდესაც რეალურად ისინი ნანახიც არ გყავთ), ბუშტების შიში, წამლების შიში, რომელიმე ფერის შიში და ა. შ. წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ფობიების სიმცირეს ასევე არ უჩივიან:
ოპრა უინფრი
ამერიკელ ტელეწამყვანს წარმოიდგინეთ და საღეჭი რეზინის ფობია აქვს. იმის შმჩნევა, თუ როგორ ათამაშებს ვიღაც საღეჭ რეზინს ყბებში ტელეწამყვანს ისტერიკაში აგდებს. ამიტომ, ოპრას შოუზე აკრძალულია საღეჭი რეზინის შეტანა, რომ აღარაფერი ვთქვათ ალბათ ბუშტების გაბერვაზე.![ცნობილი ადამიანების ძალიან უცნაური
ფობიები- ამას ნამდვილად ვერ
წარმოიდგენდით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021070215452889693.jpg)
ალბერტ ჰიჩკოკი
საშინელებათა ჟანრის “მამას" წარმოუდგენლად ეშინია კვერცხის, დიახ, ჩვეულებრივი კვერცხის. ინტერვიუშიც კი ახსენ, რომ გვამის გვერდით უფრო ურჩევნია იყოს, ვიდრე გატეხილი კვერცხის გვერდით.![ცნობილი ადამიანების ძალიან უცნაური
ფობიები- ამას ნამდვილად ვერ
წარმოიდგენდით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021070215472089693.jpg)
კრისტინა რიჩი
მსახიობი ბოტანოფობიით იტანჯება, რაც დედამიწაზე მოსახლეობის მხოლოდ 3 %-ს აქვს. ეს არის ოთახცის ყვავილების შიში, როდესაც მათ ბინძურებად და სახიფათოებად თვლი.![ცნობილი ადამიანების ძალიან უცნაური
ფობიები- ამას ნამდვილად ვერ
წარმოიდგენდით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021070215492889693.jpg)
ჯორჯ ვაშინგტონი
აშშ-ს პირველ პრეზიდენტს ცოცხლად დამარხვის შიში ჰქონდა. თავის ანდერძში ისიც კი დაწერა, რომ 3 დღე არ დაემარხათ, რათა სიცოცხლის ყველანაირი ნიშანი გამოერიცხათ.![ცნობილი ადამიანების ძალიან უცნაური
ფობიები- ამას ნამდვილად ვერ
წარმოიდგენდით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021070215512089693.jpg)
სტეფანი კინანი
სტეფანი ვერ იტანს საჭმელზე საუბრის მოსმენას, ოთახიდან გადის მაშინაც კი, როდესაც ტელევიზორში რომელიმე პროდუქტის რეკლამა გადის.![ცნობილი ადამიანების ძალიან უცნაური
ფობიები- ამას ნამდვილად ვერ
წარმოიდგენდით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021070215531089693.jpg)
პამელა ანდერსონი
ამერიკელ სექს-სიმბოლოს წარმოიდგინეთ და სარკეების ეშინია. მის სახლში ღია სარკეს ვერ ნახავთ, მსახიობი ტელევიზორის ეკრანზეც კი ვერ უყურებს საკუთარ თავს.![ცნობილი ადამიანების ძალიან უცნაური
ფობიები- ამას ნამდვილად ვერ
წარმოიდგენდით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021070215551689693.jpg)
ნიკოლა ტესლა
ცნობილ გამომგონებელს პათოლოგიურად ეშინოდა მარგალიტის და არც ესაუბრებოდა იმ ქალს, ვისაც მარგალიტიანი სამკაული ეკეთა.![ცნობილი ადამიანების ძალიან უცნაური
ფობიები- ამას ნამდვილად ვერ
წარმოიდგენდით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021070215563289693.jpg)
ბილი ბობ ტორნტონი
ჰოლივუდის “ცუდი ბიჭი" და ანჯელინა ჯოლის ყოფილი ქმარი დასანახად ვერ იტანს ანტიკვარულ ავეჯს, რადგან ჰგონია, რომ მათ აჩრდილები დაჰყვბიან თან.![ცნობილი ადამიანების ძალიან უცნაური
ფობიები- ამას ნამდვილად ვერ
წარმოიდგენდით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021070216001589693.jpg)
რიჩარდ ნიკსონი
აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს საავადმტყოფოების ირაციონალური შიში ჰქონდა და სამკურნალოდაც არ მიდიოდა მანამ, სანამ მისმა პირადმა ექიმმა ალტერნატივად სიკვდილი არ დაუსახელა.![ცნობილი ადამიანების ძალიან უცნაური
ფობიები- ამას ნამდვილად ვერ
წარმოიდგენდით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021070216015489693.jpg)
ნიკოლ კიდმანი
მსახიობს არ ეშინია გველების, არც ხვლიკების, რაღაც პერიოდი სახლში თაგვებიც ჰყავდა, თუმცა პანიკა ეწყება თუკი სადმე პეპელა დაინახა.![ცნობილი ადამიანების ძალიან უცნაური
ფობიები- ამას ნამდვილად ვერ
წარმოიდგენდით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021070216032789693.jpg)