საარქივო კადრები, რომლებიც დაგაინტერესებთ:
1. სანაპიროს პოლიცია ამოწმებს გოგონების საცურაო კოსტიუმების სიგრძეს, 1920 იანი წლები
2. 1929 წელი, ოსკარის დაჯილდოების პირველი ცერემონია, მსახიობი ჯანეტ გეინორი იღებს პირველ ქანდაკებას ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის
3. 1923 წელი, როლიკების და თხილამურების სინთეზის დემონსტრაცია
4. პენსილვანიის უნივერსიტეტის გეოდეზისტი სტუდენტები ტოპო-გადაღების დროს, 1920 წელი
5. 1920 წელი, მსოფლიოს გარშემო ველოტურის მონაწილეები
6. 1925 წელი, პირველი ესკალატორი გერმანიის მაღაზიაში
7. 1910 იანი წლები, ქალები საცურაო მანქანებთან ერთად. საქმე იმაშია, რომ გასულ საუკუნეში, “წესიერი" ქალები ზღვაში შესვლას მხოლოდ ასეთი მანქანებით ახერხებდნენ, ეს ფურგონები ცხენებს შეჰყავდათ ზღვაში, ამგვარად, ქალები მშვიდად იცვამდნენ საცურაო კოსტიუმებს ყველასგან დაფარულად.
8. მარჯორი სტინსონი, მსოფლიოში პირველი ავიაფოსტის მფრინავი ქალი, 1910-იანი წლები
9. რადიოსკოპია საფრანგეთში, 1910 წელი
10. 1910 წელი, ლონდონის უნივერმაგში ქალი დემონსრაციას უკეთებს მტვერსასრუტის უახლეს მოდელს
11. ალბერტ აინშტაინი თავის მეორე ცოლთან, ელზასთან ერთად, 1930-იანი წლები
12. 1920-იანი წლები, სერფინგისტი გოგონები კალიფორნიის სანაპიროზე
13. 1925 წელი, ახალგაზრდა მამაკაცი ხელნაკეთ რადიოსთან ერთად
14. ტატუ სალონი აშშ-ში
15. 1926 წელი, გერმანელი ცოლ-ქმარი შლაპების მაღაზიის ვიტრინის წინ ბერლინში
16. 1914 წელი, ნიუ იორკის მერი საუბრობს ტელეფონით
17. პრინცესა ელისაბედი მართავს მანქანის სიმულატორს ავარიების პრევენციის სამეფო საზოგადოებაში სტუმრობის დროს, 1949 წელი
18. 1970 იანი წლები, ანჯელინა ჯოლის დედა მარშელინ ბერტრანი