x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გეგმებს ვაწყობდი ეს ბიჭი ჩემი უნდა გახდეს, მოვიტაცებ-თქო და მოტრიალდა საპირისპიროდ...“ - ნადირაძე ღოღობერიძეზე
image


ალბათ, გახსოვთ გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარი ექიმი-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე იყო. მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო. ამ ეთერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გიორგის ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ამჯერად, ყველაფერს ნათელი მოეფინა და გიორგი კვლავ ვიხილეთ სტუმრად იგივე გადაცემაში. როგორც აღმოჩნდა, ნინოსა და გიორგის შორის ყველაფერი დალაგდა და ერთმანეთზე განაწყენებულები არ არიან...

.

გიორგი ღოღობერიძე:


არც ველოდი ამ ყველაფერს, მხარდაჭერას, მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ უბრალოდ, ხანდახან ის მწყინს რომ, ამბობენ პოპულარობასთანაა ასოცირებული-ო.

/

ექიმი პოპულარობასთან შორსაა. პოპულისტი ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობს... ჩემი ინტერესი არ ყოფილა პოპულარობა, პირიქით ხალხის დახმარება იყო, რადგან თავად გავიზარდე ამ გაჭირვებაში.

.

მეორე მხრივ ექიმობა უნდა იყოს ადამიანში, მოწოდებით უნდა იყო ექიმი, მომთმენი, მიმტევებელი...

ეს შემთხვევა ცუდად არ მიმიღია.

უბრალოდ ემოციური ვარ, ყველა შეფასება გულთან მიმაქვს, იყო წყენის მომენტიც...“- ამბობს ღოღობერიძე.

.

ამის საპასუხოდ ნინო ნადირაძემ აღნიშნა:

„მე გეგმებს ვაწყობდი ეს ბიჭი ჩემი უნდა გახდეს-თქო, მოვიტაცებ-თქო და არ მოტრიალდა ყველაფერი საპირისპიროდ...

მაინც ჩემთან იქნება ბოლოს...“.


გასულ კვირას, გადაცემა „პრაიმ შოუშს“ სტუმარი, ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე იყო. მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.

,
„ჯერ არ გაქვთ ექიმის დიპლომი, გქონდათ თქვენ უფლება განაცხადი გაგეკეთებინათ, როგორც ექიმს, “ - უთხრა ნინო ნადირაძემ.
ღოღობერიძის პირველ რეზონანსულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
.
„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.
„პრაიმშოუს“ გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს…
.
ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს…
არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.
რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ „რეზიდენტის“ სტატუსით გამოვდიოდი!
მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება“, - წერდა გიორგი ღოღობერიძე.
.
.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგის ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და მის გასამხნევებლად ბევრი პოსტი დაიწერა.
.
რამდენიმე მათგანს უცვლელად გთავაზობთ:

.

„ძალიან მაგარი ბიჭი ხარ შენ“

„გიორგი ღოღობერიძე არის საოცარი ადამიანი, მეგობარი და ნამდვილი პროფესიონალი
მისი ყოველი სიტყვა არის გულწრფელი, ხოლო ყოველი სამედიცინო რჩევა კვლევებით დაზუსტებული.

.
ბოღმის დემონსტრირება გადაცემის წამყვანების მხრიდან ახალი ნამდვილად არაა და ერთადერთი რაც მათ გამოუვიდათ საკუთარი თავების დამცირებაა.
გიორგიი წარმატებებიიი“.

.

„ამ ლიცენზიით, ნიშნებით, ატესტატებითა და მსგავსი ქაღალდის ნაგლეჯებით რომ ისაზღვრება ამ ქვეყანაში ყველაფერი, ამიტომაც ვერ გაურჩევია ბევრ თქვენს "ლიცენზირებულ" ექიმს ვირუსი და ბაქტერია, ანტივირუსული მედიკამენტი და ანტიბიოტიკი ერთმანეთისგან და ა.შ“

.

„TV Imedi - ყოვლად ჩაშვებული ტელევიზია. რეიტინგს ხსნის ამ მიმართულებით.
ნინო ნადირაძის - კლინიკური წარსულია საინტერესო, განსაკუთრებით კლინიკური მენეჯმენტის რანგში
გიორგი ღოღობერიძე როგორც ჩემი კოლეგა იტყოდა, სანამ ამ თაობის და ამ განათლების ექიმები, როგორიც ოპონენტად გიზით, სრულიად არ გაქრება ორბიტიდან, მანამ ქართულ მედიცინას არ ეშველება.

.

პანდემიის დროს საჭირო ინფორმაციის გავრცელება იყო ჰუმანური და სოციალური აქტი და მეტი სიფრთხილე მართებს ყველას, ვინც განათლებას და ახალ თაობას ამ ფორმით ებრძვის“.

.

„ქაჯია ეს ქალი! მეტს ვერაფერს ვუწოდებ სამწუხაროდ გიორგი ღოღობერიძე წარმატებები შენ“

.

„ვაი…. “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!” გიორგი ღოღობერიძე შენი ნიჭის და განათლების მქონე ბევრი ექიმი არ არის, ასე რომ ნუ გეწყინება გიორგი შენი კარგი ადამიანობა ვერ მოუთმენიათ….“

.

„ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები...
გიორგი ღოღობერიძე მე მჯერა გიორგი ექიმის ზღვა წარმატება...“- წერენ ღოღბერიძის პირად გვერდზე.


1
628
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
628
  
2021, 1 ივლისი, 14:01
მერე გიკვირთ რატო ხალხი თქვენს მიმართ აგრესიულად განწყობილი. ჯერ ტიპს ჩაძირვა მოუნდომეთ და რო არ გამოგივიდათ ეხლა მეგობრობას ეფიცებით საცოდავებიცკი აღარ ხართ.
პ.ს. ქალბატონო ფინთიკოზა თქვენი დირექტორობის პერიოდში ლანცეტი თუ პინცეტი ერქვა იმ კლინიკას ლევი ოპერაციები რო კეთდებოდა და რამოდენიმე ადამიანი იმსხვერპლეტ ტქვენს გარდა ყველა პასუხისგებაში მისცეს და თქვენ რატო გადარჩით ...
0 1 1