საზოგადოება "არადა ლოგოპედთან იარა, მოდელი ცოლი მოიყვანა... " - ნახეთ, რისთვის უპირისპირდება თამარ ჩერგოლეიშვილი დედაქალაქის მერს 2021, 30 ივნისი, 14:25 "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პარტია "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს საჯაროდ სარკაზმულ პოსტსაც უძღვნის: "არადა რამდენი იწვალა ამ კალამ, ლოგოპედთან იარა, მაღაზიის ვიტრინებში მანეკენებს გახადა და თვითონ ჩაიცვა, ციცქნა ელექტრომანქანაც დაიყენა, მოდელი ცოლი მოიყვანა, ვაიმარანერთან ფოტო გადაიღო, ეზოში 8000 ევროიანი “სკამეიკა” დაიდგა .... და მაინც რა ... "- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას "პრაიდის" კვირეულის გამართვა მიზანშეუწონლად მიაჩნია, ვინაიდან მისივე თქმით, არსებობენ ჯგუფები რომლებმაც შესაძლოა ეს არასწორად გამოიყენონ: "პრაიდის" კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან, - განაცხადა კახა კალაძემ.1103 1-ს არ მოსწონს |