x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მუმიების აფიორა" ანუ როგორ შოულობდნენ ფულს ეგვიპტელები ევროპელების გულუბრყვილობით

image მეცხრამეტე სუკუნის მეორე ნახევარში ლამის მთელი ევროპული არისტოკრატია ეგვიპტეს მიაწყდა.
მიზეზი კი ცოტა არ იყოს არცთუ სასიამოვნო "სუვენირის" შეძენის სურვილი გახლდათ.
დიახ საუბარი მუმიების შეძენას ეხება. რა უნდა ყოფილიყო იმაზე საინტერესო ვიდრე დარაონების მუმიებზე, მათთან ერთად დაკრძალულ მოსამსახურეებზე და ცხოველებზე, რომლებსაც ფარაონებს წირავდნენ. "მუმიებზე" და ფარაონების სამარხებზე მონადირეებმა სწრაფად აუღეს ალღო შექმნილ ვითარებას და ქაიროში დაიწყეს მუმიების გამოტანა გასაყიდად.
ეგვიპტური პირამიდებში შეღწევა, სადაც განისვენებდნენ ფარაონები და დიდგვაროვნები მთლად მარტივი საქმე არ გახლდათ იმ დროს და იმ საშუალებებით რაც "მუმიებზე მონადირეებს" გააჩნდათ, ამიტომაც ეგვიპტელებმა მიაგნეს მარტივ გამოსავალს, საფლავებიდან დაიწყეს მიცვალებულების ამოთხრა რომლებსაც ჭუჭყიანი ძველისძველი ნაჭრებით ფუთავდნენ და როგორც ფარაონების პერიოდის მუმიას ისე ყიდდნენ.
ხშირად ამ აფიორაში მიცვალებულის ჭირისუფლებიც მონაწილეობდნენ, "მუმიებზე მონადირეები" მათაც აძლევდნენ მიღებული ფულის მცირე ნაწილს, რაც ღატაკი გლეხებისათვის ერთგვარი შეღავათიც კი იყო.
და ასე ხვდებოდა ევროპელი დიდებულების კოლექციაში "ფარაონების" და "დიდგვაროვანი" ეგვიპტელების "უძველესი" მუმიები.
რეალურად კი 99, 9 %-ი ამ მუმიებიდან უბრალო გლეხების ნეშტი გახლდათ, რომელიც თაღლითების მიერ კარგად იყო ძველი ქსოვილებით შეკრული და შებურვილი.
ეგვიპტელი ქაიროში ყიდის "უძველეს მუმიებს".
image
+14

0
166
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
166