საზოგადოება ზურა ყიფშიძის ოჯახს ემუქრებიან - რა წერია მუქარის წერილში 2021, 29 ივნისი, 10:03 მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახი 5 წელია ფინანსურ მაქინაციებში მოხვდა. ცნობილია, რომ ყველაფერი 1996 წლიდან დაიწყო, როდესაც ოჯახის ახლობელმა მსახიობის ცოლის, ლელა გოცირიძის და მისი დის ბინა ბიზნესისთვის იქირავა.
ამას ბინის ჩადება მოჰყვა, გადაუხდელი კრედიტის გამო კი ბინა აუცქიონის წესით გაიყიდა. შედეგად ყიფშიძეების ოჯახს ბიზნესისგან სარგებლის ნაცვლად ბანკის მიერ უცხოელზე მიყიდული ბინის საბუთი შერჩა ხელში.
.
უძრავი ქონების დაბრუნებისათვის ყველაზე აქტიურად მათი ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძე იბრძვის, რომელიც ჟურნალ „სარკეს“ ამ სამწუხარო ისტორიას უყვება. . - შევაგროვეთ თანხა, რომელიც უცხოელს აქვს ჩვენს სახლში გადახდილი და იმედია, აიღებს ფულს და დაგვიბრუნებს. ჯერჯერობით მუქარის და ზეწოლის ქვეშ ვართ. ბოლოს მოგვივიდა მუქარის წერილი, გადმოგვეცით სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს წესით დაგაკისრებთ უამრავ ჯარიმასო. . არადა იყო დრო, როდესაც წამოვიდა მოლაპარაკებებზე. შემოგვთავაზა, თუ სამ დღეში მივუტანდით ამ სახლში გადახდილ 120 ათას დოლარს (სახლის საბაზრო ფასი 500 ათას დოლარამდეა), პრეტენზია არ ექნებოდა. ეგონა, ვერ შევძლებდით. როდესაც ფულით მივიდნენ, ყველაფერი ჩაშალა. ისეთი სტრესი მიიღეს ჩემმა მშობლებმა, მეგონა, გული გაუსკდებოდათ. . – ამ საქმეში ყველაზე დიდი შეცდომა სად დაუშვით? – ბევრი ტყუილი, თაღლითობა იყო. ბინა ქირით გადავეცით მეგობარს კომპანიისთვის და ყოველთვიური შემოსავალი უნდა მიგვეღო. მოვტყუვდით და ხელი მოვაწერეთ არა გაქირავების ხელშეკრულებას, არამედ ბანკში ბინის ჩადების დოკუმენტს. . ამ სახლით გამოტანილი 120 ათასი დოლარი, თვალითაც არ გვინახავს. საბოლოოდ სახლი აუქციონზე ისე გაყიდეს, არ ვიცოდით. იყო უამრავი ტყუილი, დაპირება. ისე ჩანს, რომ ამ სახლის გარშემო ვიღაცის ინტერესია. . “ვერ ვიტან საჯაროდ რაღაცეების განხილვას… პირველ რიგში, მინდა, ეს ადამიანი ყველაზე კარგად და ჯანმრთელად მყავდეს. სამწუხაროა, რომ ვიღაც-ვიღაცებს ძალიან შეეშალათ ზურასთან და ჩვენს ოჯახთან. არ იმსახურებს არანაირად. არა უშავს, ყველა აგებს პასუხს. ღმერთი ხედავს, ვინ ვინ არის და მიიღებს ყველა ამის გამო”, – ეს პოსტი სოციალურ ქსელში მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილმა ლენუკა ყიფშიძემ ჯერ კიდევ 2018 წელს გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, მსახიობის ოჯახმა ბინა დაკარგა. . ლენუკა ყიფშიძე: – გუდიაშვილზე გვქონდა სახლი, რომელიც დედაჩემის და დეიდაჩემის საკუთრებაა. სამი წლის წინ, ეს სახლი ქირით გადავეცით ჩვენს მეგობარს კომპანიისთვის, ყოველთვიურად უნდ გადაეხადათ თანხა, საბუთები გავაფორმეთ, მაგრამ სიჩქარეში მოგვატყუეს და თურმე კი არ გავაქირავეთ ეს სახლი ბანკში ჩავუდეთ ამ კომპანიას. – მოულოდნელად გაგიყიდეს? – ზურას ამ ამბავს არ ვეუბნებოდით, მთელი ეს პერიოდი ვცდილობდით, ადვოკატებით და სხვადასხვა გზებით სახლი ისევ ჩვენ დაგვებრუნებინა. დაგეგმილი გვქონდა სასტუმროს გახსნა, ერთადერთი ქონება ეს გაგვაჩნდა და ამაზე ვამყარებდით იმედებს. / საბოლოოდ სახლი აუქციონზე ისე გაყიდეს, არც ვიცოდით, ბანკსაც ვთხოვეთ გაეთვალისწინებინა ჩვენი მდგომარეობა, საერთოდ დაკარგვას ვარჩიეთ გაგვეყიდა, კლიენტიც გვყავდა და მიზერული თანხა მაინც დაგვრჩებოდა, მაგრამ 6 სექტემბერს დაგვირეკა ვიღაც გოგომ და გვითხრა, სახლი დაცალეთო. , ბანკში 120.000 დოლარად იყო ჩადებული, 115 ათასად გაიყიდა და აქეთ გვეუბნებიან, 5.000 მოიტანეთ, თორემ რაც გაქვთ იმასაც დაგიყადაღებთო. რა უნდა ვთქვა არ ვიცი, ფული თუ არ გაქვს, არავინ არ ხარ ამ ქვეყანაში. 985 შეფასება არ არის
|