საზოგადოება რატომ არ უნდა გამოვიყენოთ "ოქეი"-ს ჟესტი თურქეთში, თვალის ჩაკვრა ინდოეთში და სხვ. 2021, 29 ივნისი, 10:36 ჟესტები ჩვენს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. ამ კომუნიკაციის წყალობით ადამიანები ერთმანეთთან ჯერ კიდევ ენის და დამწერლობის გამოგონებამდე ურთიერთობდნენ. ჟესტების ენას შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის ხალხებში, ამიტომ რომელიმე ჟესტმა, რომელიც ჩვენთან სავსებით მისაღებია, შეიძლება სხვა ქვეყნებში პრობლემები შეგვიქმნას. 1. მაღლა აწეული ცერა თითიეს ჟესტი ჩვენთან ძალიან გავრცელებულია და პოზიტიური ელფერი აქვს-ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ახლო აღმოსავლეთში იგი აღიქმება, როგორც შეურაცხყოფა, ითარგმნება როგორც "წადი შენი" და გამოიყენება ჩხუბში. იგივე ითქმის საუდის არაბეთსა და ემირატებზე. საბერძნეთში ჯობია არ გამოიყენოთ, რადგან ეს "მოკეტე"-ს ნიშნავს. 2. "ოქეი"სუფთა ამერიკული ჟესტია და ჯობია 2019 წლიდან აღარ გამოიყენოთ აშშ-ში, რადგან ის რასისტული სკანდალის ეპიცენტრში მოხვდა. მიზეზი გახდა ანონიმური ფორუმის 4chan მომხმარებლების ფლეშმობი, რომლებმაც მიზანმიმართულად დაიწყეს ჭორების გავრცელება იმის შესახებ, რომ თითებით შექმნილი წრე თეთრკანიანი მოსახლეობის უპირატესობას აღნიშნავს ფერადკანიანებზე. მეტი დამაჯერებლობისთვის ჟესტ "ок"-ის მიაწერეს white power –თეთრი სიკვდილი. ჟესტი "ок" არ არის მისაღები თურქეთშიც. ეს ნიშანი იქ ტიპიურია ჰომოსექსუალების შეკრებისთვის, სირიასა და ბრაზილიაში კი "მეხუთე წერტილს" ნიშნავს. იაპონიაში ამ ნიშანს იყენებენ ქუჩის მათხოვრები, რამდენადაც ის ითარგმნება როგორც "ფული მომეცი". 3. საჩვენებელ და შუა თითებს შორის მოქცეული ცერა თითიამ კომბინაციას ჩვენთან მაინცდამაინც სასიამოვნო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ არიან ქვეყნები, სადაც ის ძალიან შეურაცხმყოფელად ითვლება. თურქეთში გამოიყენება აწეული შუათითის მნიშვნელობით, ამიტომ ხუმრობითაც არ შეიძლება მისი გამოყენება. იაპონიასა და ტაილანდში ამ ჟესტის დემონსტრაცია ნიშნავს სექსუალური მომსახურების არაორაზროვან შემოთავაზებას. 4. თვალის ჩაკვრაჩვენს ქვეყანაში თვალის ჩაკვრა სხვადასხვანაირად აღიქმება, კონტექსტს გააჩნია. აი ინდოეთში შეიძლება უწესო შემოთავაზებაში ჩაგითვალონ: თუ ქუჩაში გოგონას თვალს ჩაუკრავთ, სერიოზულად დაზარალდებით, რამდენადაც ინდოეთის ბევრ შტატში ეს ნიშნავს სექსზე მიპატიჟებას. 5. საჩვენებული და შუა თითებისგან შემდგარი სიმბოლო "V"მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ეს მშვიდობისა და გამარჯვების სიმბოლოა. ინგლისსა, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში იგივე ჟესტი შესაძლოა ცუდად გაიგონ, თუ ხელისგული თქვენსკენ გექნებათ შემოტრიალებული. 6. ნიშანი "თხა"მთელი მსოფლიოს როკერების საყვარელი ნიშანი "თხა", იტალიაში რატომღაც სხვა მნიშვნელობით იხმარება. აპენინის ნახევარკუნძულზე ეს ჟესტი შეურაცხმყოფელია როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. უფრო მეტიც, კათოლიკები მას როგორც მკრეხელობად იღებენ, რადგან ეს ნიშანი სატანის სიმბოლოდ იხმარება. 7. გადაჯვარედინებული შუა და საჩვენებელი თითებითქვენ შეგიძლიათ გადააჯვარედინოთ თითები და ამაზე არავის არ ექნება რეაქცია მთელს დედამიწის ზურგზე, მაგრამ არა ვიეტნამში. ეს ქალის გენიტალიებს ნიშნავს. 8. ენის გამოყოფაენის გამოყოფით ჩვენ საშინელებას არ ჩავდივართ, გარდა იმისა, რომ ეს ჩვენს უზრდელობაზე მიუთითებს. ავსტრალიაში ამას სერიოზულ შიურაცხყოფად მიიღებენ და შეიძლება სერიოზულ ჩხუბშიც გადაიზარდოს. 9. საჩვენებელი თითით მოხმობადასავლეთის ქვეყნებში ეს ჟესტი არავითარ გაუგებრობას არ გამოიწვევს. აი ფილიპინებზე კი ამის გულისთვის შეიძლება ციხეშიც მოხვდეთ, რადგან ხულიგნობაში ჩაგითვლიან. იხილეთ შემდეგი:იცოდით თუ არა, რისგან ამზადებენ კიბორჩხალის (კრაბის) ჩხირებს? რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე შესაძლებელია თუ არა სამედიცინო ნიღბის გამუდმებული ხმარებისას ყურების ფორმა შეიცვალოს? რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით? საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი? საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ? ისტორიული "ფოტოფაქტები" ყალბი აღმოჩნდა 460 4-ს მოსწონს |