x
მეტი
  • 17.10.2021
  • სტატია:115027
  • ვიდეო:354126
  • სურათი:488889
"კოკა-კოლა" -თი გარეცხილი უნიტაზი და სხვა საინტერესო ისტორიები ცნობილი სასმელის გარშემო
image

ალბათ ბევრს გაქვს ნანახი ვიდეოები, რომელიც რამდენიმე წლის წინ გავრცელდა, სადაც "კოკა კოლათი" უნიტაზს რეცხავენ...როგორც ირკვევა "კოკა-კოლა" არა მარტო გამაგრილებელი სასმელია, არამედ თქვენი საყოფაცხოვრებო ასისტენტიც, რომელიც ბევრ რამეში შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ რა არის ამის მიზეზი, სტატიის წაკითხვის დროს შეიტყობთ.


კოკა-კოლა არა მხოლოდ გამაგრილებელ სასმელია, არამედ მრავალი სხვა მიზნისთვისაც გამოიყენება. ადამიანების უმეტესობამ იცის, რომ ის სასწაულებს ახდენს, მაგალითად, ჟანგის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ იცით თუ არა, რომ ეს ყავისფერი შაქრიანი სასმელი მედუზის ნაკბენის წინააღმდეგ გამოიყენება?უფრო მეტიც, კიდევ სხვა რამდენიმე დაავადების სამკურნალოდ.


"კოკა-კოლა" შეიძლება გამოვიყენოთ თმაზე მიწებებული საღეჭი რეზინის მოსაშორებლადაც.



იცოდით, რომ კოკა-კოლა ფარმაცევტმა გამოიგონა მეცხრამეტე საუკუნეში?


აფთიაქარმა ჯონ პემბერტონმა კოკა-კოლა გამოიგონა 1886 წელს.იგი მანამდე ამზადებდა ალკოჰოლურ სასმელს ვან მარიანს, პემბერტონმა შექმნა კოლა, რომელსაც პემბერტონის "ფრანგულ კოკას ღვინოს" უწოდებდა. როდესაც 1886 წელს ატლანტაში ალკოჰოლი აიკრძალა, სადაც ჯონ პემბერტონი ცხოვრობდა, ის კოლას სასმელში ღვინის ნაცვლად შაქრის სიროფს უმატებდა

imageფოტოზე:ჯონ პემბერტონი

ახალი სასმელს სახელი დაარქვა პემბერტონის ბუღალტერმა, ფრენკ რობინსონმა, მასვე ეკუთვნის კალიგრაფია, რომელმაც დაწერა ფიგურული დახრილი ასოებით "Coca-Cola", რომლებიც დღემდე წარმოადგენს სასმელის ლოგოს.


კოკა-კოლას ძირითადი ინგრედიენტები იყო : სამი წილი კოკას ფოთლები (იმავე ფოთლებიდან 1859 წელს ალბერტ ნიემანმა გამოყო სპეციალური კომპონენტი (ნარკოტიკი) და მას კოკაინი უწოდა) ტროპიკული კოლას ხის კაკლის ერთი წილი. მიღებული სასმელი დააპატენტეს, როგორც პრეპარატი "ნერვული სისტემის სამკურნალოდ" და იყიდებოდა სავაჭრო აპარატის საშუალებით ქალაქ ატლანტას აფთიაქებში.


პემბერტონი ასევე ამტკიცებდა, რომ "კოკა-კოლა "მკურნალობს იმპოტენციას, ხოლო ვინც მორფინზეა დამოკიდებული (თავად პემბერტონი არ იყო გულგრილი მორფის მიმართ)შეუძლია გადავიდეს "კოკა-კოლაზე".

imageკოკა -კოლა 1888 წელის


იმ დროს კოკაინი არ იყო აკრძალული ნივთიერება. ამიტომ, კოკაინი თავისუფლად იყიდებოდა და მას ხშირად ალკოჰოლის ნაცვლად სასმელში უმატებდნენ ტონუსის ასამაღლებლად - "კოკა-კოლაში" ამ მხრივ სიახლე არ იყო.

image

"კოკა-კოლას" სრული რეცეპტი


ლიმონმჟავა - სამი უნცია (88, 72 მლ).

კოფეინი - ერთი უნცია (29, 6 მლ).

შაქარი (30 ერთეული - წონის ზუსტი საზომი არ არის მითითებული). წყალი - 2.5 გალონი (9.464 ლ).

ლაიმას წვენი - ორი პინტი (0, 946 ლ).

ვანილი - ერთი უნცია (28, 3 გრ).

X7 საიდუმლო ინგრედიენტი (ორი უნცია ხუთ გალონ სიროფში), რომელიც, თავის მხრივ, შედგება:

ალკოჰოლი - რვა უნცია (236, 6 მლ).

ფორთოხლის ზეთი (20 წვეთი).

მცენარეული ზეთი (30 წვეთი).

მუსკატის ზეთი (10 წვეთი).

ქინძი (ზეთი - 5 წვეთი).

ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი (10 წვეთი).

დარიჩინის ზეთი (10 წვეთი)


1916 წელს "კოკა კოლამ 153 სარჩელი შეიტანა იმიტაციური ბრენდების წინააღმდეგ, როგორიცაა Fig Cola, Candy Cola, Cold Cola, Cay-Ola და Koca Nola.

image



სასმელი ოფიციალურად იყიდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, გარდა კუბისა და ჩრდილოეთ კორეისა ზოგიერთი სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 94% -ს ერთხელ მაინც სმენია კოკა-კოლას ბრენდის შესახებ.


image

ახლა კი ვიდეო.უნიტაზის გარეცხვა "კოკა კოლათი"


0
162
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0