x
image
თუთიკო ბერძენა
კაცი 3 ფეხით და 2 სასქესო ორგანოთი მაყურებელმა ისე შეიყვარა, რომ მის ცოლობაზე ლამაზმანებს შორის ნამდვილი კონკურსი გაჩაღდა
image

იტალიური წარმომავლობის ამერიკელი ფრენკ ლენტინი სამი ფეხით და ორი სასქესო ორგანოთი დაიბადა, რაც მისი განუვითარებელი ტყუპისცალი ძმისგან მიღებული "ჯილდო" იყო.

ფრენკი იმდენად ძლიერი ადამიანი აღმპოჩნდა, რომ ფეხბურთისაც კარგად თამაშობდა, ველოსიპედსაც მშვენივრად დააქროლებდა, ცუგურებზეც დასრიალებდა, ცოლიც მოიყვანა, 4 შვილიც ეყოლა და ცირკის ცნობილი მსახიობიც გამხდა. მან საცირკო ხელოვნებაში დაიმკვიდრა სახელი " გასაოცარი ფრენკი"


ცირკში "გასაოცარი ფრენკი" საზოგადოებას თავისი უცნაური გარეგნობით ართობდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ თავის მესამე ფეხის ფლოიბის უპირატესობას აჩვენებდა მაყურებელს და როდესაც ერთი ფეხით ბურთი კარში გაჰქონდა, დანარჩენი ორით დარბოდა. ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა და იყო იმდ როისთვის კარგად ნაკითხი და განათლებული


ოჯახში მეთორმეტე უცნაური ბავშვი 1889 წელს დაიბადა ტყუპისცალთან ხერხემლით შეზრდილი. ექიმებმა უარი თქვეს დასაცალკევებლად ოპერაციის ჩატარებაზე, რადგან შიშობდნენ, რომ ხერხემალზე ჩარევით ფრანჩესკო პარალიზებული დარჩებოდა. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მშობლებმა უარი თქვეს უცნაურ შვილზე. ჯერ დეიდას შეეცოდა და შეიფარა, მაგრამ დეიდამაც ვერ გაუძლო საზოგადოების ცნობისმოყვარეობ ას და ბოლოს თან უნარშეზღუდულ ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარა.

image

ფრანჩესკო სწორედ ამიტომ იყო დატრგუნული და დაკომპლექსებული, ვერ იტანდა თავის ზედმეტ ორგანოებს მანამ, სანამ თავშესაფარში ისეთი ბავშვები არ ნახა, რომელთაც საჭირო ორგანოები აკლდათ. ამის შემდეგ უკვე სხვაგვარად შეხედა საკუთარ სხეულს.

8 წლის ასაკში აშშ-ში ემიგრაციაში აღმოჩნდა, საიდანაც მისი აღმავალი კარიერა დაიწყო: სამუშაოდ ცირკში, სადაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მისი მესამე ფეხით ბურთის გატანის ნომერი. თანდათან ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ მის ფიზიკურ ანომალიას სულ უფრო ნაკლები ადამიანი აქცევდა ყურადღებას. მაყურებელმა შეუყვარა ფრენკი, მისი იუმორისა და გონებამახვილობის, ნაკითხობისა და ჭკუის გამო. მოხიბლულ მაყურებელთა შორის იყო ტერეზა მიურეი. უფრო მეტიც, ულამაზეს ტერეზას კონკურენტი ლამაზმანებიც კი გამოუჩნდნენ ფრენკის გულის დასაპყრობად! თუმცა ფრენკმა უამრავ თაყვანისმცელემ ქალს შორის სწორედ ტერეზა აირჩია

წყვილს ქორწინებაში ოთხი შვილი გაუჩნდა და ცხოვრების ბოლომდე უიყვარდათ ერთმანეთი.

ფრენკი 1966 წლის 22 სექტემბერს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.


0
641
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0