x
image
თუთიკო ბერძენა
ძალიან გემრიელი ჭინჭრის სუფი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს

image

ჭინჭრის მხალი და სუფი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, ამიტომ სასარგებლოა დიაბეტის დროს. გარდა ამისა, ჭინჭარი ხელწ უწყობს ჰემოგლობინის მომატებას. ჭინჭრის ციებისას( ალერგიული რეაქციაა) არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა ჭინჭრის ნაყენის გადავლება ბანაობის დასრულებისას. ალბათ, ამ ალერგიულ სინდრომს ამიტომაც აქვს ასეთი მამაპაპური სახელწოდება, რომ ჩვენს წინაპრებში მსგავს სიმპტომებს ჭინჭრის ნაყენით და ნახარშით მკურნალობდნენ.

ჭინჭრის სუფი

ხელთათმანებით დაკრიფეთ ჭინჭრის ნორჩი ფოთლები. დაჭერით ისე, რომ მიღებულმა მოცულობამ -4 პეშვს არ გადააჭარბოს.
2 თავი ხახვი დაჭერით წვრილად, მოშუშეთ ზეთში და დაასხით 1, 5 ლიტრი ადუღებული წყალი, ჩაყარეთ 1/2 ჩ. ჭ. ბრინჯი. როცა ბრინჯი ხარშვას დაიწყებს, დაჭრილი ჭინჭარი ჩაყარეთ ქვაბში და გააგრძელეთ ხარშვა. ბრინჯი რომ მოიხარშება, დაამატეთ 2 კბილი ნიორი, მარილი, ოხრახუში, ცერეცო/კამა და გადმოდგით ცეცხლიდან.
( შენიშვნა: ის, რასაც ცერეცოს ეძაახიან აღმ. საქართველოში, კამას ეძახიან დას. საქართველოში და პირიქით. თუმცა თუ ბოტანიკურ ლექსიკოსნ აიღებთ, აღმოაჩენთ, რომ დასავლეთ საქართველოში სწორად ეძახიან. ცერეცო ერწლიანი დაბალი მცენარეა და არ აქვს მოტკბო გემო, კამა მრავალწლიანია, იზრდება შედარებით მაღალი და აქვს მოტკბო გემო, სწორედ კამაა ის, რისგანაც ამზადებენ კამის წყალს ბავშვთა შებერიკლობის სამკურნალოდ. ჰუმანას ელექტროლიტსაც სწორედ ამ კამის გემო აქვს. სუფის რეცეპტში საჭიროა არა მოტკბო გემოს მქონე, არამედ მეორე, რასაც დასავლეთ საქართველოში სწორად ეძახიან ცერეცოს)

ვისაც სუფი გიყვართ, უგემრიელესი სუფით ისიამოვნებთ.


ჭინჭარს ისევე, როგორც მრავალ წამალს, სარგებლობასთან ერთად აქვს უკუჩვენებებიც, მაგალითად, მაღალი პროთრომბინის დროს მისი მიღება სახიფათოა, რადგან იგი ხელს მაღლა წევს პროთრომბინის ინდექსს.

0
167
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0