ჯანმრთელი კვება კერძი, რომელიც თევზეულის არმოყვარულებს თევზს შეაყვარებს 2021, 11 მარტი, 0:11 ვისაც თევზი არ გიყვართ, არადა იცით, რომ სასარგებლოა, სცადეთ ეს ებრაული, უგემრიელესი რეცეპტი. თევზს აუცილებლად შეგაყვარებთ. განსაკუთრებით მოწონთ ბავშვებს. კარგად გასუფთავებულ-გარეცხილი ნაკლებად ძვლიანი თევზი შეწვით დაუჭრელად. შეწვამდე ამოავლეთ, რაშიც გაგიხარდებათ - მჭადის ფქვილში, პურის ფქვილში, საფანელში, სულერთია. 2 თევზზე ასეთი პროპორციით მოამზდეთ ფაფა : გატარებულ ნახევარ ჩაის ჭიქა ნიგოზს დაუმატეთ
1 პატარა კბილი დაჭყლეტილი ნიორი,
დანის წვერით მიხაკი, ოდნავ მეტი წითელი წიწაკა და ზაფრანი (ყვითელი ყვავილი);
ჩაის კოვზის მეოთხედი (თითოეული): დარიჩინი, ხმელი სუნელი, ხმელი ქინძი, ალყად დაჭრილი 1 თავი ხახვი.
ასრისეთ მთელი ეს მასა, თითქოს ბაჟეს აკეთებთ, მაგრამ სითხე არ დაუმატოთ! ბოლოს მჟავე ბროწეულის წვენი ჩააწურეთ (აუცილებლად მჟავე ბროწეული უნდა იყოს და არა ტკბილი) იმდენი, რომ ოდნავ გათხელდეს მასა ანუ ფაფისებრი გახდეს .ბოლოს ბროწეულის მთლიანი მარცვლებიც მოაბნიეთ.
ამოტენეთ შემწვარი თევზი ამ მასით და ამოსვარეთ გარედანაც ამ მასაში. აქედან არაუადრეს 1 საათისა, მზად არის მისართმევად. მეორე დღემდე თუ მიგყვათ, კიდევ უკეთესადაა გაბჟნილი.
108 4-ს მოსწონს
|