სხვა დაიჭირეს 75 წლის ნიანგი "უსამა", რომელმაც 80-მდე ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს 2021, 24 ივნისი, 9:33 უგანდაში, ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, დიდ, 16 ფუტიან (4, 9 მ.) ნიანგს, 80 ადამიანი ჰყავს შეჭმული და ბავშვებსაც კი იტაცებდა. 75 წლის რეპტილიას "უსამას", ადანაშაულებენ მთელ რიგ სასტიკ მკვლელობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა, პატარა სოფელ ლუგანგაში, სავარაუდოდ 14 წლის განმავლობაში. ცნობილი ტერორისტის მოსახელე ნიანგი 1991 წლიდან 2005 წლამდე, როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, ტერორით იყო დაკავებული და სოფლის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა. შეტყობინებების მიხედვით, რეპტილია ამოდიოდა ტბიდან (ტბა ვიქტორია, აფრიკის ყველაზე დიდი ტბა), რათა ბავშვები დაეჭირა ან მეთევზეთა ნავების ქვეშ გაეცურა და მიზანმიმართულად გადაებრუნებინა. ამ შემთხვევებმა მაცხოვრებლები მიიყვანა იმ აზრამდე, რომ არსება "უკვდავი" იყო და ღამით ლოცულობდნენ, ღმერთს სიკვდილისმომტანი მტაცებლისგან დაცვას სთხოვდნენ. 2005 წელს ნიანგი შეიპყრეს და მისი პარპაშიც დასრულდა. 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელშიც ადგილობრივი მამაკაცები და ველური ბუნების ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიოდნენ, ნიანგს ჩაუსაფრდა. ჩასაფრება 7 დღე და ღამე გაგრძელდა, მათ მახე დაუგეს, სატყუარად კი ძროხის ფილტვები გამოიყენეს. როცა უსამა სატყუარას ჩააფრინდა, გამზადებულ ყულფში გაჰყო თავი. ფოტოებზე კარგად ჩანს, როგორ გაკოჭეს იგი თოკებით და პიკაპის ძარაზე მოათავსეს. ხალხს აუკრძალეს მისი მოკვლა, თუმცა ბევრს ჰქონდა ამის სურვილი. ჩინოვნიკების სიტყვებით, ნიანგსაც კი თავისი უფლებები აქვს და მისი მოკვლა დაუსჯელად არ შეიძლება. მტაცებელი გადასცეს უგანდის ნიანგის მფლობელებს, მისი სელექციის პროგრამაში გამოყენების მიზნით. გათვალიწინებულია რეპტილიის საშუალებით, ათასობით გიგანტური ნიანგის გამოყვანა, რომელთა ტყავებიც ქალის ჩანთების მრეწველობაში იქნება გამოყენებული. დღეს აღნიშნული ფერმა ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, სადაც საზოგადოებას შეუძლია იხილოს, თუ როგორ კვებავენ 5000 ნიანგს, რომლებსაც სულ მალე სასაკლაოზე გაუშვებენ. ეს საინტერესოა:ლომი განრისხებულ კამეჩებს ძლივს გაექცა და....ხეზე აძვრა ყველაზე უცნაური პრიმატი მსოფლიოში, რომელიც საკვების ძიებისას შუა თითს იყენებს (ვიდეო) საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან ცხოველთა ჰიბრიდები, რომელთა შესახებ ბევრს არც სმენია (ვიდეო) ბედნიერი, უდარდელი, ცეკვის მოყვარული სიფაკები, რომლებსაც ადამიანებს ამსგავსებენ მექსიკაში ოკეანემ ამოუცნობი ზღვის ბინადარი გამორიყა. მას თვალები არ ჰქონდა "თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია? 761 4-ს მოსწონს
|