x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
«უთავმოყვარეო» ხილი, თუ შეუცვლელი პროდუქტი ჩვენს რაციონში — ექსპერტები ისევ ვაშლზე ალაპარაკდნენ

image


ვაშლი, მხოლოდ გემრიელი და მოსახერხებელი წასახემსებელი პროდუქტი კი არა, ორგანიზმისთვის დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერების და მიკროელემენტების წყაროც არის. — ამის შესახებ საუბრობენ ექსპერტები, რომლებმაც ვაშლის მოულოდნელი სასარგებლო თვისებები გამოავლინეს.

აღმოჩნდა, რომ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ვაშლის შემადგენლობაში შედის, ხელს უწყობს ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლას და ასევე, სასარგებლოა მთელი რიგი საშიში ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

ასევე მხედველობაში მისაღებია, რომ ვაშლი მინიმალური რაოდენობის კალორიებს შეიცავს და ის ბოჭკოვანი ნივთიერებების კარგი წყაროა (ორი საშუალო ზომის ვაშლი, ბოჭკოვანაზე ადამიანის ორგანიზმის დღიური მოთხოვნილების, დაახლოებით, მესამედს უზრუნველყოფს).

გარდა ამისა, ვაშლი სასარგებლოა, სისხლში ე.წ. ცუდი ქოლესტერინის დონის ნორმალიზებისთვის, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, კიბოს პრევენციისთვის და II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის შესამცირებლად.

როდესაც ვაშლს მიირთმევთ, მინიმალური რაოდენობის კალორიას იღებთ. თუმცა, გარკვეული პერიოდის მანძილზე, შიმშილის გრძნობა გიქრებათ, რაც ძალზე სასარგებლოა, წონის დაკლებისთვის.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვაშლი შეიცავს ურსოლის მჟავას, რომელიც ძალიაან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. გარდა ამისა, ეს ხილი შეიცავს A, C, B1, B2, PP და E ვიტამინებს და ასევე, მნიშვნელოვან მიკროელემენტებს — მაგნიუმს, იოდს, ფოსფორს, რკინას, კალციუმს, კალიუმს, თუთიას და სელენს.

ასე, რომ, გახსოვდეთ, რომ ვაშლი «უთავმოყვარეო ხილი» კი არ არის, რომელიც მთელი წლის მანძილზე დახლებიდან არ «ჩამოდის», არამედ ჯანსაღი რაციონის აუცილებელი და განუყოფელი ელემენტია...

და აქ ისმის ლოგიკური კითხვ: რომელი ვაშლი უფრო სასარგებლოა — წითელი, თუ მწვანე?

თუ არ იცით, რომელი ვაშლი შეიძინოთ – მწვანე თუ წითელი, არჩევანი პირველის სასარგებლოდ გააკეთეთ. მწვანე ვაშლი ნაკლებად შაქრიანია და ამიტომ, ის რეკომენდებულია პირებისთვის, რომლებსაც დიაბეტი აქვთ.

იგივე მიზეზის გამო, წითელი ტკბილი ვაშლი მავნებელია კბილებისთვის, რადგან მას კარიესის გამოწვევა შეუძლია. გარდა ამისა, მწვანე ვაშლის შემადგენლობაში უფრო მეტი რკინა და С ვიტამინია, ვიდრე წითელში. ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭის დაბალი მჟავიანობა აქვს, ხოლო მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში, – უპირატესობა წითელ ვაშლს უნდა მიენიჭოს. გაგრძელება >>>

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. ჰიტლერის ტრიუმფი – როგორ გახდა ერთი უთვისტომო კაცი მსოფლიოს მბრძანებელი
2. ნიგოზი სასარგებლოა, მაგრამ იმის გამო, რომ მოხმარების წესი არ ვიცით, ორგანიზმი თითქმის ვერაფერს იღებს!
3. აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს (15 ფოტო)

4. ქოლესტერინთან ბრძოლის 6 ძირითადი პროდუქტი. ვერაგი დაავადება, რომელიც 40 წელს გადაცილებული მოსახლეობის 30%-ზე მეტს აქვს

5. 80 წლის შემდეგ – როგორი იქნება ჩვენი პლანეტა საუკუნის ბოლოს

6. შეიძლება სიგიჟედ ჩათვალოთ, მაგრამ მეცნიერთა ნაწილი ამ თეორიას მხარს უჭერს

2
382
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
382
  
2021, 24 ივნისი, 17:13
ხო, სტატიას სულ სხვა სათათაური ჰქონდა, მეც ეგ გამახსენდა და ქართულად ,,მოვთარგმნე" :)
2021, 24 ივნისი, 9:53
ვაშლი მართლაც "უთავმოყვარეო ხილია, სულ არი და არი.. აი მარწყვი დასტოა!" (დოი). გახსოვს ლალი? :)
ხუმრობის გარეშე: ვაშლი მართლაც ძალიან სასარგებლოა
0 1 2