კულტურა 10 ფაქტი ასურეთის ძლევამოსილ, მაგრამ სასტიკ არმიაზე, რომელიც შიშის ზარს სცემდა ახლო აღმოსავლეთს 2021, 22 ივნისი, 9:20 სამი ათასი წლის წინ, ამ ხალხმა მთელი ახლო აღმოსავლეთი შეაზანზარა. მათი არმია მიწასთან ასწორებდა ქალაქებს, გადარჩენილებს აწამებდა და მთელ მსოფლიოში შიშს თესავდა. საუბარია ასურეთზე-ქვეყანაზე, რომელმაც სამხედრო ძალა თავისი პოლიტიკის საფუძვლად გამოიყენა, ქვეყანაზე, რომელიც თავის მტრებს ფსიქოლოგიური ომის საშუალებით ატერორებდა. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე საინტერესო ფაქტი ასურეთის არმიაზე. 1. მუდმივი ომი.ყოველი ასურელი მამაკაცი, ღარიბიდან დაწყებული დამთავრებული მდიდრით, ვალდებული იყო არმიაში ემსახურა. ეს იყო პირველი ქვეყანა, სადაც სამხედრო სამსახური სავალდებულო გახადეს მამრობითი სქესის ყოველი მოქალაქისთვის. ყველა მამაკაცი ცხოვრობდა პრინციპით "სამი წელი". პირველ წელს ისინი აშენებდნენ გზებს, ხიდებს და შენობებს, მეორე წელს ომში მიდიოდნენ და მხოლოდ მესამე წელს ეძლეოდათ ოჯახში ცხოვრების უფლება. შედეგად, ასურეთს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, მრავალრიცხოვანი და მუდმივ ომებში კარგად გამოწვრთნილი არმია ჰყავდა. 2. ფსიქოლოგიური ტერორი.ასურელები ამზადებდნენ ფირფიტებს, რომელზეც ნახატების მეშვეობით აღწერდნენ მტრების წამების პროცესებს, რათა მომდევნო ქალაქს სცოდნოდა, თუ რა ელოდა მის დამცველებს. აღნიშნულ ფირფიტებზე გამოსახული იყო ცოცხალი ადამიანისთვის ტყავის გაძრობა, თვალების დათხრა და ძელზე გასმა. ერთ-ერთი ასურეთის მეფის, აშურნაცირაპალ II-ის შემდეგ დარჩა მთელი რიგი მსგავსი ფირფიტები, რომელზეც ასახული იყო მათი სისასტიკე ქალაქების აღების დროს: "მე გავაძრე ტყავი ქალაქის ყველა დამცველს და დავკიდე კედლებზე...მე დავწვი ყველა ბავშვი...ქალაქის მაცხოვრებლების თავებისგან ქალაქის წინ ავღმართე კოშკი." როცა ასურეთის არმია დასაპყრობად მორიგ ქალაქს უახლოვდებოდა, მისმა მაცხოვრებლებმა უკვე იცოდნენ რა მოელოდათ. 3. "დაგვნებდით"ბრძოლის დაწყების წინ ხალხს ხშირად "ჩაბარების" შანსი ეძლეოდათ. ქალაქის კედელთან მიდიოდა პარლამენტარი, რომელიც ქალაქის დამცველებს ჰპირდებოდა, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩაბარდებოდნენ და ასურეთის მეფეს ხარკს გადაუხდიდნენ, ნებას დართავდნენ ძველებურად გაეგრძელებინათ ცხოვრება: "შეურიგდით თქვენს ბედს და გამოდით! მაშინ ყველა თქვენთაგანს შეეძლება მიირთვას საკუთარი ყურძენი და ლეღვი და დალიოს წყალი თავისი წყალსაცავიდან. ხოლო მათ, ვინც არ გამოვა და არ დაგვნებდება, მოუწევს საკუთარი ექსკრემენტების ჭამა და საკუთარი შარდის დალევა!" ბევრი ქვეყანა ნებდებოდა და ასურეთს ხარკს უხდიდნენ, ისინი კი გზას განაგრძობდნენ. 4. იარაღიიმ დროისთვის თითქმის არ არსებობდა ალყის გასარღვევი სპეციალური იარაღი. უკეთეს შემთხვევაში, ჯარს იმედი უნდა ჰქონოდა, რომ აიღებდა ქალაქს, თუ მის კარს დიდი მორით შეანგრევდა (ქალაქის კედლებიდან წამოსული ისრების წვიმის ქვეშ). ასურელების გამოგონებაა მსოფლიოში ერთ-ერთი ალყის გასარღვევი იარაღი-ტარანი, მოწყობილობა, რომლის შეჩერებაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო. ეს იყო რთული კონსტრუქცია ბორბლებზე, რომლის შიგნით თავსდებოდა ჯაჭვებზე დაკიდული უზარმაზარი მორი ერკემლის თავის ფორმის რკინის დაბოლოებით. ადამიანები, რომლებიც ამ კონსტრუქციის შიგნით იმყოფებოდნენ, აქანებდნენ მას, რომელიც მთელი ძალით ეჯახებოდა კარს. კონსტრუქციის შიგნით მყოფი ადამიანები დაცული იყვნენ ხის ფიცრებით, რომლებზეც ცხოველების ნედლი ტყავები იყო გადაჭიმული. ამ ტყავებში ესობოდა და ქრებოდა, ქალაქის დამცველების მიერ ნასროლი ანთებული ისრები. 5. ქალაქების სრული განადგურება.ასურეთის ჯარი მხოლოდ მტრების ხოცვა-ჟლეტით არ კმაყოფილდებოდა. როცა ასურეთის მეფე სინაჰერიბი ბაბილონში შეიჭრა, იგი აღგავა პირისაგან მიწისა: "ქალაქები და მისი სახლები, საძირკვლიდან სახურავამდე გავძარცვე, გავანადგურე და დავწვი... ქალაქის შუაგულში არხები გავთხარე და წყლით ამოვავსე. ბაბილონის ადგილას ახლა მხოლოდ ჭაობია." 6. გადარჩენილთა წამებაშემონახული ჩანაწერების თანახმად, ერთ-ერთმა ასურეთის მეფემ შეიწყალა დაპყრობილი ქალაქების ზოგიერთი მაცხოვრებელი: "წარჩინებული ადამიანები მოვიდნენ ჩემთან, რათა თავიანთი სიცოცხლე გადაერჩინათ. ისინი ფეხებში ჩამივარდნენ და შეწყალება მთხოვეს." ხშირად გადარჩენილ ადამიანებს სხვათა დასაშინებლად იყენებდნენ, ამასთან ძალიან სასტიკი მეთოდით-მათ ცხვირს და ყურებს აჭრიდნენ. მეფე ასარჰადონმა კი აიძულა დაპყრობილი ქალაქის წარჩინებული მოსახლეობა ეტარებინათ მათი მმართველების მოკვეთილი თავების "სამკაული". 7. მონათა ცხოვრებაასურეთის ნანგრევებზე შემორჩენილია მონების გამოსახულება: მათ ჯაჭვებით მიბმული აქვთ უზარმაზარი ლოდები. ამ ქვებს იყენებდნენ მეფის სასახლეების და არქიტექტურის სხვა საოცრებების შესაქმნელად, მონები კი იძულებული იყვნენ ეს სამშენებლო მასალა "ეთრიათ" მშენებლობაზე და ამოსუნთქვის საშუალემაც არ ჰქონდათ (უკან ზედამხედველები მოჰყვებოდნენ და სცემდნენ ნებისმიერს, ვინც "წესებს" არღვევდა). 8. გადასახლების პოლიტიკაასურეთში ხალხის მუდმივი გადასახლება მიმდინარეობდა-ოჯახებს ყრიდნენ სახლებიდან და სხვა ტერიტორიებზე ასახლებდნენ. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რამაც ასურეთი ასეთი ძლევამოსილი გახადა. ოსტატები დაპყრობილი ქვეყნებიდან იმპერიის შუაგულში გადმოჰყავდათ და იქვე ასახლებდნენ. მათ სასახლეების, ტაძრების და სხვ. მშენებლობებზე ამუშავებდნენ. ხშირად ოსტატებს ნებას რთავდნენ ოჯახთან ერთად ეცხოვრა. საშის მტრებს, რომლებიც ასურეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ხანდახან თავიანთი დანაშაულის გამოსყიდვის უფლება ეძლეოდათ. თუ მეფე გულმოწყალებას გამოიჩენდა, ის მათ დაპყრობილი და დანგრეული ქვეყნის აღსადგენად აგზავნიდა. 9. კანონების კოდექსიბევრი დანაშაული ასურეთში ისჯებოდა სხეულის დაზიანებით ან სიკვდილით. თუ ვინმე აკოცებდა სხვის ცოლს, მას ცულით ქვედა ტუჩის მოჭრა ელოდა. თუ მამაკაცს მეორე მამაკაცთან "მიუსწრებდნენ", მას საჭურისად აქცევდნენ. მრუშობა სიკვდილით ისჯებოდა. მამაკაცს უფლება ჰქონდა ცოლი მრუშობისთვის მოეკლა. 10. პოსტტრავმული სტრესიცხოვრება ასურეთში რთული იყო არა მხოლოდ მონებისთვის, არამედ თვით ასურელებისთვისაც. მეომრებს უვითარდებოდათ თანამედროვე ფსიქოლოგების ენით, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები. მათ ესმოდათ და ხედავდნენ ომში დაღუპული ადამიანების აჩრდილებს, საუბრობდნენ მათთან. მეცნიერები თვლიან, რომ უამრავ მეომარს მკვლელობებისა და უდანაშაულო ადამიანების წამების გამო დანაშაულის გრძნობა ჰქონდა. იხილეთ შემდეგი:უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები, რომლებიც სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა ცნობილ ალამუთის ციხეში (მე-9 ს.) უნიკალური საინჟინრო შედევრი აღმოაჩინეს მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი I)
სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი II)
ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ
ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს
1059 5-ს მოსწონს |