x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ჰიტლერის ფატალური შეცდომა-სსრკ-ზე თავდასხმიდან 80 წელი გავიდა
image


80 წლის წინ 1941 წლის 22 ივნისს, განთიადისას ვერმახტის ჯარები საბჭოთა კავშირს თავს დაესხა, ჰიტლერელთა სტრატეგიული მიზანი იყო საბჭოთა კავშირის უმოკლეს დროში, "ელვისებურად" დამარცხება, რომლის გეგმაც 1940 წელს შემუშავდა და ეწოდებოდა "ოპერაცია ბარბაროსა", ან "ბარბაროსას გეგმა".


რატომ ჩაფლავდა " ბარბაროსას" გეგმა? ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებდათ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე .

რა თქმა უნდა, სსრკ-სთვის ყველაფერი გასაგები და ნათელი იყო, თუმცა ისტორიის მოყვარულები დღემდე ენთუზიაზმით სწავლობენ ამ თემას.



ქვეყნის ხელმძღვანელობამ ხალხს მარტივად აუხსნა "ბარბაროსის გეგმის" წარუმატებლობა-ეს არის საბჭოთა ხალხის სიმტკიცე, სიმამაცე და ერთიანობა. ამავე დროს, პარტიას არ ავიწყდებოდა ხაზი გაესვა საკუთარი როლისთვის ფაშისტებზე გამარჯვებაში. ყველგან და ყოველთვის იტყობინებოდა, რომ ჰიტლერს უბრალოდ არ შეეძლო იმ ძლევამოსილი წითელი არმიის დამარცხება, რომელსაც დიდი ბელადი სტალინი მეთაურობდა. ასევე მუდმივად საუბრობდენ ვერმახტის აუნაზღაურებელ დანაკარგებზე მოსკოვის, ლენინგრადისა და დონის როსტოვის მახლობლად გამართულ ბრძოლებში. იმ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვიქტორ ანფილოვის წიგნი "ბლიცკრიგის მარცხი".სწორედ ასე აღწერდა ავტორი ომის პირველი თვეებს, რის შემდეგაც საბჭოთა არმიამ მოსკოვის მისადგომებთან კონტრიერიში წამოიწყო. სწორედ ასე ეწერა და ასწავლიდნენ ისტორიას საბჭოთა პერიოდში.

image

ბარბაროსას გეგმა-ეს არის სსრკ-ზე თავდასხმის გეგმა, რომელიც ემყარება ელვისებური ომის, ბლიცკრიგის პრინციპს. გეგმის შემუშავება დაიწყო 1940 წლის ზაფხულში, ხოლო 1940 წლის 18 დეკემბერს ჰიტლერმა დაამტკიცა იგი, რომლის თანახმადაც, ომი უნდა დასრულებულიყო არა უგვიანეს 1941 წლის ნოემბრისა.


ბარბაროსას გეგმას ეწოდა XII საუკუნის იმპერატორის, ფრედერიკ ბარბაროსას სახელი. რომელიც ცნობილი იყო თავისი დაპყრობითი ლაშქრობებით. რა თქმა უნდა, საბჭოთა ჯარებმა და მთლიანად ხალხმა შეასრულეს თავისი საქმე. ამასთან, ახლა უკვე ობიექტურობისთვის, აუცილებელია სხვა მიზეზების აღნიშვნაც, რამაც გამოიწვია გერმანიის გეგმის „ბარბაროსას“ ჩაშლა. მაგალითად, დასავლეთში, თვით გერმანიის ჩათვლით, წარუმატებლობის მთავარ მიზეზად ჰიტლერის არასწორი გადაწყვეტილებად მიიჩნევენ 2 სატანკო დაჯგუფების(Panzergruppe 2-3) მოსკოვიდან სხვა მიმართულებით გადასროლას. ეს მოხდა 1941 წლის 19 ივლისს.


თავის წიგნში "ჰიტლერის 10 საბედისწერო შეცდომა" ამ მოსაზრებას იზიარებენ ამერიკელი ისტორიკოსი ალექსანდრე ბევინი და მე -3 სატანკო ჯგუფის მაშინდელი მეთაური ჰერმან გოტი. ამ უკანასკნელმა თავის ნაშრომში "სატანკო ოპერაციები" ამ თემას მთელი თავი მიუძღვნა სათაურით "ჰიტლერმა ჩაშალა კამპანიის გეგმა".


გოტას ეთანმხება ყველა მისი კოლეგა, მათ შორის მე -2 სატანკო ჯგუფის მაშინდელი მთავარსარდალი - ჰაინც გუდერიანი. თუმცა, მრავალი თანამედროვე ისტორიკოსი არ ეთანხმება ამ შეფასებას, რადგან ჰიტლერის გადაწყვეტილება ლოგიკურად გამართლებული და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ. ისინი ამას ხსნიან იმით, რომ იმ დროს სატანკო დივიზიები არაეფექტური იყვნენ მოსკოვზე შეტევებში. მათი აზრით, უფრო გონივრული იყო იერიშის დროს ქვეითი ჯარის გამოყენება, ვინაიდან სატანკო დივიზიებმა ვერ გაარღვიეს მტრის თავდაცვა.


მოსკოვზე თავდასხმის დროს საუკეთესო გამოსავალი იყო ქვეითი დივიზიების გამოყენება, რის შემდეგაც ბრძოლაში შევიდნენ მძიმე არტილერია და ავიაცია. სატანკო დივიზიონის შეტევა იყო უკანასკნელი რგოლი, როდესაც მტერი ალყაში მოექცეოდა. თუ ამ თვალსაზრისით გავითვალისწინებთ გერმანულ გეგმას "ბარბაროსას", მაშინ ტანკების გამოყენება ნამდვილად უსარგებლო წამოწყება იყო.


მაგრამ საქმე იმაშია, ავტორები, რომლებიც ამ ვერსიას იცავენ, სერიოზულ შეცდომას უშვებენ, როდესაც ირწმუნებიან, რომ საბჭოთა ჯარები მოსკოვის მისადგომებთან თავდაცვით ბრძოლებს აწარმობდნენ გერმანელების წინააღმდეგ.ასეა საბჭოთა მხატვრულ ფილმებშიც- თუ როგორ უტევენ გერმანული ტანკები საბჭოთა სანგრებს, რასაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

image

სინამდვილეში, 1941 წლის შემოდგომაზე, წითელი არმია, პრინციპში, ვერ დაიკავებდა თავდაცვით პოზიციას. ჯერ ერთი, წითელი არმიის სრულფასოვანი სანგრები იმ დროს ქარტიით არ იყო გათვალისწინებული და მეორეც, მათი ამოთხრის დროც არ იყო. მე -2 და მე -3 სატანკო დივიზიები კიევისა და ლენინგრადისკენ მიქცევის შემდეგ, მოსკოვზე თავდასხმა შენელდა. თუმცა, გერმანიის ჯარებს პრობლემები კიდევ უფრო ადრე დაეწყო.


ბარბაროსას გეგმის კრახი


მაგალითად, ასეთ ფაქტს აღნიშნავს ამერიკელი ისტორიკოსი დევიდ გლანცი თავის წიგნში „ბარბაროსის გეგმის კოლაფსი“. ავტორი ირწმუნება, რომ ივლისის შუა რიცხვებში ვერმახტის უმაღლესი ხელმძღვანელობა წინაწარ ზეიმობდა რუსების წინააღმდეგ ბრძოლებში დაუსრულებელ გამარჯვებებს. 1941 წლის 3 ივლისს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ფრანც ჰალდერმა თავის დღიურში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: ”გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია 2 კვირაში მოვიგეთ”. ამავე დროს, მან დასძინა, რომ სრულ გამარჯვებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.


გერმანელები დარწმუნებულნი იყვნენ მტერზე უპირატესობაში იმ მიზეზით, რომ მათ უპრობლემოდ შეძლეს წითელი არმიის ძირითადი პოზიციების განადგურება . ადმირალ კანარისის დაზვერვის თანახმად, სსრკ-ს სარეზერვო ჯარი არ ჰყავდა, ხოლო ახალი დივიზიების შექმნას რამდენიმე თვე დასჭირდებოდა.

image

საბედისწერო შეცდომამ საბჭოთა შეიარაღებული ძალების არასწორად შეფასებაში გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გერმანელებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, ივნისში სსრკ-ს მიერ შექმნილი 6 საჯარისო ნაწილის არსებობის შესახებ. ვერმახტის ხელმძღვანელობა აზრზეც არ იყო ტრანს-ბაიკალის ოლქიდან ჯარების გადასროლის შესახებ.


ყველა ეს ძალა ნაცისტების წინააღმდეგ ივლისის შუა რიცხვებში გადაისროლეს. სმოლენსკის მახლობელ ბრძოლებში გერმანელები უკვე იბრძოდნენ ახალ საბჭოთა ქვედანაყოფებთან, რომლებმაც გაიარეს სრულფასოვანი სამხედრო წვრთნები.


საბჭოთა დივიზიების სწრაფმა შეტევამ შეაჩერა ჰოტისა და გუდერიანის სატანკო დივიზიების წინსვლა მოსკოვისკენ. მალევე "ცენტრის" ჯგუფის საველე რაზმები სმოლენსკში გადავიდნენ, სადაც მთავარი დარტყმა მიიღეს. საბჭოთა ფლანგების გასანადგურებლად გერმანელებმა გამოიყენეს ტანკები. თუმცა ამან ვითარება ვერ შეცვალა. შედეგად, ყველა ამ ქმედებამ გამოიწვია გერმანიის გეგმის "ბარბაროსას" ჩაშლა.

image

ჰიტლერის გენერლები მიხვდნენ, რომ მათი გეგმა სმოლენსკის მისადგომებთან ბრძოლების დროს დასამარდა. როდესაც საბჭოთა ჯარისკაცების სიმტკიცეს და სიმამაცეს გადააწყდნენ, გერმანელი სარდლები იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ თავდაპირველ ტაქტიკურ გეგმებზე, თუმცა ამან ომის საბოლოო შედეგზე ვერ იმოქმედა.

0
695
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
695
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0