x
image
თუთიკო ბერძენა
გენიოსების სია, რომლებიც კლასში ჩარჩენილან ან სასწავლებლებიდან გაურიცხავთ.ქვა, რომელიც დაიწუნეს ქვაკუთხედად იქცა
ვინც ჯუზეპე ვერდი კონსერვატორიიდან გარიცხა, მან თუ დაწერა კაცობრიობისთვის "აიდასა" "ტრავიატას" მსგავსი რაიმე? და თუ იცის მსოფლიომ მისი სახელი გარდა იმისა, რომ ვერდი გარიცხა.
image


ვინც აინშატაინი უნივერსიტეტიდან გარიცხა მან თუ დაუტოვა კაცობრიობას ფარდობითობის თეორიისნაირი და თუ იცის მსოფლიომ მისი სახელი რაიმეთი გარდა იმისა, რომ აინშტაინი გარიცხა.
image

ვინც ედისონის დედას უთხრა, შენი შვილი დებილების სკოლაში წაიყვანეო, იმ მასწავლებელმა რა დატოვა ამქვეყნად ღირებული?

image

ვინც ოტია იოსელიანს ქართულის გამოცდაზე ორიანი დაუწერა, მისი ერთი მხატვრული ნაწარმოები თუა ცნობილი?


ვინც მაიაკოვსკი ქუთაისის პირველი სკოლიდან გარიცხა, რა დაწერა მასზე უკეთესი და საერთოდ თუ იცით ვინ იყო?

image

ვინც 13 წლის ჩერჩილს ჩამორჩენილ მოსწავლედ მიიჩნევდნენ და თინეიჯერი უინსტონა გაკვეთილებიდან ზიზღით გააძევეს, იმ მასწავლებლებმა ჩერჩილისნაირი მეორე ვინ აღზარდეს? ვინ იყვნენ, სახელები იცით? ჰიტლერი იყო სამაგიროდ ძაან მოწესრიგებული მოსწავლე და მასწავლებლებისგან ქებას იმსახურებდა მუდამ.
image
ვინც ბილ გეიტსი უნივერსიტეტიდან გარიცხა, მან რა შეუქმნა კაცობრიობას ბილ გეიტსის მსგავსად და ვინმემ თუ იცით, მისი სახელი?
ბალზაკი რომ სკოლიდან არ გაერიცხათ, ყველაფერი კარგად დასრულდებოდა არა მხოლოდ ონორესთვის, არამედ მსოფლიო ლიტერატურისთვის?
ჩეხოვი, ჩეხოვი, "ო ეს შტერი და უუნარო"! გეოგრაფიასა და არითმეტიკაში გამოყოლილი ორიანების გამო მესამე კლასში ჩარჩა. მეხუთე კლასში იგივე მდგომარეობაში ბერძნულ ენაში გამოყოლილი ნიშნის გამო ჩარჩა. საინტერესოა, რომ რუსულ ენასა და ლიტერატურაში მას სამიანი ჰყავდა. "ალუბლების ბაღის" დამწერს!
image

ტოლსტოი უნივერსიტეტში ისტორიასა და გერმანულ ენაში გამოყოლილი დაბალი ნიშნის გამო კურსზე ჩარჩა. მესამე კურსიდან იმედგაცრუებულმა უნივერსიტეტი დატოვა და დიპლომიც არ აუღია. მიაყუდა ლევმა უნივერსიტეტდამთავრებულები ბარე ორი გვერდზე!
მენდელეევისთვის მასწავლებლებს სამებზე მეტი ნიშნები არ ემეტებოდათ. ნეტა ვინ იყვნენ მისი მასწავლებლები?
image

რიჩარდ ბრენსონი ბიზნეს გენიოსად ჯერ კიდევ სიცოცხლეში შერაცხეს. ვისაც გაგონილი არ გაქვთ მისი სახელი, მათთვის დავწერ, რომ ის კორპორაცია Virgin Group-ისა და კერძო კოსმოსური ტურიზის დამფუძნებელია. მან ასევე დიდი ბრიტანეთის საპატიო რაინდის ტიტულიც დაიმსახურა. მისი მასწავლებლები ამას ვერც კი წარმოიდგენდნენ, ვინაიდან რიჩარდს გაკვეთილის მოყოლისას ენა ებმოდა და წითლდებოდა. სახლში ყველა გაკვეთილს მამას აბარებდა, სკოლაში კი აბსოლუტურად ერტ სიტყვას ვეღარ ამბობდა, რის გამოც მას უნიჭო მოსწავლედ მიიჩნევდნენ.
image
ნიუტონს ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მოსწავლედ მიიჩნევდნენ მასწავლებლები. მათემატიკისა და ფიზიკის სწავლა განსაკუთრებულად "უჭირდა". იცით, ვინმემ ვინ იყვნენ მისი მასწავლებლები? არა ხომ?
არც მე.


image

აი, მასწავლებლებისგან დაწუნებული "ქვების" სია, რომლებიც "ქვაკუთხედებად" იქცნენ.
არ გაიტეხოთ გული, თვითშეფასებაზე ფეხით გადალილო ბავშვებო! ვინც დღეს " არაფრად ვარგიხართ", თქვენი სახელობის სკოლები გაიხსნება ერთდროს თბილისში და ღმერთმა ქნას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც გაიხსნას! ახალი ჰიტლერების სამჭედლოები ნუ იქნებიან სკოლები ოღონდაც!
0
164
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0