ნორმან ოლერმა, გერმანელმა ისტორიკოსმა, თავის წიგნში "Total High" ახსენა, რომ გერმანელი ჯარისკაცები ნარკოტიკებს იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს.
ისტორიკოსის თქმით, 1937 წელს ნაცისტებმა შექმნეს პრეპარატი მეტამფეტამინის ფორმისგან - "პერვიტინი". ფაშისტურმა არმიამ მაშინვე არ გამოიცნო, რომ ეს ნარკოტიკი იყო. მას გააჩნდა გამამხნევებელი ეფექტი, ეხმარებოდათ სტრესისა და დაღლილობის დაძლევაში, ხალხს ეიფორის ჰგვრიდა. "ჯარისკაცებს სჯეროდათ, რომ ამ წამლის მიღება ყავის სმას ჰგავდა", - ამბობდა ოლერი.
1939 წელს მეთაურებმა აბები გამოსცადეს ჯარისკაცთა ჯგუფზე და მაშინვე მიხვდნენ, თუ რასთან ჰქონდათ საქმე. მიუხედავად ამისა, მათ მათ დაამზადებინეს კიდევ 35 მილიონი დოზა, რამაც ხელი შეუწყო ჯარისკაცებს 1940 წელს საფრანგეთში საბრძოლო მოქმედებების დროს.
”იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვეულებრივი ჯარისკაცები, მეზღვაურები და მფრინავები ზეადამიანური შესაძლებლობების მქონე რობოტებად გადაექციათ”, - წერს ფარმაკოლოგი ვოლფ კემპერი, მესამე რაიხში ნარკოტიკების მოხმარების შესახებ წიგნის ავტორი.
ნორმან ოლერის თქმით, პერვიტინის წყალობით, ტერიტორიაზე შეჭრილი ჯარისკაცები მაინც განაგრძნობდნენ სიარულს და თავს კარგადაც კი გრძნობდნენ. ავტორი ამბობს, რომ ჰიტლერიც ნარკოდამოკიდებული იყო. ის იყენებდა ტკივილგამაყუჩებელს სახელად “ იუკოდალა", რომელიც პირველად 1943 წელს მუსოლინისთან შეხვედრამდე მიიღო.