x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
5 ძლევამოსილი მმართველი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით

image
ცნობილი ფაქტია, რომ თავის დროზე ძლევამოსილი მმარტველები იმას იღებდნენ, რაც სურდათ. ამგვარად, ისეთ მმართველებს, როგორებიც იყვნენ იულიუს კეისარი, ალექსანდრე მაკედონელი, ედუარდ მეორე ერთი რამ აერთიანებდათ, კერძოდ კი სხვა მამაკაცებისადმი ლტოლვა:


იულიუს კეისარი- ისტორიკოსებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ დიდი კეისარი ახალგაზრდობაში საკუთარ თავს ყიდდა. გარდა ამისა, ანტიკურ ეპოქაში ერთსქესიანთა ურთიერთობა არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენდა, ამიტომ როდესაც ჯერ კიდევ 19 წლის კეისარი ბითინიის მეფესთან, ნიკომედე IV სთან მოხვდა, 3 წლის განმავლობაში მისი საყვარელიც იყო.

როდესაც კეისარი იმპერატორი გახდა, მისი ოპონენტი, სენატორი ციცერონი მას საჯაროდ ბითიონიის დედოფალს ეძახდა, რომელმაც გზა ერთი ადგილით გაიკვლია.image


ალექსანდრე მაკედონელი- დღეს დიდ ალექსანდრეზე ლეგენდები დადის. ის უძლიერესი დამპყრობელი იყო, რომელსაც თავისი მმართველობის 11 წლის მანძილზე, არც ერთი ომი არ წაუგია. ისტორიკოსებისთვის ცნობილი ფაქტია ასევე მისი სიყვარული მამაკაცებისადმი.image

ახალგაზრდა იმპერატორს 3 ცოლი ჰყავდა, თუმცა სამივე პოლიტიკური მიზეზების გამო შეირთო, აი მისი გული კი მეგობარს და მარჯვენა ხელს, ჰეფესტიონს ეკუთვნოდა. თავისი საყვარლის სიკვდილის შემდეგ გაცეცხლებულმა ალექსანდრემ მისი მკურნალი ექიმის სიკვდილით დასჯაც კი მოითხოვა, რადგან ჰეფესტიონის გადარჩენა ვერ შეძლო. რაღაც დროის შემდეგ იმპერატორის ახალი ფავორიტი ახალგაზრდა სპარსი, ბაგაოსი გახდა, რომელიც ალექსანდრესთან სიკვდილამდე იყო.image


რიჩარდ ლომგული- ისტორიკოსები დღემდე ბჭობენ ამის შესახებ. საქმე იმაშია, რომ 1187 წლით დათარიღებული ცნობების მიხედვით, ინგლისსა და საფრანგეთს შორის ალიანსის ნიშნად, რიჩარდმა მეფე ფილიპე II- სთან ღამე გაატარა ერთ საწოლში. ისტორიკოსებს ორი ვარაუდი აქვთ, ზოგი თვლის, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური სვლა იყო, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამგვარი “შემთხვევა" შეიძლება მომხდარიყო.imageimage


ედუარდ II- ინგლისის კიდევ ერთი მონარქი, მან 1308 წელს იქორწინა იზაბელა ფრანგზე, თუმცა ქალის მიმართ გულგრილი აღმოჩნდა და მის საძინებელს მხოლოდ იმ დღეებში სტუმრობდა, როდესაც ტახტის მემკვიდრის ჩასახვისთვის ხელსაყრელი პერიოდი იყო. ისტორიულ წყაროებში ხშირადაა მოხსენიებული მისი ურცხვი ქმედებების შესახებ სიმპათიური მამაკაცების მიმართ, ყოფილიყო თუნდაც გრაფი ან ფეხსაცმელების მწმენდავი. მეფის ფავორიტი კი სერ ჰიუ ლე დისპენსერი იყო. იმ დროისთვის, როდესაც მეფე სიამოვნებას იღებდა თავისი საყვარლისგან, დისპენსერმაც მაქსიმალური სარგებელი მიიღო და საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა. დედოფალმა წლების განმავლობაში ითმინა მეფის ღალატი და მისი მამაკაცებისადმი ლტოლვა, საბოლოოდ კი სახელმწიფო გადატრიალებაც მოაწყო ამ მიზეზით. შედეგად, დისპენსერი დაასაჭურისეს, ხოლო ედუარდ II ციხეში ჩუმად მოკლეს.image


ადოლფ ჰიტლერი- ჰიტლერის არატრადიციული ორიენტაციის შესახებ ეჭვები ისტორიკოსის, ლოთარ მახტანის წიგნის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა. წიგნში ნახსენებია, რომ ახალგაზრდა ჰიტლერი საფრანგეთის ფლოტში მსახურობდა, სადაც არაერთხელ შეამჩნიეს მეძავ-მამაკაცებთან ურთიერთობისას. უკვე მმართველმა ფიურერმა თავისი ორიენტაციის დამალვის მიზნით რამდენიმე მაღალჩინოსანი ნაცისტიც კი დაასჯევინა სიკვდილით.image









1
2039
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
2039
  
2021, 17 თებერვალი, 1:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1