შემწვარი კობრის ხორცი, ჰალუცინოგენური ფესვი, ქათამი KFC– დან... ეს ყველაფერი მე -20 საუკუნის ყველაზე სასტიკი დიქტატორების საყვარელი კერძებია:
ადოლფ ჰიტლერი- წარმოიდგინეთ და გერმანელი დიქტატორი ვეგეტერიანელი იყო და სიცოცხლის ბოლო წლებში მხოლოდ კარტოფილის პიურესა და ბოსტნეულის ბულიონს მიირთმევდა. ცნობილია ისიც, რომ იმდენად პათოლოგიურად ეშინოდა მოწამვლის, რომ თან ყოველთვის 15 კაციანი დეგუსტატორთა ჯგუფი დაჰყავდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჭამდა, თუკი 45 წუთის განმავლობაში ყველა მათგანი გადარჩებოდა.
კიმ ჩენ ირი- ჩრდილოეთ კორეელ დიქტატორს უყვარდა წვინაინი ზვიგენის ხორცისგან და ძაღლის ხორცისგან ასევე სალაც. კიმ ჩენ ირი თვლიდა, რომ ძაღლის ხორცის ჭამა მას სიმტკიცეს და მამაკაცურობას ჰმატებდა. ასევე ცნობილი იყო მისი სიყვარული Hennessy-ს კონიაკის მიმართ. დიქტატორი 1994 წლიდან 2011 წლამდე მართავდა ქვეყანას. მისი მმართველობის პერიოდში ჩრდილოეთ კორეა დიდ კრიზისში ჩავარდა, რასაც ხალხის შიმშილობაც დაერთო. მიუხედავად ამისა, დიქტატორს მაინც ჰყავდა სახლში “გაწვრთნილი" ქალების ჯგუფი, რომლებსაც ევალებოდათ ბრინჯის თითოეული მარცვლის შემოწმება მის თეფშზე. ისინი აუცილებლად ერთი ზომის, ფერის და ზომის უნდა ყოფილიყო.
იოსებ სტალინი- საბჭოთა კავშირის ლიდერს უყვარდა ქართული სამზარეულო და ღვინო. განსაკუთრებით კი გოზინაყი. ცნობილი იყო ისიც, რომ უყვარდა გრძელი და ხმაურიანი სუფრები და სმაში შეჯიბრი.
ბენიტო მუსოლინი- იტალიელ დიქტატორს მოსწონდა უბრალო საათი მსხვილად დაჭრილი ნივრით და ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით. ვერ იტანდა ფრანგულ სამზარეულოს. უპირატესობას ანიჭებდა სახლში, ცოლთან რაკელესთან და 5 შვილთან ერთად ვახშმობას. ვახშამი აუცილებლად ერთსა და იმავე დროს უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია, ცოლ-შვილი სავსე თეფშებით აუცილებლად უნდა დალოდებოდნენ ოჯახის უფროსს.
იდი ამინი- უგანდას დიქტატორი აღმერთებდა შემწვარ თხის ხორცს, ბატატს და ფეტვის პურს. დღეში 40 ცალ ფორთოხალს ჭამდა, რადგან ბუნებრივ ვიაგრად თვლიდა. მოგიანებით, როდესაც საუდის არაბეთში განდევნეს, უყვარდა KFC-ს ქათმის და პიცის ჭამა. იდი ამინმა სამხედრო გადატრიალებით დაამხო არჩეული მთავრობა და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. ის უგანდას სასტიკად მართავდა რვა წლის განმავლობაში. მისი მმართველობის დროს 300 ათასამდე მოქალაქე გარდაიცვალა. იდი ამინს ჰქონდა პერიოდი, როდესაც უყვარდა ყველაფერი ბრიტანული და საღამოს ჩაის სმის ტრადიციაც კი დაიწყო. ასევე იყო ჭორები მის კანიბალიზმზე.
პოლ პოტი- კამბოჯელ დიქტატორს უყვარდა ირმის, ტახის, გველის ხორცი, შემწვარი კობრა, ახალი ხილი, ბრენდი და ჩინური ღვინო. პოლ პოტმა და მისმა კომუნისტურმა მოძრაობამ შეადგინეს მკაცრი სოციალური აღმშენებლობის პროგრამა, მისი მმართველობის პერიოდში ხშირი იყო სივდილით დასჯა, 2 000 000 მდე ადამიანი დაიღუპა შიმშილისგან და მძიმე სამუშაოსგან. ცნობილია, რომ დიქტატორს უყვარდა მდიდრული სუფრები, თუმცა მის დამქაშებს მხოლოდ წყლის და მცირედი ბრინჯის მიღება შეეძლოთ.
ნიკოლაე ჩაუშესკუ- რუმინეთის ლიდერს ნიკოლაე ჩაუშესკუს უყვარდა ვეგეტარიანული ლაზანია კვერცხის და არაჟნის სოუსით, რუმინული კობრი, ასევე პომიდვრის, ხახვისა და ფეტა ყველის სალათები სტეიკით. ჩაუშესკუ სოციალისტურ რუმინეთს მართავდა 1965 წლიდან 1989 წლამდე. ის არ ჭამდა საჭმელს, რომელიც არ იყო სათანადოდ შემოწმებული და ოფიციალურ ღონისძიებებზე თეფშიდან იატაკზე ყრიდა კერძებს და ფეხით თელავდა.
ფრანცისკო მაისიას ნგემა- ეკვატორული გვინეის პირველი პრეზიდენტი. მან გაანადგურა და პოლიტიკურ დევნილებად აქცია მოსახლეობის ერთიდან ორ მესამედამდე რაოდენობა. ამის გამო ქვეყანას “აფრიკულ დაჰაუს" ეძახდნენ. უყვარდა ბანგის ჩაის დალევა, რომელიც აფრიკული ჰალუცინოგენური ფესვისგან მზადდებოდა. დადიოდა ხმები იმის შესახებაც, რომ კანიბალიზმით იყო გატაცებული დ მაცივარში თავის ქალებს ინახავდა.
ფრანსუა დუვალიე- ჰაიტის ყოფილი დიქტატორი, ცნობილი როგორც პაპა დოკი დიაბეტიკი იყო და გულის პრობლემები ჰქონდა, სიცოცხლის ბოლო წლებში ცოლი მას კოვზით აჭმევდა ხოლმე. ვახშმის შემდეგ, პაპა დოკს გართობა უყვარდა, კატაკომბებში ჩადიოდა რომელთა კედლები სისხლისფერ წითლად უნდა ყოფილიყო შეღებილი და პატარა ბზარიდან უყურებდა თუ როგორ აწამებდნენ მის მტრებს.