საზოგადოება ლელა წურწუმიას შვილმა ავტობუსში გონება დაკარგა - „სასწრაფოს გამოვუძახე-ო“… 2021, 18 ივნისი, 16:22 მომღერალ, ლელა წურწუმიას შვილს ავტობუსში გონება დაკარგა. ამის შესახებ ჟურნალი „სარკე“ წერს.
„მარიკოს ტრანსპორტში კოლაფსი დაემართა. რეკავს მისი ნომერი და უცებ, კაცის ხმა მესმის: ავტობუსის კონდუქტორი ვარ, თქვენმა შვილმა გონება დაკარგა, წევს, ავტობუსი ჩამოვცალე, დიდუბეში ვართ გაჩერებული, სასწრაფოს გამოვუძახეო… ამ კაცის ნათქვამი ნაწილ-ნაწილ მესმოდა. არ გიყვებით, რა მომივიდა, რა ჯოჯოხეთი გადავიტანე…
გზაში საცობები, იქამდე როგორ მივედი, არ მახსოვს. თან გზიდან ვურეკავდი, არ მომატყუოთ, ხომ ცოცხალია-მეთქი? რომ მივედი, სასწრაფო იყო მისული. წაქცეულა, მგზავრს დასცემია ზემოდან. ქალებს კალთაზე გადაუწვენიათ, ყურები დაუზელიათ. ამ კონდუქტორს დაუცლია ავტობუსი. მოუტანა წყალი, წამალი, სასწრაფო გამოიძახა… . სასწრაფოს მანქანაში შევვარდი. მარიკო იწვა, ჟანგბადი მოვხსენი და მინდოდა ხმა გაეცა ჩემთვის. ხმა გამცა და პირველად მაშინ მომეშვა. კონდუქტორს მადლობა კი გადავუხადე, მაგრამ იმ საშინელ წუთებში, ისეთი მადლობა ვერ ვუთხარი, როგორსაც იმსახურებდა. ამიტომ თქვენი მეშვეობით, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ შვილს ასეთი ყურადღება მიაქცია. . მერე გერმანულ ჰოსპიტალში, სამ საათში ყველა ანალიზის პასუხი ხელში მეჭირა და დიდი მადლობა მედ-პერსონალსაც. გამოცდების პერიოდი აქვს და ხომ იცით, რა სტრესულია სტუდენტისთვის ეს დრო. თან კარგი სტუდენტია, პასუხისმგებლობიანი, კარგი გოგოა. . ემოციურია, თან მშიერი იყო, უძინარი… როგორც ჩანს, ავტობუსში ჰაერიც არ იყო და გონება დაკარგა… ასეთ დროს ხვდები, რომ… ყველაფერი უცებ უფერულდება და აზრს კარგავს. ახლა კარგად არის. მადლობა“, - ამბობს წურწუმია. 703 შეფასება არ არის
|