ქანდაკება
მადამ ტუსოში "აბბაც" გამოჩნდა
2012, 7 სექტემბერი, 18:29
ლეგენდარული შვედური პოპ-ჯგუფის „აბბას“ წევრების
ცვილის ფიგურები მალე ლონდონის „მადამ ტუსოს“ მუზეუმში გამოიფინება. როგოც მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, მუსიკოსების ფიგურები იმავე კოსტიუმებში იქნებიან გამოწყობილნი,
რომელიც მომღერლებს ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის „SOS“-ის კლიპში
აცვიათ. მუზეუმში ამა თუ იმ
პიროვნების ცვილის ფიგურის გამოჩენა მათი მსოფლიო აღიარების ნიშანია. წლეულს ჯგუფის პირველი ალბომის გამოსვლიდან 40 წელი სრულდება, სწორედ ამას უკავშირდება „მადამ ტუსოს“ მუზეუმში კვარტეტის წევრების ფიგურების გამოჩენაც.