სხვა იაპონელებმა გიგანტურ ქანდაკებას პირბადე გაუკეთეს 2021, 18 ივნისი, 7:47 ოთხ მუშას სამი საათი დასჭირდა ამ მასიური 5 მეტრიანი და 35 კგ-იანი ნიღბის გასაკეთებლად. 15 ივნისს იაპონელი მუშები ბიდისტი ქალღმერთის ქანდაკებას სახეზე პირბადეს ამაგრებენეს არის უბედურებისაგან მფარველი ბუდისტური ღვთაება გუანინი, იგივე კანონი. მასზე პირბადის მიმაგრება იაპონელებისთვის ნიშნავს ლოცვას კორონავირუსის პანდემიის დასრულებისთვის. 57 მეტრის სიმაღლის თეთრი ქანდაკება 33 წლისაა და მდებარეობს ჰუკოკოჯუი აიზუ ბეტსუინის ტაძარში, ფუკუშიმას პრეფექტურაში. ამ ქანდაკებას მლოცველები ხშირად აკითხავენ, რომელსაც შესთხოვენ ჩვილების უსაფრთხო მშობიარობას და ახალშობილების კურთხევას, ახლა კი პანდემიის დასრულებასაც. ტაძრის მენეჯერის თაკაომი ჰორიგანის თქმით, ქანდაკებაზე ნიღბის გაკეთების იდეა მუშებს გაუჩნდათ მას შემდეგ რაც იგი თებერვალში მიწისძვრის დაზიანების შედეგად აღადგინეს. ჰორიგანმა თქვა, რომ ისინი აპირებენ ნიღაბი მანამდე დაუტოვონ ქანდაკებას, სანამ Covid-19 იქნება იაპონიაში. 46 შეფასება არ არის
|