x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილი ადამიანების ყველაზე სკანდალური ისტორიები, რომელთა შესახებ დღემდე საუბრობენ

ჰოლივუდში სკანდალები მრავლადაა, ბევრ მათგანს ივიწყებენ, ბევრსაც დღემდე იხსენებენ და ახალი ისტორიებით ავსებენ:

1. როდესაც კრის ბრაუნმა რიანა სცემა

2009 წელს, გრემის დაჯილდოების წინა დღეს, კრის ბრაუნმა ისე სცემა იმ დროისთვის შეყვარებული რიანა, რომ მომღერალი საავადმყოფოში მოათავსეს. ინტერნეტში გავრცელდა მიღებული სისხლჩაქცევების და დალურჯებების სურათები, კრის ბრაუნს ძალადობაში დასდეს ბრალი, მან აღიარა დანაშაული, მიიღო ხუთწლიანი გამოსაცდელი ვადა და 1400 საათიანი საზოგადოებრივი სამსახური. ასევე სასამართლომ კრისს აუკრძალა რიანასთან 50 იარდზე (46 მეტრზე) ახლოს მიახლოება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10 წელზე მეტია გასული, კრის ბრაუნს ძალადობას დღემდე არ პატიობენ.

image

2. პამელა ანდერსონის და ტომი ლი ჯონსის ინტიმური ვიდეო

იმ დროისთვის ცოლ-ქმარმა მათი ურთიერთობის ამსახველი ვიდეო გადაიღეს და პირად კომპიტერში შეინახეს, მათ ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ვიღაც ამ ვიდეოს მოიპარავდა და გაასაჯაროებდა.

image

3. ბილ კლინტონის იმპიჩმენტი

42 წლის პრეზიდენტმა რომანი გააბა თეთრი სახლის 22 წლის სტაჟიორთან მონიკა ლავინსკისთან. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტიც და მისი მეუღლეც, ჰილარი კლინტონიც ამ ურთიერთობას უარყოფდნენ, სიმართლე მაინც გამოაშკარავდა და უარყოფასაც უკვე აზრი აღარ ჰქონდა.

image

4. ჯანეტ ჯეკსონის და ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი

მომღერლების საერთო გამოსვლის დროს, ტიმბერლეიკმა შემთხვევით ქალს ის ნაწერი აახია, რომელიც მკერდს უფარავდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალი საერთოდ არაფერში იყო დამნაშავე, მაინც მოუწია თავისი პრომოუშენის დროებით შეჩერება.

imageimage

5. კანიე უესტი და ჯორჯ ბუში

რეპერი კანიე უესტი სტუმრებს შორის ტელეშოუში, რომელიც თანხას აგროვებდა ქარიშხალ “კატრინას" მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის 2005 წელს. მუსიკოსმა სიტყვა დაასრულა შემდეგი ფრაზით: ”პრეზიდენტ ბუშს არ აინტერესებს შავკანიანები”. მოგვიანებით ბუშმა თავის მემუარებში გაიხსენა ეს შემთხვევა, როგორც ერთ – ერთი ყველაზე შეურაცხმყოფელი რამ თავის პრაქტიკაში.

image

6. მელ გიბდსონი და მისი ებრაელებისადმი დამოკიდებულება


ავსტრალიელმა და ამერიკელმა მსახიობმა, კინორეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა მანქანის ნასვამ მდგომარეობაში დაკავების დროს, პოლიციელს ჰკითხა, ხომ არ იყო ის ებრაელი და დაამატა, რომ ებრაელები არიან დამნაშავენი მსოფლიოს ყველა ომში. მსოფლიომ, მიუხედავად გიბსონისადმი გულწრფელი სიყვარულისა, ანტისემიტური განცხადება არ აპატია.

image

7. კიმ კარდაშიანის პირადი ვიდეო

2007 წელს, როდესაც კიმ კარდაშიანი არავის აინტერესებდა და ის უბრალოდ პერის ჰილტონის დამხმარე იყო, ინტერნეტში “შემთხვევით" გავრცელდა მისი და რეპერი რეი ჯეის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო. მიუხედავად იმისა, რომ კარდაშიანი ამ ვიდეოს ყალბად მოიხსენიებდა, სიმართლის აღიარება მაინც მოუწია. სწორედ ეს ვიდეო გახდა პრესის ყურადღების მიზეზი და შემდგომში უკვე “საკულტო" რეალითი შოუს ჩამოყალიბების საფუძველიც, რომელმააც მთელი კარდაშიანების კლანი მილიონერებად და მილიარდერებად აქცია.

image

8. კანიე უესტის სკანდალი დაჯილდოებაზე

2009 წელს მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მიიღო MTV-ს ჯილდო საუკეთესო მომღერალი ქალის მუსიკალური ვიდეოსთვის. რეპერი იმდენად იყო აღშფოთებული სვიფტის გამარჯვებით, რომ სცენაზე ავიდა და განაცხადა, რომ ჯილდო ბიონსეს უნდა მიეღო დ არა მას. ამის შემდეგ კანიე თავაზიანად გაიყვანეს დარბაზიდან.

image

9. ვუდი ალენის დადანაშაულება გაუპატიურებაში

2014 წელს ცნობილ კინორეჟისორს შვილობილმა, დილან ფეროუმ ბრალი დასდო მასზე ბავშვობაში ძალადობის გამო. თავად ალენი დანაშაულს არ აღიარებს და მას ყოფილ ცოლს, მია ფეროუს უკავშირებს, რომელსაც ასევე მეორე შვილობილის გამო დაშორდა, რომელზეც დაქორწინდა კიდეც.

image










0
296
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0