x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
ნიგოზი სასარგებლოა, მაგრამ იმის გამო, რომ მოხმარების წესი არ ვიცით, ორგანიზმი თითქმის ვერაფერს იღებს!

კაკალი – ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მაგრამ, უმრავლესობამ მისი სწორედ მოხმარების წესი არ იცის და საბოლოო ჯამში, სასარგებლო თხილეულის ან კერძის ნაცვლად, მხოლოდ გემრიელობით მიღებული სიამოვნება გვრჩება, რადგან ნიგოზის პირდაპირ მოხმარების შემთხვევაშო, ჩვენი ორგანიზმი მისი სასარგელო მინერალების და ვიტამინების მხოლოდ მცირე ნაწილს ითვისებს. თუმცა, მოხმარების წინ, უმარტივესი პროცედურის ჩატარების შემთხვევაში, ნიგოზი მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოც იქნება.


image


პირდაპირ მოხმარების დროს, რატომ არ ხდება, მისი სასარგებლო ელემენტების სრულად ათვისება


საქმე იმაშია, რომ კაკლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცის. მაგრამ, მისი სარგებლობის ფაქტს, ცოტა თუ უღრმავდება... მის შემადგენლობაში სპილენძის, ფოსფორის, ვიტამინი B6, მელატონინის და კატექინების გარდა, ფიტინის მჟავაც არის, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, მას ამ სასარგებლო ნივთიერების უდიდესი ნაწილის ათვისების უფლებას არ აძლევს – ხელს უშმის სისხლს რკინის, კალციუმის, თუთიის და მაგნიუმის შეწოვაში, რომლებიც ნიგოზი მდიდარია.

გამოდის, რომ ნიგოზს, მოხმარებამდე, ფიტინის მჟავა უნდა მოვაცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მხოლოდ უსარგებლო კი არ აღმოჩნდება, მისი სისტემატურად მოხმარების შემთხვევაში, ორგანიზმში სასიცოცხლო მიკროელემენტების დეფიციტი შეიქმნის, რითაც ზიანს მიაყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.


კაკალი ნამდვილად სასარგებლო რომ იყოს...


იმისთვის რომ ნიგოზი სასარგებლოც იყოს და ზიანიც არ მოგვაყენოს, მოხმარების წინ, მისი დალბობა არის საჭირო.

ნიგოზი მოათავსეთ ემალირებულ თასში, იმდენი წყალი დაასხით, რომ სრულად დაფაროს და გააჩერეთ 5-8 სთ. ეს დრო სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ფიტინის მჟავა სრულად დაიშალოს. ხოლო, დალბობის შემდეგ, ნიგოზი გამდინეარ წყლით უნდა გაირეცხოს. ამის შემდეგ, გასაშრობად, სამზარეულოს ტილოზე დააწყეთ.

ამ უმარტივესი პროცედურის შემდეგ, მხოლოდ აქტივირებული ნიგოზი კი არ მიიღება, – მისი საგემოვნო თვისებებიც გაუმჯობესდება. გარდა ამისა, ის არანაირ პრობლემას არ შეუქმნის საჭმლის მომნელებელ სისტემას.

აქვე უნდა აღინეშნოს, რომ მსგავსი პროცედურის ჩატარება, ნებისმიერი თხილეულის და პარკოსნების მიმართ შეიძლება. დალბობის შემდეგ, ასეთი პროდუქტი ბევრად უფრო სასარგებლო ხდება, რადგან როგორც კაკლის შემთხვევაში, მათ შემადგენლობაში ფიტინის მჟავა აღარ იქნება.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. რაზე ოცნებობდა ფილმის – «სამი კაკალი კონკიასათვის» ვარსკვლავი და ვინ გახდა მისი ცხოვრების ნამდვილი პრინცი
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ

3. ვისთვის და რატომ არ შეიძლება გარგარი. მისი დღიური ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის

4. ალექსანდრიას კატაკომბები — მიწისქვეშეთის ნამდვილი საოცრება

5. ამერიკაში ვეშაპმა მამაკაცი გადაყლაპა
6. 80 წლის შემდეგ – როგორი იქნება ჩვენი პლანეტა საუკუნის ბოლოს

3
1439
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1439
  
0 1 3