x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩვენთან ახალგაზრდა ქალმა დაბღვერილმა უნდა იაროს, შუბლზე აწერია, არ მომეკაროთო?!-ლიზა ვადაჭკორია

image"გოგოს პატარაობიდანვე თავში ვუბეჭდავთ, რომ მკაცრი და სერიოზული უნდა იყოს. მერე ეს გოგონა ოჯახს შექმნის და ქმარს უკვირს, რატომ არ არის მისი ცოლი უკომპლექსო და სექსუალური? ასეთი ქალი ვერასდროს იქნება მიმზიდველი თავისი მეუღლისთვისაც კი"

ლამაზად რომ გამოიყურებოდე, საკუთარი გულით უნდა დაიწყო, სხვაგვარად ვერანაირი კოსმეტიკა ვერ გიშველისო, ამბობდა დაუვიწყარი კოკო შანელი. ამ მოსაზრების მომხრეა ჩვენი სტუმარი, ­ ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია:

- ადამიანის გარეგნობა ხშირად გენეტიკის დამსახურებაა. ჩემი მშობლები ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ.


- წონას როგორ ინარჩუნებთ?
- ცოტას ვჭამ, თან 3-საათიანი შუალედებით.
ხშირად მანქანას შინ ვტოვებ და სამსახურამდე ფეხით მივდივარ. აუცილებელი არ არის მუდმივად დიეტაზე იყო და იტანჯებოდე. მე მსგავსი სტერეოტიპების მოწინააღმდეგე ვარ: სადღაც ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ქალს დაბერილი ტუჩები, ფართო წარბები, აპრეხილი ცხვირი უნდა ჰქონდეს და აუცილებლად გამხდარი უნდა იყოს, მაგრამ ადამიანი სხვას რატომ უნდა დაემსგავსოს? ამას წინათ გადაცემა ვნახე, სადაც­ შორენა და კესარია ისხდნენ, ვუყურებდი და ვერ ვარჩევდი, რომელი იყო შორენა და რომელი კესარია, ერთმანეთს ტყუპივით ჰგავდნენ! არ შეიძლება ადამიანებს ერთნაირი ცხვირი, ტუჩები და ნაკვთები ჰქონდეთ. ანჯელინას პაროდიები დააბიჯებენ მთელ მსოფლიოში...
არც ინექცია მიკვირს და არც ბოტოქსი, ჭარბი წონა რომ მაწუხებს, დიეტას ვიწყებ, მაგრამ ვიღაცის ასლი გავხდე, აზრადაც არ მომივა.
როცა ქალი კეთილგანწყობილი და ხალისიანია, მამაკაცებში მეტ სიმპათიას იწვევს. რამდენჯერ ჩემ ირგვლივაც ყოფილა ასეთი შემთხვევა: გოგონა სულაც არ ყოფილა კლასიკური სილამაზის, მაგრამ მის გარშემო უამრავი თაყვანისმცემელი ტრიალებდა. რატომ? - ის სითბოს, სიკეთეს ასხივებდა და ყველას იზიდავდა. სწორედ ამას ჰქვია­ ქალური შარმი, ქარიზმა. ხშირად უკვირთ, რატომ ხდება, რომ ერთი ლამაზია და უბედური, მეორე - არც ისე ლამაზი და მაინც კარგად აქვს ცხოვრება აწყობილი. როცა ადამიანი ჩამქრალი და მოსაწყენია, მასთან ურთიერთობას ყველა ერიდება.
image

უცხოეთში ყოფნისას ყველაზე მეტად იცით, რა მომწონდა? - იქ ძალიან უყვართ გაღიმება. უცხო ადამიანსაც კი ხელს დაუქნევენ, გაუღიმებენ. არა აქვს მნიშვნელობა გიცნობენ თუ არა. ჩვენთან რა ხდება? - გოგომ თუ გაგიღიმა, ესე იგი, "რაღაცას" ფიქრობს... ჩვენთან ახალგაზრდა ქალმა დაბღვერილმა უნდა იაროს, შუბლზე აწერია, არ მომეკაროთო?! გოგოს პატარაობიდანვე თავში ვუბეჭდავთ, რომ არავის დაელაპარაკოს, რომ მკაცრი და სერიოზული უნდა იყოს. მერე ეს გოგონა ოჯახს შექმნის და ქმარს უკვირს, რატომ არ არის მისი ცოლი უკომპლექსო და სექსუალური? როგორ იქნება, როცა ბავშვობიდან ჩასჩიჩინებდნენ, არსად გაიხედო და არავის გაუღიმოო?! ასეთი ქალი ვერასდროს იქნება მიმზიდველი თავისი მეუღლისთვისაც კი... გააგრძელეთ კითხვა
0
261
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0