x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ჰიპოთეზა: "უცხოპლანეტელები" როზუელიდან საიდუმლო ექსპერიმენტების შედეგად დასახიჩრებული ადამიანები იყვნენ

image

1947 წელს, ამერიკის შტატ ნიუ-მექსიკოში, ქ.როზუელთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ორი პოპულარული ვერსია არსებობს: ამოუცნობი მფრინავი ობიექტის კატასტროფა (ეკიპაჟიანად) და საიდუმლო სადაზვერვო ზონდის ავარია. მაგრამ არის სხვა ჰიპოთეზებიც.

აწ გარდაცვლილი ამერიკელი მწერალი, კეტი კასტენი, ამოს თავგამოდებული მკვლევარი იყო, ამასთან მტკიცედ სწამდა, რომ 1947 წლის ამოს ავარია, სინამდვილეს არ წარმოადგენდა. მისი სიტყვებით, ის, რაც ნიუ-მექსიკოს შტატში მოხდა, სინამდვილეში კავშირი ჰქონდა სამთავრობო საიდუმლო ექსპერიმენტებთან ადამიანებზე.

თავდაპირველად, კასტენს ამის შესახებ ცოტა ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ 1994 წ. შეხვდა წყაროს, რომელიც მის ჩანაწერებში მოხსენიებულია, როგორც "დენი". "დენისგან" მან დიდი რაოდენობით ინფორმაცია მიიღო. ამის შემდეგ კეტი ნამდვილ პარანოიკად იქცა. იგი ეჭვობდა (საფუძვლიანად), რომ უთვალთვალებდნენ და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. იგი დარწმუნებული იყო, რომ მისი ტელეფონი ისმინებოდა, აგრეთვე მოულოდნელად გაქრა მისი ზოგიერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, კეტი კასტენმა თავისი შიშები სხვა ამერიკელ უფოლოგს-ნიკ რედფერნომს გაუზიარა. მან ტელეფონის შესახებ მოუთხრო და უთხრა ისიც, რომ ვიღაცამ მისი ფოსტის მისამართი გააყალბა, რათა კეტისთვის განკუთვნილი წერილები მიეღო. ურეკავდნენ აგრეთვე ანონიმურად და ემუქრებოდნენ, რომ შეეწყვიტა როზუელის საქმის ქექვა.

თავის წიგნში "ადამიანები შავებში" (გამოვიდა 2015 წ.) რედფერნი მათ შორის ყვება კეტი კასტენისა და მისი შემთხვევის შესახებ.

დაუბრუნდეთ ინფორმატორ "დენის". 1980 წელს გამოვიდა ბერლიტცი-მურას წიგნი "როზუელის ინციდენტი", სადაც აღწერილია ზოგიერთი უცნაური მოვლენა, რომელიც ადრე არ გამოქვეყნებულა. როცა "დენიმ" წაიკითხა ეს წიგნი, მას ერთი ისტორია გაახსენდა, რომელიც ადრე დედისგან სმენოდა.

იმ დროს, როცა "დენი" მოზარდი გოგონა იყო და ძალიანაც არ სჯეროდა მოსმენილი ისტორიის, წიგნის წაკითხვის შემდეგ, მიხვდა, რომ ეს შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო. "დენის" დედის სიტყვებით, ეს მას მოსმენილი გქონდა თავისი დეიდაშვილისგან, რომელიც რაღაც მომენტში მონაწილეობას იღებდა კოსმოსში გაფრენის საწყისი პროგრამის მომზადებაში. 1940-იანი წლების ბოლოს ეს ქალი გადიოდა სამედიცინო შემოწმებას ნიუ-მექსიკოს შტატის სამხედრო ჰოსპიტალში და იქ ნახა "დასახიჩრებული" ადამიანი-მამაკაცი, ბავშვის სიმაღლის, რომელსაც დიდი, გაბერილი თავი ჰქონდა, თითქოს ჰიდროცეფალიის შედეგად (ჰიდროცეფალია ანუ წყალმანკი-პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხე. ავტ.) და რომელიც გონებრივად ჩამორჩენილი იყო. ამასთან ცნობილი იყო, რომ ეს ადამიანი, კატასტროფის შემდეგ, ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი იყო რომელიღაც მფრინავი ობიექტისა, რომელიც შორიახლოს ჩამოვარდა.

imageშენობა ფორტ-სტენტონის ყოფილ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე

1994 წ. როცა "დენიმ" ეს ისტორია კეტი კასტენს მოუთხრო, მან უკვე იცოდა როზუელის ინციდენტის შესახებ და ბევრი რამ ამ მოვლენებიდან, რაც დედამისის დეიდაშვილმა ნახა სამხედრო ჰოსპიტალში, ემთხვეოდა. კერძოდ, ის დასახიჩრებული მამაკაციც რანჩოზე ნახეს (სავარაუდოდ ფოსტერის რანჩოზე, როგორც ეს "ამოს კატასტროფა როზუელში" შემთხვევაშია).

კეტი კასტენის მიხედვით, ყველაფრიდან გამომდინარე, ის სამხედრო ჰოსპიტალი, რომელზეც საუბარი იყო, მდებარეობდა ფორტ-სტენტონის ყოფილ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რომელიც ყველაზე ახლოსაა ფოსტერის რანჩოსთან. რაც შეეხება ეკიპაჟის სხვა წევრებს, ვის შემადგენლობაშიც "დასახიჩრებული" ადამიანი შედიოდა, "დენის" დეიდას გაგონილი ჰქონდა, რომ მათი გვამები მიიტანეს არდასახელებული როზუელის სამხედრო ბაზაზე.

შემდეგ წყარომ გაარკვია, რომ "დასახიჩრებულ" ადამიანს ჰქონდა ხერხემლის სერიოზული დაზიანებები, განსაკუთრებით კისრის არეში, ჰქონდა სხვა ტრავმებიც. ყველაფერმა ამან ერთობლიობაში გამოიწვია პაციენტის რამდენიმე დღეში გარდაცვალება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ "დენის" დეიდამ შეიტყო, რომ ამ ადამიანის ცხედარი ძალიან მალე, ამასთან საიდუმლოდ დაკრძალეს, იმავე ფორტ-სტენტონის ტერიტორიის სამხედრო სასაფლაოზე.

image

საინტერესოა ის ცნობები, რისი გაგებაც ამ ბაზის შესახებ მოახერხა გამომძიებელმა მარტინ კენონმა. მან გაარკვია, რომ ფორტ-სტენტონის ბაზის გვერდით, ჯერ კიდევ ესპანეთ-ამერიკის ომის (1898წ.) დროიდან, მოწყობილი იყო სამხედრო ჰოსპიტლის შენობა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი აქ სამკურნალოდ აგზავნიდნენ ამერიკელ ჯარისკაცებს, სხვადასხვა ფსიქოლოგიური ავადმყოფობებით და კანტუზიებით.

"დენის" მონაყოლის შემდეგ კეტი კასტენი გაემგზავრა ფორტ-სტენტონის ძველი სამხედრო სასაფლაოს ადგილზე და დაათვალიერა. აღმოაჩინა, რომ 1947 წლიდან 1951 წლამდე პერიოდში იქ დაკრძალული იყო უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ადამიანი. ხომ არ არიან ისინი საიდუმლო ექსპერიმენტების მსხვერპლნი?

image"როზუელის უცხოპლანეტელი". ინსტალაცია მუზეუმში







იხილეთ შემდეგი სტატიები:






მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


მეცნიერები მთვარეზე დედამიწის მილიონობით ორგანიზმების დნმ-ის სარეზერვო საცავის მშენებლობას გეგმავენ

image


დროში დაკარგული: რუდოლფ ფენცის უცნაური ისტორია


image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


კოლუმბიაში, ერთდროულად ორმა კამერამ გადაიღო ქალის (წინა საუკუნის ჩაცმულობით) გაუჩინარება (ვიდეო)

image


აღმოჩენილი უძველესი "გენეტიკური დისკი", რომელზეც ადამიანის დაბადების პროცესია გამოსახული და სხვა არტეფაქტები

image


საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს

image


ნაპოვნი ბროლის კოსმონავტი, რომელიც არ ჯდება ოფიციალური მეცნიერების ჩარჩოებში

image


ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს

image


ანტარქტიდის გამოცანა: შუქი სავარაუდო ლუკიდან გამოდიოდა? და გვირაბის თავზე მდებარე გაყინული ტბების დნობა(ვიდეო)

image


ვარსკვლავებიანი ცის რუქა ეგვიპტურ აკლდამაში: შეცდომა თუ საიდუმლო ცოდნა?

image








0
525
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
525