კინო რაზე ოცნებობდა ფილმის – «სამი კაკალი კონკიასათვის» ვარსკვლავი და ვინ გახდა მისი ცხოვრების ნამდვილი პრინცი 2021, 14 ივნისი, 8:58 ![]() ფილმში – «სამი კაკალი კონკიასათვის» მთავარი როლის შესრულების შემდეგ, ლიბუშე შაფრანკოვა მილიონობით გოგონას მიბაძვის ობიექტი გახდა, ხოლო თანატოლი ბიჭები მას სიყვარულს წერილებით უხსნიდნენ. ზღაპრის ეკრანებზე გამოსვლიდან, 3 წლის შემდეგ, მის ცხოვრებაშიც მართლაც გაჩნდა ნამდვილი პრინცი. თავად მსახიობი კი, ყველანაირად ცდილობდა, რომ თავი და საკუთარი ოჯახი, საზოგადოების მეტისმეტად მოჭარბებული ყურადღებისგან დაეცვა. ბოლო წლებში მას მეტად რთული პერიოდი დაუდგა – ის მამაცურად იტანდა ტკივილს და სასოწარკვეთას ებრძვოდა. მაგრამ, ამა წლის 9 ივნისს ლიბუშეს ზრაპარი დასრულდა... ოცნების კვალდაკვალ ![]() ლიბუშე 1953 წლის 7 ივნისს ბრნიში (ჩეხეთი) დაიბადა და თეატრისადმი სიყვარული, მემკვიდრეობით, მამისგან ერგო, რომელიც სამოყვარულო წარმოდგენებში მონაწილეობას, ყოველთვის სიამოვნებით ღებულობდა. ხოლო დედა, სამკერვალო ტექნიკუმში დიზაინის მასწავლებელი იყო და ქალიშვილს კარგი გემოვნება და ლამაზი ნივთების სიყვარული გადასცა. ![]()
![]() სკოლის შემდეგ, ლიბუშმა ბრნოს სახელმწიფო კონსერვატორიის დრამის ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის დასრულების შემდეგ კი, ის მახენოვეს თეატრის დასის წევრი გახდა, სადაც მისი ერთ–ერთი პირველი როლი, შექსპირის ჯულიეტა იყო. ნამდვილი პრინცესა ![]() ზღაპრის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მის და პაველ ტრავნიჩეკის რომანზე ალაპარაკდნენ, რომელიც ფილმში პრინცის როლს ასრულებდა. პაველმა მოგვიანებით აღიარა, რომ მას მართლაც უყვარდა ლიბუში და თითქოს მასაც ჰქონდა მისადმი სიმპათია... თუმცა, მათი სიყვარულის ისტორია არ შედგა. ხოლო, «მესამე პრინცის» (1982 წ.) შემდეგ, რომელიც მათი კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი იყო, ისინი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზეც კა არ შეხვედრიან. ![]() საკუთარ პრინცს ლიბუშე შაფრანკოვა პრაღაში, «დრამატული კლუბის» თეატრში შეხვდა, – იმ დასშიც, რომელშიც ირიცხებოდა და კინოგადაღებებს შორის, თავისუფალ დროს მუშაობდა. თეატრის წამყვანი მსახიობი იოზეფ აბრაჰამი მასზე 13 წლით უფროსი იყო და ლიბუშისთვის დიდ და ნათელ სიყვარულზე ოცნების განხორციელება გახდა... ![]() ჩეხი მაყურებლისთვის ეს წყვილი ნამდვილი, სუფთა სიყვარულის, გაგების და სრულყოფილი ჰარმონიის სიმბოლო გახდა. მათ ერთად 45 წელი იცხოვრეს და ერთმანეთის გარეშე ერთი დღის გატარებაც არ შეეძლოთ. ბოლო წლებში, ისინი ფილმში გადაღებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდნენ, თუ ორივეს ერთად იწვევდნენ. თანამშრომლები და მეგობრები ყოველთვის ამბობდნენ, რომ მათზე ჰარმონიულ წყვილს არ იცნობდნენ. ისინი მთლიანად ერთმანეთს ეკუთვნოდნენ და ყოველთვის ერთი მიმართულებით იყურებოდნენ. 45 წლის ერთობლივი ცხოვრების შემდეგაც კი, ლიბუშეს და იოზეფს ერთმანეთისადმი სიყვარულის გრძნობა არ განელებიათ. მეუღლეები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ პირად ცხოვრებაში არავინ შემოეშვათ, საჯაროობას ერიდებოდნენ. ხოლო, ინტერვიუებში, რომსლსაც არც ისე ხშირად იძლეოდნენ, მხოლოდ შემოქმედებაზე საუბრობდნენ. ვერაგი მტერი
![]() მაგრამ, დაავადება რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა... ბოლო წლებში, მსახიობი მეტად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ის სახლიდან თითქმის არ გადიოდა და თითქოს, გარე სამყაროსთან კავშირი გაწყვიტა. ცოტა ხნის წინ კი, ერთ–ერთ გამოცემაში მსახიობის ფოტო გამოჩნდა, მეუღლესთან და შვილთან ერთად, ონკოლოგიური საავადმყოფოს ფონზე და თაყვანისმცემლებმა სოციალურ ქსელებში განგაში ატეხეს. ლიბუშემ შეწუხებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და თაყვანისმცემლების დამშვიდებას შეეცადა – გამოაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობდა და რომ საავადმყოფოში კი არა, სახლში იყო. ის ტკივილს და დამქანცველ პროცედურებს მამაცურად იტანდა, არასდროს დანებებულა... მან ნემსის გაკეთებაც კი ისწავლა და საჭიროების შემთხვევაში, ყველა პროცედურას თავად იტარებდა. ის თავგანწირვით იბრძვოდა და იმედი ჰქონდა, რომ ავადმყოფობას ამჯერადაც აჯობებდა, მაგრამ ის მასზე ძლიერი აღმოჩნდა. ![]() 2021 წლის 7 ივნისს მსახიობს 68 წელი შეუსრულდა, ხოლო 2 დღის შემდეგ, ყველაზე ლამაზმა კონკიამ თვალები სამუდამოდ დახუჭა… ფილმი «სამი კაკალი კონკიასთვის» ჩეხეთში ХХ საუკუნის საუკეთესო ზღაპრად აღიარეს. ხოლო, მსახიობები, რომლებმაც ფილმში მთავარი როლები შეასრულეს, მხოლოდ ბავშვებისთვის კი არა, სრულიად ჩეხეთის მოსახლეობის კერპები გახდნენ. არხის სხვა სიახლეები:1. «შავი კონტინენტის» თეთრი ცივილიზაცია, რომელმაც სახელი ჯერ კიდევ 2500 წლის წინ გაითქვა 3. ვისთვის და რატომ არ შეიძლება გარგარი. მისი დღიური ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის 4. როგორ ცხოვრობს დღეს სსრ კავშირიდან გაქცეული «გოგონა წითელ ბიკინში» 5. ჩვენი წინაპრების საიდუმლო ცოდნა — ხელოვნური ინტელექტი შუა საუკუნეებში 616 5-ს მოსწონს
|