x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
3 მითი ჯანსაღი კვების შესახებ, რომელიც წონის დაკლებაში ხელს გვიშლის

ჩვეულებრივ, ადამიანების უმრავლესობა, ძველ მითებს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე თანამედროვე სამეცნიერო კვლევის შედეგებს და ეს დამოკიდებულება, ჯანსაღი კვების სფეროსთვისაც აქტუალურია.


image


ექსპერტებმა დაასახელეს 3 ძირითადი მითი, რომელიც წონის ნორმაში მოყვანაში გვიშლის ხელს.


I. ითვლება, რომ წონის დაკლებისთვის, მეტად მნიშვნელოვანი კალორიების დაბალანსება არის — ანუ ადამიანი დარწმუნებულია, იმისთვის რომ გახდომისთვის გაწეულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს, იმაზე მეტი კალორია უნდა დახარჯოს, ვიდრე საკვებიდან მიიღო. რეალურად, ყველაფერი უფრო რთულად არის. მართალია, კალორიების დეფიციტმა, შეიძლება, წონის შემცირება გამოიწვიოს, მაგრამ არის რიგი ფაქტორები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია:

მაგ., ჭარბი წონის მიზეზი, შეიძლება, ჰორმონალური დარღვევები, მეტაბოლიზმის ინდივიდუალური მახასიათებლები, მემკვიდრეობითი ფაქტორები, ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება იყოს — რაც წონის დაკარგვის სიჩქარეს და ეფექტურობას განსაზღვრავს. შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ კალორიების დეფიციტის ფონზე, ადამიანმა წონაში მართლაც დაიკლოს, მაგრამ ასეთი გახდომა, ძალიან ძვირად დაჯდეს — დაკარგული კილოგრამების საფასურის გადახდა, ჯანმრთელობის დაკარგვის ფასად მოხდეს.

II. კიდევ ერთი, ფართოდ გავრცელებული მითი — საუზმის აუცილებლობას ეხება. თანამედროვე კვლევებით, ეს მოსაზრებ არ დასტურდება — ვიღაცისთვის მართლაც უმჯობესია, რომ საუზმე არ გამოტოვოს, სხვა კი, უფრო ეფექტურად და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე, წონაში, საუზმის გარეშეც იკლებს.

III. ზოგიერთი ადამიანი იმდენად არის შეპყრობილი ცხიმიან საკვებზე უარის თქმით, რომ მეტად სახიფათო დიეტებს მიმართავს. ხოლო, მეცნიერები, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი დიეტა, რომელიც მდიდარია ცხიმიანი პროდუქტებით, უფრო შედეგიანიც კი არის, ვიდრე შეიძლება, სრულიად უცხიმო დიეტა იყოს.

imageimageimageimageimageimageimage






0
157
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0