x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
პოპულარული მითები, რომლებისაც დღემდე სჯერათ, მაგრამ სინამდვილე არ არის

არსებობს მითები, რომლისაც ბავშვობიდან გვჯერა, მაგალითად, ზამთარში ქუდის გარეშე თუ გავალთ გარეთ, მენინგიტი დფაგვემართება და ა. შ. წარმოგიდგენთ პოპულარულ მითებს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება:

1. ალკოჰოლი ათბობს- ეს არანაირად არაა სიმართლე. სისლძარღვების გაფართოებით სასმელი ჯერ ქმნის “თბილი კანის" ეფექტს, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით, შემდეგ სხეულის ტემპერატურა ისევ ეცემა.

image

2. ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებენ- სამწუხაროდ, ესეც არაა სინამდვილე. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის დროსაც, თითქმის მთელი ტვინი მუდმივად მუშაობს.

image

3. ევერესტი ყველაზე მაღალი მთაა მსოფლიოში- ეს სიმაღლე იზომება დედამიწის მწვერვალამდე და არა ზღვის დონიდან მწვერვალამდე, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთა იქნებოდა მაუნა კეა (10, 210 მეტრი) ჰავაიზე. მისი უმეტესობა უბრალოდ წყლის ქვეშ იმალება.

image

4. საღეჭი რეზინი შეიძლება ნაწლავებზე დაეწებოს- სინამდვილეში, ის გარეთ სხვა დანარჩენთან ერთად გამოვა.

image

5. შავი ხვრელები არის კოსმოსში არსებული ხვრელები- ეს არ არის სიმართლე. სინამდვილეში, შავი ხვრელები არაა ცარიელი სივრცე, არამედ მატერიის გიგანტური დაგროვება, იმდენად მკვრივი, რომ მისი ძლიერი გრავიტაციული ძალა სინათლეზეც კი მოქმედებს.

image

6. ხარებს წითელი ფერი აღიზიანებთ- სინამდვილეში, მათთვის სულ ერთია რა ფერის ნაჭერს ააფრიალებთ მის წინაშე. მასზე ადამიანის მოქმედებები და მოძრაობები იწვევს აგრესიას.

image

7. ტუალეტის კარის სახელური არის მიკრობების გამრავლების საფუძველი- არიზონას უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, სახცელური ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული ადგილია მთელ ოთახში. ბაქტერიების უმეტესობას მოსწონს ტენიანი და თბილი ადგილები, ამიტომ ისინი დიდხანს ვერ გადარჩებიან მასზე.

image

8. ელვა ერთსა და იმავე ადგილს ორჯერ არ ეცემა-ეს არ არის სიმართლე. არ არსებობს ფიზიკური, მეტეოროლოგიური, გეოგრაფიული ან გეოლოგიური მიზეზი, რის გამოც ელვა ერთსა და იმავე ადგილას მრავალჯერ ვერ დაარტყამს. ამის მაგალითია ეიფელის კოშკის ან Empire Sate Building- ის შენობები, რომლებსაც ყოველწლიურად ბევრჯერ ეცემა ელვა.

image

9. ახალი ბოსტნეული უკეთესია, ვიდრე გაყინული- ეს არ არის სიმართლე. უახლესი კვლევის თანახმად, გაყინული ბოსტნეული ისეთივე ღირებულია, როგორც ახალი. უფრო მეტიც, ხშირად ხდება, რომ გაყინულ ბოსტნეულში უფრო მეტი ვიტამინი ინახება, ვიდრე ახალში, რადგან ამ უკანასკნელს ძალიან დიდი დრო სჭირდება მაღაზიის თაროებზე მისასვლელად და შესაბამისად თავის “ღირსებებსაც" კარგავს.

image

10. ნახშირწყლების გამო ვსუქდებით- საქმე იმაშია, თუ რა სახის ნახშირწყლები შეიძლება იყოს საზიანო. რთული ნახშირწყლები (მთელი მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული) ჯანსაღია. უბრალო ნახშირწყლები ბევრი თეთრი შაქრით კი საზიანოა.

image

11. სითბოს უმეტესობას თავიდან ვკარგავთ- ეს მითია. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სითბოს მხოლოდ 7-10 პროცენტი იკარგება თავის არედან. სინამდვილეში, სითბო თანაბრად იფანტება ჩვენი სხეულის ყველა ღია ნაწილიდან - ხელებიდან, თითებიდან, კისრიდან და ა.შ.

image












0
574
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0