რელიგია ნეოლიბერალებისგან ანუ ახალი ბოლშევიკებისგან ეკლესიის წინააღმდეგ აგორებული ისტერია- მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი 2021, 8 ივნისი, 10:22 მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო აგორებულ სკანდალს სოციალური ქსელში ეხმაურება და წერს:
ის სრული ისტერია, რაც ნეოლიბერალებისგან ანუ ახალი ბოლშევიკებისგან არის წამოსული ეკლესიის წინააღმდეგ ყოვლად წარმოუდგენელ ფაზაში შევიდა და გაუგონარი სახე მიიღო.პროპაგანდისტული სიცრუის მანქანება, რომელიც მასმედიის საშუალებით ხორციელდება მუდმივად და გეგმაზომიერად ცდილობს ჩვენს საზოგადოებაში შეიტანოს გაუგებრობა, ხალხს ეკლესიისადმი გაუჩინოს უნდობლობა და შელახოს მისი ავტორიტეტი.არ საუბრობენ იმ მამობრივ მზრუნველობასა და ღვაწლზე რაც მეუფე სპირიდონმა მრავალი წლის განმავლობაში გასწია აღსაზრდელების მიმართ და დაუდასტურებელ “სავარაუდო “დარღვევებზე გვესაუბრებიან. ამით აშკარა ხდება მათი მიზნები და მომავალი გეგმები. გვჯერა რომ უფალი ყველაფერს ნათელს მოჰფენს და სამართლიანობა იზეიმებს!
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისოპოსი
გიორგი. 07.06.2021.
შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები ამ დრომდე მუშაობენ, დღეის მდგომარეობით პანსიონიდან გამოყვანილია 20 არასრულწლოვანი, მათ შორის 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კურატორობის ქვეშ მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებმა სამართალდამცველ ორგანოებს მხოლოდ პანსიონიდან წასვლის შემდეგ მიმართეს.
პანსიონს, სადაც დაახლოებით 50 აღსაზრდელია, ეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს, რომელმაც მანამდე რამდენჯერმე უთხრა უარი სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის წარმომადგენლებს პანსიონში შესვლაზე.
ასევე იხილეთ
228 2-ს მოსწონს
|