x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
როგორ გამოიყურება 73 წლის ამაზონელი ზულა "კონანიდან"? თვალებს არ დაუჯერებთ!
image


ბევრ თქვენგანს ალბათ, ემახსოვრება ექსტრავაგანტური გარეგნობის მქონე ცნობილი იამაიკელი მოდელი, მომღერალი და მსახიობი გრეის ჯონსი. მან მსოფლიო პოპულარობა თავისი საოცარი ხმის ტემბრის გარდა, ასევე ისეთ ფილმებში მონაწილეობითაც მოიპოვა, როგორებიცაა - "ხედი მკვლელობაზე" და "კონანი გამანადგურებელი".


image


გოგონა ბრიტანეთის მიერ კოლონირებულ იამაიკაში 1948 წლის 19 მაისს, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა, რომელიც ასევე პოლიტიკითაც იყო დაკავებული. ჯონსი საკმაოდ მკაცრ პირობებში იზრდებოდა.


image


გრეისი ბავშვობის ასაკიდან მუდამ დესპოტი მამის კონტროლის ქვეშ იყო. ის აკეთებდა ყველაფერს, რათა გოგონას საკუთარი ოჯახი არ "შეერცხვინა", ამიტომ მან შვილს სიმღერაც კი აუკრძალა, რადგან თვლიდა, რომ მის ხმას მხოლოდ უფლის სადიდებლად უნდა ეჟღერა.


imageimage


ჯონსი საკუთარ მძიმე ბავშვობას ყოველთვის სევდით სავსე იხსენებდა, ასე გრძელდებოდა მამის მკაცრი კონტროლის ქვეშ ცხოვრება წლების განმავლობაში მანამ, სანამ ისინი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ნიუ - იორკში არ გადავიდნენ. იქ კი, 13 წლის ასაკში, გოგონა თავის მასწავლებელთან ერთად ჰიპების ფესტივალზე გაიპარა, რის შემდეგაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.


imageimage


18 წლის ასაკში მან მამის დირექტივების შესრულებაზე უარი თქვა და სამუშაოდ სამოდელო ბიზნესში წავიდა. თავისი უჩვეულო გარეგნობის გამო, გრეისი პოპულარული მალევე გახდა, მისი ხილვა პარიზის პოდიუმებზე სულ უფრო ხშირად იყო შესაძლებელი.


imageimageimageimage


ცოტა ხნის შემდეგ, გრეისის როგორც ნიჭიერი მომღერლის შესახებ ყველამ გაიგო, რასაც კინოში მისი დებიუტიც მოჰყვა.


imageimageimage


მრავალმილიონიანი საზოგადოების სიყვარულის მოპოვება მან არამარტო თავისი საოცარი ნიჭით, არამედ საკუთარი პიროვნების გარშემო აჟიოტაჟის შექმნის უნარის წყალობითაც შეძლო. გრეისი მამაკაცის კოსტიუმებს ატარებდა და აცხადებდა, რომ მასში მამაკაცური თვისებები ქალურთან შედარებით არანაკლები იყო. მკვეთრმა ტუჩსაცხმა, ხასხასა რუჟმა და მამაკაცურმა იმიჯმა გრეისი მე - 20 საუკუნის ბოლოს ყველაზე საყვარელ "სტილის ხატად" აქცია.


imageimageimage


ასე მოაწყო მან თავისი ცხოვრება და, როგორც ჩანს, წარმატებითაც. ჯონსი ახლა 73 წლის არის და ალბათ დამეთანხმებით, რომ თავისი ასაკისთვის ის მართლაც მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება.


image

ახლა კი, გთავაზობთ გრეის ჯონსის მიერ შესრულებულ ერთ - ერთ საოცარ მისიკალურ კომპოზიციას, რომელიც ვერცერთ თქვენგანს გულგრილს ვერ დატოვებს.
























0
947
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
947