ისტორია 10 ქვეყანა, რომელთა დაპყრობაც თითქმის შეუძლებელია! 2021, 4 აგვისტო, 17:35 ომი არასოდეს ყოფილა გასართობი საშუალება, თუმცა დედამიწაზე ეს ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება! საუკუნეების განმავლობაში ქვეყნები ერთმანეთს ეომებოდნენ და დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი ამ კატასტროფულ სიტუაციაში. ომს უმეტესწილად ეკონომიკური მდგომარება, არასწორი ხელისუფლება და ძალაუფლების წყურვილი იწვევს, თუმცა დღეს საუბარი გვექნება იმ 10 ქვეყანაზე, რომლებიც ბოლო წლებში თავისი სამხედრო, ეკონომიკური და გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე რთულად დასაპყრობ ქვეყნებს შორის არიან. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ომის შემთხვევაში ისინი არ დამარცხდებიან! ჩვენ უბრალოდ მსოფლიოს საუკეთესო ანალიტკოსების ერთობლივ აზრს გიზიარებთ. მაშასადამე წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე რთულად დასაპყრობ 10 ქვეყანას: * ავსტრალია - ეს არ არის ომის მოყვარული ქვეყანა. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაპყრობი ქვეყანაა, გარდა ამისა, ავსტრალია დიდი ომების ისტორიის მქონე ქვეყანა არ არის, რას მას ეკონომიკურად უფრო ძლიერს ხდის. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იაპონია ჰქონდა ამ მთლიანი კონტინენტის დაპყრობის სურვილი, თუმცა დაწყებამდე დანებდნენ. ამ ყველაფრის გარდა, ავსტრალიას საკმაოდ ძლიერი სამხედრო არმია და სპეც-დანიშნულების რაზმებიც ჰყავს. * შვეიცარია - ქვეყანა, სადაც ჰიტლერმაც კი ვერ გაბედა შეჭრა. ალპების გარდა, შვეიცარიას ძლიერი ეკონომიკა და მოქალაქეებიც იცავს. ქვეყანაში კაცზე ერთი იარაღი მოდის. გარდა ამისა, მსოფლიოს ლიდერების თანხებიც ზუსტად ამ ქვეყანაში ინახება და ამის შემდეგ, ვინ ისურვებს შვეიცარიასთან მტრობას??? * იაპონია - კუნძულოვანი ქვეყნებიდან ყველაზე ძლიერი. იაპონიაზე ვერ ვიტყვით იგივეს, რაც ავსტრალიაზე ვთქვით, რადგან ეს ქვეყანა სულ ომშია ჩართული. აშშ-ს მიერ ჩაგდებული ატომურ ბომბებამდე იაპონია ერთ-ერთი უძლეველი სახელმწიფო იყო მთელ მსოფლიოში. თუმცა დროსთან ერთად ქვეყანამ მოიკრიბა ძალები და დღესაც განვითარებული ტექნოლოგიების ფუძემდებელი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახეფათო და ამავდროულად რთულად დასაპყრობ ქვენაა. * ირანი - დასავლეთის რისხვა. წლების უკვე აშშ ცდილობს ამ ქვეყნის დაჩოქებას, თუმცა ამაოდ. ირანი ისევ ძლიერია და საკმაოდ ძლიერი არმიაც ჰყავს, ამ ყველაფერს კიდევ უფრო ზურგს უმაგრებს ბირთვული იარაღი, რომელიც ირანის მთავარი ძალაა. ირანს კარგი ურთიერთობა არც ისრაელთან აქვს რაც ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთში სამომავლო საშიშროების წინაპირობაა, თუმცა ქვეყანა საკმაოდ მჭირდო ურთიერთობაშია ჩინეთთან და რუსეთთან, რაც ირანს უფრო მიუწვდომელს ხდის. * ჩინეთი - ახალი ძალა. დღეს ყველა ქვეყანას ეშინია ჩინეთის, ქვეყანა ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე XX საუკუნეში. ბირთვული იარაღები, ეროვნული სამხედრო არმია და ეკონომიკური ძალა ჩინეთს მსოფლიოში წამყვან პოზიციაზე ყოფნის საშუალებას აძლევს. მოგახსენებთ, რომ ყველაზე დიდი სამხედრო არმია მსოფლიოში სწორედ ჩინეთს ჰყავს. * თურქეთი - ყოველ წელს ტოპ 10-ში. მსოფლიოს ცნობილი სამხედრო საიტები ყოველწლიურად აქვეყნებენ ყველაზე ძლიერი ქვეყნების რეიტინგს, სადაც ეს ქვეყანა ყოველთვის ტოპ-10 შია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიის მქონე ქვეყანა როგორც ნატოსთან, ასევე აზიურ ქვეყნებთან საკმაოდ მჭიდრო კავშირშია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თურქეთი ჩამოყალიბდა ძლიერ სახელმწიფოდ და ევროპულ გრანდებსაც კი არ ჰყოფნით გამბედაობა თურქების წინააღმდეგ. * ჩრდილოეთ კორეა - კიმის ქვეყანა. ამ ქვეყანაზე ბევრს ვერ ვისაუბრებთ რადგან ქვეყანა მხოლოდ მის მმართველს ეკუთვნის. გარდა ამისა წყალბადატომის ბომბი და უამრავი რამ, რაც ჩდილოეთ კორეას შეუხებელს ხდის. ეს ქვეყანა უკვე წლებია, რაც მსოფლიო ლიდერებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს. * ინგლისი - ერთ დროს მსოფლიოს მართველი. მთელ მსოფლიოში სახელმწიფო ნეიტრალურ ენად ინგლისურია გამოცხადებული, რაც ამ ქვეყნის შესახებ უკვე თითქმის ყველაფერს იძახის. ნატოს წევრი ქვეყანა, ყველა მხრიდან მოკავშირეებით არის გარემოცული. ინგლისი მსოფლიოსთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს, თუმცა პორტუგალიაზე, ესპანეთსა და საფრანგეთზეც ძლიერ სიტუაციაში იმყოფება. ეს ის ქვეყანაა, რომლის დაპყრობის სურვილი ყველას გააჩნია, მაგრამ გამბედაობა არავის. რადგან ინგლისის დამსახურებით ახალი მსოფლიო წესრიგი შეიქმნა. * რუსეთი - ზესახელმწიფო. ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოში და ამავდროულად მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებული. რუსეთის საშუალებით დღეს მსოფლიოში ფაშისტური წყობა არ არის, თუმცა რუსეთს ჰყავს უამრავი მოწინააღმდეგე, როგორც ევროპაში ასევე ამერიკის კონტინენტზეც, განსაკუთრებით კი აშშ. ამ ქვეყნების პოლიტიკური პრინციპები ერთმანეთს არ ემთხვევა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებული ცივი ომის შემდეგ მტრულად არიან განწყობილნი. დღევანელ პირობებში რუსეთის დაპყრობა შეუძლებელია, რაც რეალობაშიც საკმაოდ კარგად ჩანს, ქვეყანა დომინირებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, თუმცა ამაზე მსოფლიო ვერ რეაგირებს. რუსეთი მეგობრობს აშშ-ს მტრებთან, ერთ-ერთია ირანი. გარდა ამისა, ბოლო წლებში კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბეს ჩინეთთან, თურქეთთან და ახლო აღმოსავლეთის სხვა მოწინავე ქვეყნებთანაც. * აშშ - ახალი მსოფლიო. არარსებობს მსგავსი ჩამონათვალი სადაც მსოფლიოს ახალი სუპერ ძალა არ იქნება. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ერთ-ერთი ზესახელმწიფოა მსოფლიოში, აშშ მაინც თითქმის ყველა დარგში ლიდერ პოზიციაზეა. აშშ იმ ქვეყნების სათავეშია, რომლის დაპყრობაც დღევანდელ პირობებში შეუძლებელია. ამას ხელს უშლის, როგორც გეოგრაფიული მდებარეობა, ასევე კულტურა, ეკონომიკა და სხვადასხვა სამხედრო ხელშეკრულებები, მათ შორის კი განსაკუთრებით "ნატო". სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>მეცნიერულად შეუძლებელი, მაგრამ 5 რეალური ადგილი დედამიწაზე! ამ დამთხვევების შემდეგ ვრწმუნდებით, რომ დედამიწაზე არსებობს რაღაც უცნაური! ცხოვრება მოულოდნელობებით აღსავსეა - კადრი დაქორწინებამდე რამოდენიმე წლით ადრე... 5 ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც შესაძლოა 2021 წელს განხორციელდეს ველური ცხოველები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ადამიანების სახლებს 15 მომაჯადოვებელი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გადახვიდეთ საცხოვრებლად სკანდინავიაში ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები - უკანასკნელი ვახშამი (საიდუმლო სერობა) 3661 3-ს მოსწონს |
ყოველთვის ვახერხებდით უძლიერესი იმპერიების ყურადღების მიქცევას და მათთან კომფრონატაციას ისტორიიულად,მარა უკვე მეტისმეტია ჩვენთვის რუსეთის მიჯირყვნა. მით უფრო მაშინ,როცა არც სამხედრო და არც ინტელექტი არ გვყოფნის ამისათვის. რუსების მიჯირყვნა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება,თუ კავკასია გაერთიანდება და უკრაინაც ივარგებს. ეს კი არის ფანტასტიკის სფერო,მარა საშუალება ხო არის.
პ.ს. დღეს 12 აგვისტოა და 900 წელი გავიდა დიდგორიდან,გილოცავთ ყველას. ქართველი გეტყვის,რომ თურქების უდიდეს არმიას ვძლიეთ და თუ ეს მოვახერხეთ,მაშინ რუსების დამარცებაც შეგვიძლიაო. დიდგორში აღმაშენებელი გვყავდა და ვიწროებში მოვიქციეთ მტერი,ს
შვეიცარიის არმია ანგარიშგასაწევი ძალაა მისი მუდმივი მზადების და მოსახლეობის მომზადების მაღალი დონის გამო.
დაპყრობა ცოტა ღმამაღლად ჟღერს 21 საუკუნეში, თითოეულმა სახელმწიფომ იცის რომ ბირთვულ ქობინიანი რაკეტის გამოყენება დაუსჯელად არ დარჩება, ამიტომ მას ამ ეტაპზე შემაკავებელი როლი უფრო აქვს ვიდრე თავდასხმითი.
რუსეთის დაპყრობა თუნდაც ბირთვული იარაღის არქონის პირობებში გაჭირდება ტერიტორიის მოცულობის და რუსეთის სამხედრო თუ სხვა სახის რესურსების გამო.
რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ იმის ძახილი ხვალ ან ზეგ ჩამოიშლება, რასაც ქართული მედია ჩაგვჩიჩინებს სრული აბსურდია.