ისტორია მეორე მსოფლიო ომის ფოტოები, ფაშისტური ალბომიდან! 2016, 30 მარტი, 14:56 წარმოგიდგენთ ფაშიტური გერმანიის ალბომიდან მეორე მსოფლიო ომის საინტერესო კადრება... გერმანელი ჯარისკაცები 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადის მსვლელობისას ისვენებენ.
სსრკ-ს ჯარისკაცი, რომელიც ფინელების ტყვეობაში გაიყინა. ფინელები მას იყენებდნენ სსრკ-ს ჯარისკაცების შესაშინებლად. "ასე მოუვა ყველა თქვენთაგანს, თუ ჩვენს ტერიტორიებზე შემოჭრას შეეცდებით" - ეს იყო გაყინული ჯარისკაცის სლოგანი.
გერმანელი ჯარისკაცი თავის საკვებს უნაწილებს რუს ქალბატონს, რომელიც შვილთან ერთად შეინიშნება. 1941 წელი.
სანგრებში გაყინული სსრკ-ს ჯარისკაცები. 1940 წელი, ფინეთი. სსრკ-ს ჯარისკაცებს სიცივის არ ეშინოდათ, მაგრამ რამოდენიმე მათგანი, რომლებიც სამხრეთიდან იყვნენ, ფინეთის ყინვებს ვერ აიტანეს.
რუსი აგენტი, დახვრეტის წინ(იცინის) 1942 წელი.
სტალინის უფროსი ვაჟი, იაკობ ჯუღაშვილი ფაშისტების ტყვეობაში. 1941 წელი.
დაკავებამდე იაკობ ჯუღაშვილი წითელი არმიის წევრი იყო. სტალინის უფროსი ვაჟის სიკვდილის შესახებ რამოდენიმე ვერსია არსებობს.
იმის შეხებ, იაკობ ჯუღაშვილი გერმანელებმა ტყვედ აიყვნაეს, სტალინმა შეიტყო ამ ფოტოს ნახვის შემდეგ...
როგორც ცნობილია, ომის დასასრულს გერმანელებს სურთად იაკობ ჯუღაშვილის გაცვლა გერმანელ მარშალზე, რაზეც სტალინისგან ცივი უარი მიიღეს. ქვემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ მოკლულ იაკობ ჯუღაშვილს.
ახლა კი წარმოგიდგენთ "სისხლიანი საუკუნის" საინტერესო კადრებს, ფაშისტური ალბომიდან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არის გადაღებული.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1066 9-ს მოსწონს
|