ისტორია ზოგჯერ ფოტოები უფრო მეტს გადმოგვცემენ.... - კადრები აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან 2019, 11 თებერვალი, 12:32 ნაცისტური გერმანიის ჩადენილ საშინელებათა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია პოლონეთის სამხრეთით, ქალაქ ოსვენციმის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს განლაგებული უდიდესი საკონცენტრაციო ბანაკი. ის 1940-1945 წლებში მოქმედებდა და ისტორიაში აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის სახელით შევიდა. მრავალი ებრაელი, ბოშა, საბჭოთა ტყვე, იეჰოვას მოწმე და პოლონური ინტელიგენციისა და წინააღმდეგობის მოძრაობის დიდი ნაწილი დაემშვიდობა სიცოცხლეს აუშვიცში. შიმშილით, მუშაობითა თუ წამებით დაღუპულთა რაოდენობა დღემდე არ არის დაზუსტებული, თუმცა ცხადია, რომ ლაპარაკია მილიონობით მსხვერპლზე. "BuzzFeed" წარმოგიდგენთ ფოტოებს აუშვიცის საკონცეტრაციო ბანაკიდან. 1945 წლის იანვარი - თავისუფლების შემდეგ, აუშვიცის მთავარი შესასვლელი 1944 წლის ივნისი - უნგრელი ებრაელების მისვლა აუშვიც-ბირკენაუს ბაკანში, რომელიც მდებარეობს პოლონეთში. მაგ პერიოდში პოლონეთი გერმანიის მიერ იყო დაპყრობილი. 1942 წელი - უნგრელი ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკში ჩამოდიან მატარებლით... 1945 წელი - ოსვენციმის ეკლიანი მავთულები, რომელსაც სისხლიან მავთულებსაც უწოდებენ.. აუშვიცის ოფიცრები მარცხნიდან მარჯვნივ: კარლ ჰოკერი, დოქტორ ჟოსეფ მენგელი, კარლ-ფრიდრიხ ჰოკერი და 1944 წლის მაისიდან დეკემბრამდე საკონცეტრაციო ბანაკის მმართველი - რიჩარდ ბიერი. 1944 წლის მაისი - ქალთა ჯგუფი, რომლებსაც მუშაობის უფლება მიეცათ... 1945 წლის იანვარი - ქალები ოსვენციმის ყაზარმებში 1945 წლის იანვარი - ოსვენციმის პატიმრები გათავისუფლებამდე(ს.ს.რ.კ -ს არმიის მიერ გათავისუფლებულები) 1945 წლის თებერვალი - აუშვიც-ბირკენაუს "სიკვდილის ღუმელები" 1939 წელი - მოკლული პატიმრების სათვალეები... 1940 -იანი წლები - ბავშვების და ტყუპების ექსპერიმენტი, რომლის ავტორი ბანაკის ექიმი, ჟოსეფ მენგელი იყო. ფოტოზე ხედავთ პატიმარ ბავშვებს... 1945 წელი - მოკლული პატიმრების თმები, რომელიც 7 ტონას უდრიდა. 1945 წელი - გადარჩენილი 15 წლის რუსი ბავშვი, ივან დადნიკი... 1945 წლის 15 ივლისი - საკონცენტრაციო ბანაკიდან გადარჩენილი ბავშვები, რომლებიც ბანაკში გაკეთებულ ტატუებს გვაჩვენებენ... ჯეკ როსენდალი - რუმინელი მამაკაცი, რომელიც ოსვენციმის საკონცენტარციო ბანაკში ტყვედ იყო ჩავარდნილი. მან 2015 წელს, ოსვენციმთან ეს სამახსოვრო ფოტო გადაიღო, სადაც კარგად ჩანს მისი ტატუ, რომელიც ასევე ტყვეობის პერიოდში ნიშნად გაუკეთეს. მძიმე წარსულის მიუხედავად, 2018 წლის 28 დეკემბერს ადამიანებმა კიდევ ერთხელ მოინახულეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის სხვადასხვა ბლოკები. პოლონეთის ქალაქ სოსნოვიეცის მოქალაქე, 93 წლის მიროსლავ ცელკა ყოველწლიურად სტუმრობს აუშვიცს. ჰოლოკოსტიდან გადარჩენილები 2019 წლის 28 იანვარს, სტუმრობენ ოსვენციმს... ჰოლოკოსტიდან გადარჩენილები, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლების სასაფლაოს სტუმრობენ... 2019 წლის 13 თებერვალი - აი ასე გამოიყურება დღეს, ყოფილი ნაცისტური გერმანიის სიკვდილის კარიბჭე! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<<<<<<<<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>>>>>>>>>>>მათი დაცვა ვერ შევძელით: 2018 წელს გადაშენებული ცხოველები... რა ჰქვიათ შოუბიზნესის ცნობილ სუპერვარსკვლავებს სინამდვილეში? 16 მტკიცებულება იმისა, რომ დედამიწაზე ყოველდღე რაღაც საოცრება ხდება! რას ეძებს ქალი ნამდვილ მამაკაცში? 7 ბნელი სიმართლე საუდის არაბეთის პრინცების შესახებ! როგორი იქნება 2019 წელი მშვილდოსნებისთვის? 15 ბრძნული ებრაული გამონათქვამი, რომელიც სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ! ქვეყნები, სადაც ქალები დაოჯახებისთვის ფულსაც იხდიან.. კითხვები, რომლებიც არ გვასვენებს - ფსიქოლოგიური მომენტები 10 პუნქტით... ცივილიზაციისგან შორს... ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში! 810 8-ს მოსწონს
|