x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცხოვრობდე დედაქალაქში,ხრუშოვკაში და თან შუაგულ ტყეში-ყველაზე უცნაური ადგილი მოსკოვში
image

უცებ წარმოიდგინეთ ძველი ხრუშჩოვკის სადარბაზო. ჩვეულებრივი მწვანე საფოსტო ყუთებითა და ელექტროპანელებით. კიბის ქვეშ საბავშვო ეტლით და ბავშვთა ველოსიპედით, სადარბაზოში იაფასიანი თამბაქოს და ბორშჩის სუნი ტრიალებს. აღებთ სადარბაზოს კარს და...


მზისგან ოდნავ დაბრმავებული, ხედავთ უღრან ტყეს. არა, ეს არ არის ჩველებრივი სკვერი, სამი-ოთხი ხით და პარკში სკამებით., არამედ ნამდვილი ტყე, რომელშიც ბინადრობს ცხენირემი, მელა, კურდღელი, ციყვი, ყარყუმი, ბუ და სხვა. ივნისის სიცხეს მხოლოდ 20 მეტრის გავლის დროს იგრძნობთ, შემდეგ უკვე ფიჭვით, მუხით და ნაძვით დაფარულ ტყეში ხართ. აქ საოცრად გრილა. თითქოსდა ხის ტოტებში კონდიციონერებია ჩაშენებული. ბილიკი მდინარესთან მიგიყვანთ. მასში სხვადასხვა თევზი ბინადრობს- როჭოთი დაწყებული და ღლაბუტათი დამთავრებული. ტოტზე ჩამომჯდარი შოშია ასრულებს მორიგ "არიას" და ტყის პირას ყვავის სხვადასხვა ფერის მაჩიტა - თეთრი, ლურჯი, მეწამული ... წარმოგიდგენიათ? ახლა კი შეეცადეთ გამოიცნოთ, სად იყავით?

image



image

დიახ, როგორც არ უნდა უცაური იყოს, ეს მოსკოვია, მეგაპოლისი და ქვეყნის დედაქალაქი, უფრო დაზუსტებით აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქი. ისე მოხდა, რომ იაუზის ხეივანის ორი კორპუსი (მე -4 და მე -6) დანარჩენი სამყაროსგან გარიყული დარჩა. ერთი მხრივ, მდინარეები და ტბებია, მეორე მხრივ კი - რკინიგზა. იქ მცხოვრები 133 ოჯახი ხუმრობით საკუთარ თავს უწოდებენ "განდეგილებს", თუმცა ამაში არის გარკვეული სიმართლე. მათი ველური ტყით გარშემორტმულ უბანში კორპუსების მეტი არაფერია, არც კაფე, არც აფთიაქი, არც მაღაზია. ერთადერთი რაც იქ არის დარჩენილი, ეს არის ტუბერკულოზის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც წელს, სხვათა შორის, დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ აქ მომუშავეებისთვის ააშენეს თავის დროზე ცივილიზაციას და ქალაქს მოწყვეტილი ორი ხუთსართულიანი შენობა.ერთი სტალინის ბინა (სახლი #6) - სპეციალურად პროფესორებისთვის, რომლებიც ინსტიტუტში მუშაობდნენ. და ხრუშჩოვკა (სახლი#4) - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლებისთვის. კვლევითი ინსტიტუტი კვლავ მუშაობს, მაგრამ ამ სახლებში უკვე წლებია სხვადასხვა სოციალური ხალხი ცხოვრობს, მათ შორის მეცნიერებისგან საკმაოდ დაშორებულები.

image

ეზოში ახალგაზრდა დედაა, მარია დავიდოვა, ის აქ დაიბადა და გაიზარდა, იაუზის ხეივანში მდებარე სტალინის ბინებში. იგი საუბრობს აქ ცხოვრების პლიუსებზე და მინუსებზე. პირველი, რა თქმა უნდა, ბუნებაა:

"სამსახურიდან მოდიხარ და აქ სხვაგვარად სუნთქავ. რა შედარებაა, მაგრამ ზოგჯერ გარეული ცხოველები ფანჯრებთან მოდიან. ერთხელ ეზოში გავიხედე და დავინახე ცხენირემი. მელაზე აღარ ვლაპარაკობ - მგონი აქ არის "ჩაწერილი". განსაკუთრებით ხშირად მოდიან ზამთარში, როდესაც საკვების მოპოვება უჭირთ.

image

მარია ამბობს: „თავადაც ხედავთ, რამდენად კარგია აქ ბავშვებისთვის. როგორ თავისუფლად თამაშობენ ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე, სხვათა შორის, მათ ცხოველების თითქმის არ ეშინიათ. შევეჩვიეთ დაუპატიჟებელ სტუმრებს. თუმცა მოზრდილ ასაკში ბავშვებს მოწყენილობა ეწყებათ. ჩვენი უფროსი ქალიშვილი, მაგალითად, 13 წლისაა და მას უკვე სურს თავის თანატოლებთან სადმე ქალაქში სეირნობა.პატარა ბავშვებისთვის კი რაიმე უარყოფითი მხარე პრაქტიკულად არ არსებობს.

image

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, მოშორებული ტერიტორია იმდენად არ გვაწუხებს (შიგადაშიგ ერთადერთი #75 ავტობუსი დადის), არამედ ელემენტარულად მაღაზიის არარსებობა. საბჭოთა პერიოდში აქ დიდი და სრულფასოვანი სასურსათო მაღაზია იყო, შემდეგ მხოლოდ პატარა კიოსკი გვემსახურებოდა, . ყოველ შემთხვევაში შესაძლებელი იყო პურისა და რძის შეძენა. მაგრამ სამი წლის წინ ეს კიოსკიც დაიკეტა და მიზეზად ის დაასახელეს, რომ " ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მაღაზიის განთავსება არ შეიძლება"

image


image

image


image



image



image

1
310
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
310
  
2021, 5 ივნისი, 12:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1