x
image
ირინა მ.
ჯინი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თოვლში იყო ჩაფლული, გაიყინა, მაგრამ ექიმების გასაოცრად გადარჩა

image

იმ ღამეს ყინვა -25 გრადუსამდე აღწევდა, ჯინის კი მანქანა თოვლში ჩაეფლო და იძულებული გახდა თავის ქალაქამდე ფეხით მისულიყო. მას სულ 3 კილომეტრი უნდა გაევლო, თითქმის მისული იყო, მაგრამ გზა ვეღარ გააგრძელა და თოვლში ჩავარდა.

1980 წლის 20 დეკემბრის სუსხიან დილას, ლენგბის (მინესოტას შტატი, აშშ) ადგილობრივი მკვიდრი სახლიდან გამოვიდა და ქალის უმოძრაო სხეულს გადააწყდა, რომელიც ღრმა თოვლში იწვა. სახეზე რომ შეხედა, თავისი მეზობელი, 19 წლის ჯინ ჰილიარდი ამოიცნო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯინი ასეთ მდგომარეობაში თითქმის 6 საათის განმავლობაში იყო, იმ დროს როცა ტემპერატურა ღამით -25 გრადუსი იყო.

ჯინი საღამოს სახლში ბრუნდებოდა თავის მანქანით, სოფლის ტიპის დასახლების უკაცრიელ გზაზე მოძრაობდა, როცა მანქანა გზიდან გადავარდა და თოვლში ჩაეფლო. ახლოს არავინ იყო, მობილური ტელეფონები იმ დროს ჯერ არ არსებობდა, ამიტომ ჯინმა მანქანა დატოვა და გადაწყვიტა სახლამდე ფეხით მისულიყო. ავარიის ადგილიდან სახლამდე სულ 3 კილომეტრი უნდა გაევლო, მაგრამ ძალა აღარ ეყო, ვერ გაუძლო საშინელ ყინვას, მხოლოდ მეზობლის სახლამდე მიაღწია და უგონოდ თოვლში დაეშვა.

როცა დილით მეზობელმა აღმოაჩინა, მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა ჯინი გარეგნულად უკვე გაყინულ მიცვალებულს ჰგავდა. შეხებისას მისი სხეული გაქვავებული იყო, მიუხედავად ამისა, ექიმების გასაკვირად, გული ჯერ ისევ უცემდა.

image

მედდები ჰყვებოდნენ, რომ საავადმყოფოში მიყვანისას ჯინის სხეული საყინულიდან გამოღებულს ჰგავდა, კანი საერთოდ თეთრი ფერის ჰქონდა, თვალები კი ღია მდგომარეობაში. მისი სხეულის ტემპერატურა 30 გრადუსი იყო, გული ძალიან ნელა უცემდა, დაახლოებით 12 დარტყმა წუთში, რაც ნორმის მეხუთედია.

როცა ავადმყოფი ექიმმა რაინ კელიმ გასინჯა, თქვა რომ მას ძალიან ძლიერი მოყინვა ჰქონდა, მისი არცერთი კიდური არ იხრებოდა. ყველაფერი ფატალურ გაყინვაზე მეტყველებდა, ანუ მის უჯრედებში ყინულის კრისტალები წარმოიქმნა და უჯრედები განადგურებული იყო.


image

მას შემდეგ, რაც ადამიანს ხელები და ფეხები მოეყინება, ტემპერატურა სხეულის შიგნით დაწევას იწყებს და გული, ფილტვები, მუცლის ღრუს ორგანოები და ტვინი გაციებას იწყებენ და თანდათანობით უძნელდებათ თავიანთი ფუნქციის შესრულება. ბოლოს დგება სტადია, როცა მთლიანად წყვეტენ მუშაობას და ადამიანი იღუპება. ჯინის შემთხვევაში, მისი შინაგანი ორგანოები უკვე გაჩერების ზღვარზე იყო და ახლოს იყო სიკვდილთან. ამიტომ მას ფაქტიურად აღარ ჩაუტარეს არანაირი რეანიმაციური პროცედურები, უბრალოდ შეფუთეს ელექტრო-ადიალაში და ასე დატოვეს.

ორი საათის შემდეგ ჯინს ძლიერი კრუნჩხვები დაეწყო, შემდეგ კი ყველას გასაოცრად, იგი გრძნობაზე მოვიდა. ის მაშინვე ალაპარაკდა და აღმოჩნდა, რომ მეხსიერება გა გონება სრულ წესრიგში ჰქონდა. ექიმებმა ისევ გასინჯეს და გაოცებულებმა დაასკვნეს, რომ მისი კიდურები ყინვისგან არ იყო დაზიანებული, არცერთი თითიც კი. საერთო ჯამში, ჯინ ჰილიარდმა საავადმყოფოში 49 დღე დაჰყო. ერთადერთი, რაც მას დაუზიანდა, კანის საფარველის ზოგიერთი უბანი იყო კიდურებზე, რომელსაც შემდეგ კანის პლასტიკით მკურნალობდნენ. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ჯინმა ადგილობრივი ეკლესიები მოილოცა და ღმერთს მადლობა შესწირა საოცარი გადარჩენისთვის.

image



image

ამ შემთხვევის შემდეგ გავიდა რამდენიმე წელი, ჯინი გათხოვდა, შეეძინა სამი შვილი. მას არ ჰქონია ჯანმრთელობის არავითარი პრობლემა, რომელიც მოყინვის შედეგი შეიძლება ყოფილიყო. სხვადასხვა ექიმები არაერთხელ ცდილობდნენ, აეხსნათ ეს სასწაული ლოგიკური მიზეზებით. ასე მაგალითად, აღმოჩენისას ჯინის გაყინული სხეულის "გაქვავებას" უბრალოდ კუნთების ძლიერი სპაზმებით ხსნიდნენ.






იხილეთ ასევე:






ქალი 29 წელი ატარებდა ტვინში 2 ცალ საკერავ ნემსს, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩვილობის ასაკში მოხვდა

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი I

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი II


image


შესაძლოა, ამ ვილაზე ჩაუტარდათ გაქცეულ ნაცისტებს სახის პლასტიკური ოპერაციები

image


18 წლის ბიჭს ბოსტონიდან, ჰერმაფროდიტიზმი დაუდგინდა, ხოლო შემდეგ დაფეხმძიმდა

image


სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ.

image


როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე

image


რატომ ცვლიან ჩუქჩები ცოლებს ერთმანეთში (ვიდეოც)

image


როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ

image








0
478
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0