ყოველ ფილმშია ის პატარა, თუნდაც 15 წუთიანი სცენა, რომელზეც თითქმის მთელი ფილმია აგებული და მის გადაღებას ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი სჭირდება. ამ ჩამონათვალში არაა ისეთი ძვირადღირებული ფილმები, როგორებიცაა ავატარი, შურისმაძიებლები ან ტიტანიკი, თუმცა, პატარა სცენის ღირებულებით არც ეს ფილმები ჩამორჩებიან:
1. “ვანილის ცა" (2001)- სცენა თაიმს სქუერზე
30 წამიანი სცენის გადაღებას, სადაც თაიმს სქუერი სრულიად ცარიელი ჩანს 1 000 000 დოლარი დასჭირდა.
2. “მე ლეგენდა" (2007)- ნიუ იორკის მაცხოვრებლების ევაკუაციის სცენა
ბრუკლინის ხიდზე ხალხის ევაკუაციის სცენის გადაღებას 6 ღამე დასჭირდა, მასში ხალხის დამატებითი მასა და სამხედრო ტექნიკის ნაწილი იყო ჩართული. სცენის გადაღებას 5 000 000 დოლარი დასჭირდა.
3. “პერლ ჰარბორი" (2001)- სამხედრო ბაზის დაბომბვის სცენა
ფილმის რეჟისორმა, მაიკლ ბეიმ, ამ ეპიკური სცენის გადასაღებად ომპიუტერული გრაფიკა მინიმუმამდე დაიყვანა. ასე რომ, სცენაში ყველა აფეთქება რეალურია. აფეთქებებს დასჭირდა 700 მდე დინამიტი და 4000 გალონი ბენზინი ასევე აშშ-ს საზღვაო ძალების ექსპლუატაციაში მყოფი გემები, რომლებიც ასევე ააფეთქეს. სცენის გადაღებას 5.5-7.5 მილიონი დასჭირდა.
4. “მატრიცა" (1999)- პირველი სცენა
თავდაპირველად ვაჩოვსკებმა სტუდიისგან მხოლოდ 10 000 000 დოლარი მიიღეს მთელი ფილმის გადასაღებად, როცა 80 მილიონი ჰქონდათ მოთხოვილი. ამიტომ, მთლიანი 10 მილიონი დაახარჯეს პირველი სცენის გადაღებას, რომელიც შემდგომ სტუდიას აჩვენეს და მათაც სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, ბიუჯეტიდან ფული გამოუყვეს.
5. “რიგითი რაიანის გადასარჩენად" ( 1998) ნორმანდიაში გადასვლა
ფილმის დაუვიწყარი 25 – წუთიანი გახსნის სცენა გადაიღეს 1500 ადამიანისგან შემდგარი მასის დახმარებით, რომელთაგან ბევრი ირლანდიის არმიის ჯარისკაცი იყო (ფილმი ირლანდიაშია გადაღებული). სცენას 12 მილიონი დოლარი დაახარჯეს.
6. “მატრიცა:გადატვირთვა" ( 2003) -სცენა მაგისტრალზე
მატრიცის მეორე ნაწილში ამ 17 – წუთიანი დევნის სცენის გადასაღებად აშენდა სამზოლიანი ავტომაგისტრალი, 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის ხოლო გადაღებამ 3 თვეს გასტანა. სცენის გადაღებას 10-15 მილიონი დოლარი დასჭირდა.
7. “ტრანსფორმერები: უკანასკნელი რაინდი" (2017)- მანქანების ნაგავსაყრელის სცენა
სცენის დიდი ღირებულება განპირობებულია იმით, რომ იგი აერთიანებდა კომპიუტერულ გრაფიკას პრაქტიკულ ეფექტებთან და რეალურ დეკორაციებთან, კერძოდ, დიდი რაოდენობის მანქანების, რომლეებიც განადგურდა. გარდა ამისა, გადამღები ჯგუფის არიზონას უდაბნოში გადაყვანა 10 დღის განმავლობაში დიდ ხარჯებს მოითხოვდა, ამიტომ, ამ სცენის გადაღებას 15 მილიონი დოლარი დასჭირდა.
8. “სიჩქარე 2: კონტროლი კრუიზზე" ( 1997)- გემის შეჯახება ქალაქთან
სცენისთვის აშენდა გემის 50 მეტრიანი და 300 ტონიანი მოდელი, რომელიც განადგურებისათვის სპეციალურად შექმნილ დეკორაციებში ითვლებოდა, საეკრანო დროის 1 წამი 5 წუთიანი ფინალური სცენისთვის 83000 აშშ დოლარი ღირდა. საერთო ჯამში კი ამ სცენისთვის 25 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
9. “ბენ ჰური" (1959) -ეტლის სცენა
ეტლების შეჯიბრის სცენას ხალხის მასის რეკორდული რაოდენობა, 15 000 ადამიანი დასჭირდა, გარდა ამისა 700 მუშა, რომლებმაც 300 დეკორაცია შექმნეს და საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე დააგეს. ამიტომაც, სცენის გადაღებას 34 მილიონი დოლარი დასჭირდა.
10. “ომი და მშვიდობა" (1965)-ბოროდინოსთან ბრძოლა
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სცენა სსრკ-ს ეკუთვნის. ბოროდინოს ბრძოლის სცენების გადაღებებში მონაწილეობა მიიღო 15 ათასზე მეტმა ადამიანმა (თითოეული ისტორიულ კოსტუმში იყო და იარაღი ჰქონდა ), 23 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება და 40 ათასი ლიტრი ნავთი გამოიყენეს ეფექტებისთვის. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქ დაახლოებით 120 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ათასობით ჯარისკაცი იყო დანიშნული სროლისთვის. ამიტომ, ამ სცენის გადაღებას, 100 მილიონი დოლარი დასჭირდა.