სხვა ვიდეო: ძლიერი ტორნადო ჩინეთში 2021, 2 ივნისი, 17:42 ძლიერი ტორნადო დაატყდა თავს ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. მინიმუმ ერთი ადამიანი გახდა სტიქიის მსხვერპლი, ხოლო, დაზიანებები მიიღო 16 ადამიანმა. ქარიშხალმა ერთდროულად პარალიზება მოახდინა რამდენიმე დასახლებაში. ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ათასობით - ელექტროენერგიის გარეშე. ადგილობრივმა ფერმერებმა სერიოზული ზიანი განიცადეს: ტორნადომ სასოფლო სამეურნეო სავარგულებს უზარმაზარი ზიანი მიაყენა და გაანადგურა ყველაფერი, რაც გზაზე შეხვდა. ჯერჯერობით, ხელისუფლება მხოლოდ ამ კატასტროფის ზარალს ითვლის, უკვე თითქმის მილიონ დოლარამდე არის საუბარი. 107 შეფასება არ არის
|