სხვა Fox News-ის მკითხველი ბაიდენის პუტინისადმი გაფრთხილებამ გაამხიარულა 2021, 1 ივნისი, 12:24 ![]() ამერიკელებს გაეცინათ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მცდელობაზე "მკაცრად ისაუბროს" რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე. Fox News- ის მკითხველებს არ სჯერათ ბაიდენის შესაძლებლობისა, რომ გააფრთხილოს ან დაემუქროს პუტინს. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ”ბაიდენს არ შეუძლია კბენა და მისი ყეფა კი საერთოდ არავის აშინებს”. " ამ საუბარმა ჩინეთსა და რუსეთზე უნდა მაფიქრებინოს, რომ ბაიდენი მკაცრი ბიჭია. მაგრამ ეს არ გამოვიდა, ეს არ მუშაოს ჩინეთთან და რუსეთთან მიმართებაში."- აღნიშნა მეორემ. გარდა ამისა, ამერიკელებმა მიიჩნიეს, რომ ბაიდენის კომენტარები ადგილობრივი პრესისკენ იყო მიმართული და არა მსოფლიო ლიდერებისკენ. მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ ის აპირებს პუტინთან შეხვედრაზე დააყენოს ადამიანის უფლებათა დარღვევის დაუშვებლობის საკითხი. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა დელავერში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა . რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება. ეს იქნება ორი ქვეყნის ლიდერების პირველი პირადი შეხვედრა ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ. ჟენევაში მოგზაურობა კი რუსეთის პრეზიდენტის პირველი უცხოური ვიზიტი იქნება 2020 წლის იანვრიდან. 16 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან პუტინს შესთავაზა ზაფხულში შეხვედრა ევროპაში. ამერიკის ლიდერმა გამოხატა რწმენა რომ ვაშინგტონი ვალდებულია ითანამშრომლოს მოსკოვთან, რადგან ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის. თავის მხრივ, კრემლმა აღნიშნა, რომ ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს დიალოგი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებზე. 104 შეფასება არ არის
|