x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"გამომშვიდობება სტალინთან"-დიდ ბრიტანეთში შედგება 2 საათიანი ფილმის პრემიერა სტალინის დაკრძალვაზე
image

ბრიტანეთში გამოდის უკრაინელი რეჟისორის სერგეი ლოზნიცას ახალი დოკუმენტური ფილმი "გამომშვიდობება სტალინთან(ორიგინალი სათაურია "სახელმწიფო დაკრძალვები)". ორ საათიანი დოკუმენტური ფილმი მთელი სკრუპულოზურობით აღადგენს 1953 წლის მარტის დღეებს - ბელადის სიკვდილის გამოცხადებიდან დაწყებული და წითელ მოედანზე მავზოლეუმში მისი ნეშტის საზეიმოდ განთავსებით დამთავრებული, რომლის ფრონტონში, ლენინის სახელთან ერთად. უკვე გამოჩნდა წარწერა სტალინი.

image


ფილმში ვხედავთ როგორ მოემართება ხალხის დაუსრულებელი ნაკადი კავშირების სახლის სვეტებიან დარბაზისკენ და ემშვიდობება ბელადის ნეშტს, წითელ მოედანზე საზეიმო ცერემონიაზე შეკრებილ უზარმაზარ მასა რეპროდუქტორიდან ისმენს ლევიტანის დამწუხრებული ხმას.აქვე არიან აზერბაიჯანელი მენავთობეები, იამალის ევენკელ მონადირეებს, ლენინგრადელ მუშებს.


მწუხარე სახეები, თვალებზე ცრემლები და მწარე ტირილიც კი - დიდმა სტალინმა დაგვტოვა და მასთან ერთად ეპოქაც მიდის.

image

"გამომშვიდობება სტალინთან" საპირისპიროა ფილმისა "სტალინის სიკვდილი", რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოვიდა .

ბრიტანელმა რეჟისორის არმანდო იანუჩის ფილმში თუ არსებობს აბსურდამდე მისული გვინიოლი და გროტესკი, რომლებიც სიცილს განდომებს, ამ ფილმში სიდიადე და მონუმენტურობა იწვევს შოკს და დამუნჯებას.

image

ფილმი მოიცავს საარქივო კადრებს, რომლებიც გადაღებულია ქვეყნის მასშტაბით 1953 წლის 6 – დან 19 მარტამდე.ქრონოლოგიის დარღვევის და კომენტარების გარეშე, გახდა ეპოქის შესწავლის საშუალება, აჩვენებს მის ბუნებას, ფილმის შემქმნელების აზრით, ფილმი იმდენად სტალინზე არ არის არამედ ხალხზე, აჩვენებს მის ხასიათს, რომელიც ეპოქის შესწავლის საშუალებას იძლევა.

image

სამომავლო ფილმის იდეა დაიბადა წინა სურათისგან გამომდინარე - "პროცესი" (2018), რომელიც ასევე დაფუძნებულია დოკუმენტურ მასალებზე.

რეჟისორმა კრასნოგორსკის კინო- ფოტო დოკუმენტების არქივის თანამშრომლისგან შეიტყო, რომ 1953 წლის მარტის გლოვის დღეების 200 ყუთი კასეტა არსებობდა, გადაღებული მთელი კავშირის მასშტაბით, რომლის ფირის სიგრძე 10 ათასი მეტრია და განკუთვნილი იყო ერთსაათიანი ფილმისთვის "დიდი გამომშვიდოებება", რომელიც არც არასდროს გამოსულა.ეს არის შეხვედრები, სამგლოვიარო მიტინგები, წუთიერი დუმილები და სხვა ძირითადი მოვლენები, რომლებიც ხდებოდა კავშირის სახლის სვეტების დარბაზში 6 – დან 9 მარტამდე.


ფირებზე მუშაობას და მის მონტაჟს 7 თვეზე მეტი დასჭირდა.

ფილ, ში ნახავთ გ. მალენკოვს, ლ. ბერიას, კ. ვოროშილოვს, ვ. მოლოტოვს, ნ. ბულგანინს, ნ. ხრუშჩოვს, ლ. კაგანოვიჩს, ა. მიქოიანს და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის სხვა ლიდერებს.

image

ჟღერს მოცარტის, შუმანის, ჩაიკოვსკის, მენდელსონის და შოპენის იგივე მუსიკა, რომელსაც სტალინის დაკრძალვაზე უკრავდნენ. მხოლოდ ფინალში მიმატებულია - მ. ბლანტერის "იავნანა".

სურათის ბოლო ეპიზოდში გამოყენებულია 1953 წლის 19 მარტს გადაღებული წითელი მოედანი.


0
177
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0