x
image
ირინა მ.
Silver Islet - სუფთა ვერცხლის კუნძული

image

ეს ადგილი ვერცხლის კუნძულად იწოდება (Silver Islet). იგი ხმელეთის პატარა ნაწილია, სულ 50 კვ.მეტრი, მდებარეობს კანადაში, "ზემო" ტბაში, რომელიც ყველაზე დიდია და ღრმა, ცნობილ დიდ ტბათა სისტემაში. მაგრამ სახელი ამ პატარა კუნძულს, არა პატარა ზომამ გაუთქვა, არამედ იმან, რამაც სახელწოდება მიანიჭა.

image

1868 წელს, სწორედ აქ აღმოაჩინა მონრეალის სამთო-მოპოვებითმა კომპანიამ ვერცხლის საბადო, ამასთან ისეთი, რომ შეიძლება ითქვას, კუნძულის შიდა ნაწილი მთლიანად ვერცხლის იყო. ეს კი რა თქმა უნდა, საკმარისი იყო იმისთვის, რომ მიწის ამ პატარა ნაკვეთზე "სამუშაო სივრცე" მოეწყოთ.

დასაწყისისთვის დაიგეგემა კუნძულის გაფართოება და იგი ზომაში 10-ჯერ გააფართოვეს. ეს რთული არ იყო იმ აზრით, რომ კუნძული წყლის ზედაპირიდან სულ რაღაც 2, 5 მეტრით ზემოთ მდებარეობდა, სიღრმე მის გარშემო კი არ იყო დიდი. კუნძულის გარშემო დაყარეს 50 000 ტონა ღორღი, ააშენეს ხის დამბები და შენობებიც კი.

image

image


image


უნდა აღინიშნოს, რომ მადნის მოპოვება ასეთ პირობებში, იმ მომენტისთვის, ეს კი 1870 წელია, შეიძლება გმირობად ჩაითვალოს. ძირითადი მაღაროს სიღრმემ, სადაც ძალიან სუფთა და ძვირფას ვერცხლს მოიპოვებდნენ, 384 მეტრს მიაღწია. წყალს კუნძულის ნაწილიდან ტუმბავდნენ სპეციალური ტუმბოებით, რათა მაღაროები არ დატბორილიყო. ამ მაღაროში შესასვლელი დღესაც ჩანს, რომელიც წყლითაა დაფარული.

image

image

ასეთ რეჟიმში მუშაობა "ვერცხლის კუნძულზე" 14 წელი მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად მთლიანად აითვისეს ვერცხლის საბადოს ძირითადი ძარღვი, პლუს 1878 წელს აღმოაჩინეს კიდევ ერთი ძარღვი. თუმცა, ვერცხლის მადანი იქ შედარებით დაბალი ხარისხის იყო, ამიტომ შემოსავლებმა მოპოვებითი სამუშაოებიდან იკლო. მაგრამ 14 წელი ეს ცოტა არ არის. კუნძულის მოპირდაპირედ, ნაპირზე მაღაროელების დასახლება გაჩნდა, აშენდა მაღაზია და ა.შ. ამ პერიოდში ბავშვების გარკვეული რაოდენობაც კი დაიბადა. თუმცა არაფერია მუდმივი. შემოსავლის კლების მიუხედავად მაღაროები აგრძელებდა მუშაობას, 1884 წელს კი ყველაფერი გაჩერდა. რამდენადაც შეიძლება ვივარაუდოდ, შეჩერება მთლად გეგმიური არ იყო. Silver Islet-ზე დროულად არ შემოიტანეს ქვანახშირი და ამის გამო ტუმბოებმა მუშაობა შეწყვიტეს. შედეგად ყველა მაღარო დაიტბორა.

ახლა ეს მაღაროები დაივერების ინტერესის ობიექტია, მაგრამ ფსკერამდე ჩასვლას 400 მეტრის სიღრმეზე, ალბათ კიდევ დიდხანს ვერავინ შესძლებს. თუმცა სხვა მაღაროები არაერთხელ მოინახულეს და ყვებიან, რომ დაივერებმა ბევრი "სუვენირი" ამოიტანეს, როგორიცაა ბოთლები, ინსტრუმენტები და ბევრი სხვა რამ, რომლის წამოღებაც ძველმა მაღაროელებმა ალბათ არ ჩათვალეს საჭიროდ.

მაღაროელების დასახლება დღეს სააგარაკე ადგილია. 1871 წელს აშენებული მაღაზია გაარემონტეს, რომელსაც მაღაროს გახსნის დღიდან სასტუმროს ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული და დღეს ფუნქციონირებს.

საბადოს 16 წლის მუშაობის მანძილზე მოპოვებული იქნა 3, 25 მილიონი დოლარის ვერცხლი-ეს იმ ძველი კურსით. მცდელობები ისევ განეახლებინათ მუშაობა ვერცხლის კუნძულზე, იყო 1919 და 1970 წლებში, მაგრამ არ გაამართლა. ამბობენ, რომ ეხლაც კი, თვითონ კუნძულზე, შეიძლება წააწყდეთ მბრწყინავი მადნის ნამცეცებს. მაგრამ აქ გასეირნების, განსაკუთრებით ცურვის მსურველებს უნდა ახსოვდეთ რისკები: 1. წყალი საბადოების რაიონში ყოველთვის ტბის წყალზე ცივია, რაც მიწისქვეშა წყაროებზე მეტყველებს და 2. რა თქმა უნდ, ა ადგილობრივები ყვებიან უცნაურ ხმებზე (რომელიც მაღაროების შორიახლოდან ისმის) და დაკარგულ კანოებზე. იმედია, ეს სხვა არაფერია, თუ არა, ტრადიციულად ტურისტების მოსაზიდი ხრიკი.








იხილეთ შემდეგი:






დროში დაკარგული: რუდოლფ ფენცის უცნაური ისტორია

image


კოლუმბიაში, ერთდროულად ორმა კამერამ გადაიღო ქალის (წინა საუკუნის ჩაცმულობით) გაუჩინარება (ვიდეო)

image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


განადგურებული ქალაქის ნაშთები (ანაბარის პლატო, ციმბირი)?

image


ყველაზე უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილები, სადაც აპოკალიფსის გადატანა შეიძლება

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს

image


მილიონერების დახურული კუნძული-სამოთხე, სადაც თქვენ არ გელიან (ვიდეო)

image


გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ.

image


ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image


უჩვეულო საკურორტო დასახლება გუმბათოვანი სახლებით ირანის კუნძულზე

image


ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image


სახლი მდინარეში (საფრანგეთი)


image









0
550
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0