x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"თავი მთლიანად გადაიკეთა". ჰიურემ სულთანს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვეღარ ცნობენ
image


ცნობილი გერმანელ - თურქი (მამამისი ჰუსეინი თურქი, ხოლო დედა — ურსულა გერმანელი გახლავთ) მსახიობი და მოდელი - მერიემ უზერლი, ქართველ მაყურებელს პოპულარულ სერიალ "დიდებულ საუკუნეში" შესრულებული ჰიურემ სულთანის როლით შეუყვარდა, რომელმაც შეძლო არა მხოლოდ სულთან სულეიმანის საყვარელი ხარჭა, არამედ მთელ მსოფლიოში პატივსაცემი მსახიობიც გამხდარიყო.


image


მერიემ უზერლი 1983 წლის 12 აგვისტოს გერმანიაში, კერძოდ ქალაქ კასელში დაიბადა. სამსახიობო განათლება გოგონამ ჰამბურგში, ფრეზეს დრამატულ სტუდიაში მიიღო, თუმცა თეატრსა და კინოში შესრულებული არაერთი როლის მიუხედავად, მსოფლიო აღიარება მას 2011 წელს გადაღებულ ისტორიულ-ეპიკურ საგა - "დიდებულ საუკუნეში" შესრულებულმა როლმა მოუტანა, რისთვისაც 2012 წელს საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში მან ჯილდო "ოქროს პეპელაც" კი დაიმსახურა. "როქსოლანას" გარეგნობა სერიალში შესრულებული როლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. გოგონა პლასტიკურმა ოპერაციებმა ისე გაიტაცა რომ მისი ცნობა თავად მის ერთგულ თაყვანისმცემლებსაც კი უჭირთ.


image


ჰიურემის ფანები ერთხმად აღნიშნავენ, რომ გოგონას ტუჩები ზომაში ბევრად უფრო გაიზარდა, ყვრიმალები უფრო გამოკვეთილი გახდა, ბიუსტი კი, წონის კლების მიუხედავად უფრო შეივსო, თუმცა აი, თავად მერიემი ქირურგიულ ჩარევას ყველანაირად უარყოფს და ირწმუნება რომ მას პლასტიკური ქირურგისთვის არასოდეს მიუმართავს.

image


თუმცა, სხვაობა აშკარაა, თავად შეადარეთ, მსახიობის ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოებმა მის თაყვანისმცემლებში დიდი აღშფოთება გამოიწვია.


image


"თავი მთლიანად გადაიკეთა", "საკუთარ თავს აღარ ჰგავს", "მერიემ, შეჩერდი", "თავს რა გაუკეთე?" "ვეღარც კი ვიცანი", "სილიკონის თოჯინად იქცა", - ვერ მალავდნენ თავიათ გულისწყრომას სოციალურ ქსელებში მსახიობის თაყვანისმცემლები.


image

















0
380
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
380