სხვა უცხოპლანეტელის გვამის გაკვეთის 1947 წლის კინოფირი ასტრონომიულ ფასად იყიდება 2021, 28 მაისი, 14:03 ![]() 90-იან წლებში ჩანაწერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგისთვის ეს გახდა უცხოპლანეტელების არსებობის უდავო დასტური და ის, რომ აშშ-ს მთავრობა საგულდაგულოდ მალავდა უცხოპლანეტელების ჩამოვარდნის ფაქტს. მაგრამ 2000-იან წლებში ფილმის შესახებ სიმართლე საბოლოოდ გაირკვა. სანტილის "მტკიცებულებების საფუძველზე" აღმოჩნდა, რომ ეს იყო რამდენიმე მეგობრის მიერ გადაღებული სახუმარო კინოფირი, რომლებიც 17 წუთის განმავლობაში "უცხოპლანეტელების გაკვეთაზე", "ჩალიჩობენ". ![]() აღმოჩნდა, რომ ამ კადრსაც ბევრი მსურველი გამოუჩნდა, თან ისეთი, რომ ასტრონომიული თანხის გადახდაც კი არ ენანებათ: აუქციონის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე ფირის ფასი 1, 26 მილიონ დოლარზე შეჩერდა! ![]() როზულის ინციდენტი ისტორიაში შევიდა როგორც, ამოუცნობი მფრინავი ობიექტის სავარაუდო კატასტროფის ადგილი, რომელიც 1947 წლის ივლისში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ როზუელთან განიცადა. 1970-იანი წლების ბოლოდან ამ ინციდენტმა გამოიწვია მწვავე კამათი და დაპირისპირება შეთქმულების თეორიების შესახებ, პირველ რიგში, აღმოჩენილი ობიექტის გაურკვეველი წარმომავლობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა ოფიციალურად განმარტეს, რომ აღმოჩენილი ობიექტი იყო მეტეოროლოგიური ზონდი "მოგოლი" რომელიც გამოიყენებოდა გასაიდუმლებული პროგრამის ფარგლებში. ![]() შეთქმულების ეს თეორია გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკულ პოპ კულტურაში და სწორედ ამის წყალობით, ქალაქ როზუელი ხშირად ასოცირდება უცხოპლანეტელებთან. 738 5-ს მოსწონს
|