x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 შოკისმომგვრელი ფაქტი, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სიმართლეა

საინტერესო ფაქტები სხვადასხცვა თემაზე, რომელთა დაჯერება რთულია.



1. ზვიგენები დედამიწაზე ხეებზე ადრე გამოჩდნენ

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ზვიგენები ხეებზე “ხანდაზმულები" არიან. . ხის ყველაზე ადრეული სახეობა იყო Archeopteris. ეს იყო ხის მსგავსი მცენარე, გვიმრის მსგავსი ფოთლებით. ახლა იგი გადაშენებულად ითვლება. არქეოლოგების აზრით, ეს მცენარე დედამიწაზე დაახლოებით 350 მილიონი წლის წინ გაიზარდა იმ ტყეში, სადაც საჰარის უდაბნოა დღეს, მაგრამ ზვიგენის ნამარხების არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა აჩვენა, რომ ეს არსებები დედამიწაზე 400 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ, რაც ადასტურებს ამ ფაქტს.

image

2. ყოველწლიურად, ხარები უფრო მეტ ადამიანს კლავენ, ვიდრე ზვიგენები


სტატისტიკის მიხედვით, დამტკიცებულია, რომ ყოველწლიურად ხარები გაცილებით მეტ ადამიანს კლავენ, ვიდრე მტაცებელი ზვიგენები. 1916 წელს ზვიგენებმა 12 დღის განმავლობაში 4 ადამიანი მოკლეს, 2009 წელს კი მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, ხარებმა 4 ადამიანი მოკლეს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ისინი ადამიანებს თავს უნებლიედ სულაც არ ესხმიან.

image

3. ლონდონის ერთ-ერთ კორპუსს, რომელსაც უოკი-ტოკის ეძახიან (Walkie-Talkie) უწოდებენ, შეუძლია შეცვალოს ამინდის პირობები და მანქანები დაადნოს.


ყველაფერი ეს კომერციული ცენტის მრუდე სტრუქტურის ბრალია. როდესაც მზე საათობით ანათებს შენობის ამრეკლავი ფანჯრებისკენ, პრობლემები მაშინ იწყება. მრუდის გამო, შენობა ირეკლავს მზის სხივებს და გადააქვს ქალაქის კონკრეტულ უბნებზე, სადაც, შედეგად, იგი 6-ჯერ უფრო ძლიერი ხდება და ტემპერატურა 120 გრადუს ცელსიუსამდეც აღწევს. ამ ტემპერატურაზე, არეკლილი სხივების ქვეშ გაჩერებული მანქანები ნელ-ნელა იწყებენ დნობას. გარდა ამისა, 34-სართულიანი კორპუსის ფორმის გამო, რაიონში მატულობს ქარის სიჩქარე, რის შედეგადაც მაღაზიებს აბრები სცვივათ ხოლო ხალხი მიწაზე ეცემა.

image

4. ფორმულა
1-ის მძღოლებმა ერთ რბოლაში შეიძლება წონაში 3 კილოგრამი დაკარგონ კაბინაში გადატვირთვისა და მის ძირში სითბოს გამო.

დიდი გადატვირთვის გამო, ფორმულა 1-ს მრბოლელს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს კისერზე 25 კილოგრამიანი ტომარა უკიდია. საშუალოდ ადამიანს წუთში 60 გულისცემა აქვს, მაგრამ რბოლაში მძღოლის გულისცემა წუთში 170 – დან 190 დარტყმას აღწევს, უფრო მეტიც, მრბოლელის უწევს წარმოუდგენელ სიცხეს გაუძლოს მანქანის შიგნით. სწორედ ამ ფაქტორების გამო, მძროლი 3 კილოგრამამდე იკლებს.

image

5. დედამიწის ყველაზე მშრალ ადგილას წვიმა უკვე 2 000 000 წელია არ ყოფილა.


კითხვაზე, რომელია დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილი, უნებლიედ შეიძლება უდაბნოზე იფიქროთ. სინამდვილეში, ეს ადგილი ანტარქტიდაა. აქ თითქმის 2 მილიონი წლის განმავლობაში წვიმა არ ყოფილა. ბონტის ტბა ანტარქტიდაში დაფარულია ყინულის ფენით, რომლის სისქე 3-დან 5 მეტრამდეა. რამდენჯერმე იქნა ნაპოვნი ზღვის ლომების ბეწვის ნარჩენები და გაყინული ნაშთები. მაკ-მერდოს მშრალი ხეობები (ანტარქტიდის ოაზისების უთოვლო ხეობები) მოიცავს 4 800 კვადრატულ კილომეტრს. აქ თითქმის არ არის ყინული, წყალი, თოვლი და ნალექები. ნალექების არარსებობის მიზეზი კი კატაბატური ქარებია (მათი სიჩქარე 320 კმ / სთ) - პლანეტის ყველაზე სწრაფი ქარების გამო, ტენიანობა უბრალოდ ორთქლდება.

image



6. მობილურ ტელეფონზე უფრო მეტი მიკრობია, ვიდრე უნიტაზზე.


ბოლოს როდის გამოიყენეთ თქვენი სმარტფონი? ალბათ ორიოდე წამის წინ. სმარტფონები დღეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ჩვენ ყველგან და ყოველთვის ვიყენებთ მათ, ასე რომ, ისინი აგროვებენ დიდი რაოდენობით მიკრობებს. მეცნიერების მიერ ჩატარებულმა მრავალმა ტესტმა აჩვენა, რომ საპირფარეშოს უნიტაზი უფრო ნაკლებ მიკრობსა და ბაქტერიას შეიცავს ვიდრე სმარტფონი., სმარტფონს ვიყენებთ სასპირფარეშოშიც და ჭამის დროსაც. ყველა ადამიანი კი არ იბანს ხელებს უნიტაზის გამოყენების შემდეგ. მეცნიერები გვირჩევენ სმარტფონების რეგულარულად გაწმენდას ანტიბაქტერიული ხელსახოცებით.

image

7. კონსერვის ქილების გასახსნელი დანები კონსერვების გამოგონებიდან 48 წლის შემდეგ გამოჩნდა.


კონსერვი 1800-იან წლებამდე არ არსებობდა. 1795 წელს ნაპოლეონ ბონაპარტს გაუჭირდა საკვების შენახვა, რაც ნიშნავდა, რომ მის მეომრებს სათანადო კვება არ ჰქონდათ. მან დააწესა ჯილდო ყველასთვის, ვინც შეზლებდა საკვების შენახვის ხერხის ოფიქრებას გრძელი მოგზაურობების დროს. ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლას აპერმა გამოგონება კონსერვი და 1810 წელს პირადად ნაპოლეონისგან მიიღო ჯილდო. მას გაუჩნდა შუშის ჭურჭელში საკვების სტერილიზაციის იდეა. იმავე წელს, პიტერ დურანდმა გამოიგონა მსოფლიოში პირველი კონსერვი, რომელიც ჯერ რკინისგან შედგებოდა, შემდეგ კი კალისგან. მაგრამ კონსერვების გასახსნელი მხოლოდ 1858 წელს გამოიგონეს და ამ დრომდე ქილა იხსნებოდა ჩაქუჩითა და დანით. კონსერვის ქილის გასახსნელი დანის გამომგონებელი კი ეზრა უორნერი გახდა.

imageimage

8. პოლარული დათვების ბეწვი სინამდვილეში გამჭვირვალეა, კანი კი შავი ფერის აქვთ.


თუ ვინმეს ჰკითხავთ თეთრი დათვების ფერის შესახებ, პასუხი იქნება ერთი - "თეთრი". მაგრამ სიმართლე ისაა, რომ თეთრი დათვი სულაც არ არის თეთრი. მათ ქვეშ აქვთ გამჭვირვალე ბეწვის საფარი და შავი კანი. როგორც ჩანს, თეთრი ფერი ბეწვის მიერ შექმნილი ოპტიკური ილუზია. პოლარული დათვის ბეწვი შედგება თმის ორი შრისგან. ერთი ფენა დამცავია და შედგება 5 – დან 15 სმ სიგრძის თმისგან, ხოლო მეორე ფენა უფრო სქელია და შედგება მოკლე თმებისგან. დამცავი ფენა გამჭვირვალეა - ის ირეკლავს მასზე მზის სხივებს, რის გამოც ჩნდება თეთრი ფერი. დათვების ეს უნარი ეხმარება მათ გარემოსთან შერწყმაში. შავი კანი კი საშუალებას აძლევს პოლარულ დათვებს თბილად იყვნენ.

image

9. მატარებელი
ველოსიპედზე ადრე გამოიგონეს

კარლ დრეზი იყო ველოსიპედის გამომგონებელი 1818 წლის თებერვალში. მაგრამ სარკინიგზო ტრანსპორტი ძველი საბერძნეთის დროიდან არსებობდა. ორთქლის ძრავებამდე ლიანდაგზე მისაბმელებს იყენებდნენ სამთო სამუშაოებში. 1820-იან წლებში ინგლისში უკვე აშენდა მთელი მექანიზებული სარკინიგზო სისტემა. გასაკვირია, რომ ადამიანმა გამოიგონა სარკინიგზო ტრანსპორტი მაშინაც, სანამ ორ ბორბლზე ბალანსირებას ისწავლიდა.

image

10. ცხიმის
უმეტეს ნაწილს სუნთქვის დროს კარგავთ

აქამდე ალბათ გეგონათ, რომ რაც უფრო მეტ ოფლს გამოყოფთ, მით უფრო მეტ ცხიმს კარგავთ. ავსტრალიის ახალი სამხრეთის უელსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სულ სხვა რამ დაამტკიცეს. სინამდვილეში, კვლევის თანახმად, ჩვენ ცხიმს ამოსუნთქვის დროს ვკარგავთ. ნაჩვენებია, რომ დაახლოებით 10 კგ ცხიმი გარდაიქმნება 8, 4 კგ ნახშირორჟანგად, რომელიც ორგანიზმიდან გამოიდევნება ჰაერისა და 1, 6 კგ წყლის სახით (შარდი, ოფლი და ცრემლები). კვლევის თანახმად, 10 კგ ცხიმის მოსაშორებლად საჭიროა ადამიანმა 29 კგ ჟანგბადის ჩაისუნთქოს ( ამ პროცესში 94 000 კალორია იწვება). ამ რეაქციით წარმოიქმნება 28 კგ CO2 და 11 კგ წყალი.

image





















0
465
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0