x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებმაც ჭარბი წონა დაამარცხეს და ლამაზმანებად იქცნენ
image


ჭარბი წონა და სიმსუქნე თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას იწვევს, მოგეხსენებათ რომ ჭარბი წონის დაკლება, და თან სწორად, მარტივი ნამდვილად არ არის, პირიქით, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.


image


ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, ყოველწლიურად სიკვდილის 300 000 შემთხვევა სწორედ სიმსუქნესთან არის დაკავშირებული. ამ პაციენტთა 80%-ს სხეულის მასის ინდექსი 30კგ/მ2-ზე მეტი ჰქონდა. როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40 კგ/მ2-ს აღემატება, სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად იკლებს: მამაკაცებისთვის – 20 წლით, ხოლო ქალებისთვის კი – 5 ით. ამასთან, სიმსუქნის დროს იზრდება ზოგიერთი ქრონიკული დაავადების განვითარების რისკიც. ვინც რაც არ უნდა თქვას და ცნობილმა სელებრითებმა რამდენი რეკლამაც არ უნდა უკეთონ "ბოდიპოზიტივს" ის ჯანსაღად მაინც არ ჩაითვლება. რა თქმა უნდა, იმაზე არავინ დაობს, რომ საკუთარი სხეული ისეთი უნდა მივიღოთ, როგორც არის, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ საკუთარ თავზე არ ვიზრუნოთ. დამეთანხმებით, თუ რამდენად სასიამოვნო პროცესია სხეულზე იმ კაბის მორგება, რომელიც მაღაზიში პირველივე დანახვისთანავე მოგეწონათ, ხოლო იმისთვის რომ სხეულმა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის დარბაზში ინტენსიური ვარჯიში და ჯანსაღი კვების დაცვაა საჭირო. ჭარბი წონის პრობლემას რიგითი ადამიანების გარდა, ასევე მსოფლიო ვარსკვლავებიც აწყდებიან. დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ცნობილ სელებრითებს წარმოგიდგენთ რომლებმაც თავი ხელში დროულად აიყვანეს და საკუთარი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალეს. გახდნენ, გალამაზდნენ, კიდევ უფრო მეტად დამშვენდნენ და ახლა უკვე თავიანთ საყვარელ სამოსსაც უპრობლემოდ ირგებენ.






კელი ოსბორნი



image


ადელი



image


კრისტინა აგილერა



image



ბრიტნი სპირსი


image



ჯესიკა სიმპსონი


image







0
113
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
113