x
image
ირინა მ.
დროში დაკარგული: რუდოლფ ფენცის უცნაური ისტორია

image

1950 წელს, თაიმ სკვერზე ნიუ-იორკში, შენიშნეს მამაკაცი ბაკენბარდებითა და ვიქტორიანული ეპოქის სტილის კოსტიუმით. თვითმხილველების თქმით, ის ძალიან დაბნეული და შეშინებული ჩანდა. გამოჩენიდან სულ რაღაც ორი წუთის შემდეგ კი, სამწუხაროდ მას მანქანამ დაარტყა და ადგილზევე გარდაიცვალა.

მორგში მიცვალებულის ჯიბეში ნახეს:

1. ლუდის 5 ცენტის ღირებულების ჟეტონი ბარის დასახელებით, რომელიც იმ რაიონის ძველი მაცხოვრებლებისთვისაც კი უცხო იყო.

2. ცხენის მომსახურების და ეკიპაჟის გარეცხვის მომსახურების ანგარიში, რომელიც გაცემული იყო ფასიანი საჯინიბოს მიერ. იგი მდებარეობდა, როგორც მითითებული იყო ანგარიშში, ლექსინგტონ ავენიუზე, თუმცა აღნიშნული არცერთ ცნობარში არ მოიძებნა.

3. 70 დოლარი, ძველი გამოშვების დოლარის ბანკნოტებით.

4. სავიზიტო ბარათი რუდოლფ ფენცის სახელზე, რომლის თანახმადაც მისი საცხოვრებელი ადგილი იყო ბინა მეხუთე ავენიუზე, ნიუ-იორკი.

5. წერილი, რომელიც ფილადელფიიდან იყო გამოგზავნილი 1876 წლის ივნისში, ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუს მისამართზე.

image

არცერთ ჩამოთვლილ ნივთზე არ იყო დროის ზემოქმედების რაიმე ნიშანი.

უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიების დეპარტამენტის კაპიტანმა, ჰუბერტ რიმმა, სცადა ამ მონაცემების მიხედვით, ამ უცნაური ადამიანის იდენტიფიცირება. გამოძიების შედეგად დადგინდა: სავიზიტო ბარათზე მითითებულ მისამართზე, მეხუთე ავენიუზე ახლა კომერციული წარმოება მდებარეობდა, და რუდოლფ ფენცის სახელი მისი მფლობელისთვის უცხო იყო. ფენცის სახელი არ მოიძებნა ქალაქის მისამართების წიგნშიც, არც მისი ანაბეჭდები არ იყო არც ერთ მონაცემთა ბაზაში და ბოლოს, ამ ადამიანის დაკარგვის შესახებ არავის არაფერი განუცხადებია პოლიციაში.

რიმი განაგრძობდა გამოძიებას, და 1939 წლის სატელეფონო წიგნში აღმოაჩინა ვინმე რუდოლფ ფენცი-უმცროსი. რიმმა გამოკითხა აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ადამიანები და გაირკვა, რომ როდესღაც აქ მართლა ცხოვრობდა რუდოლფ ფენცი, რომელიც შორიახლოს მუშაობდა. 1940 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, იგი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.

რიმმა სავარაუდო ფენცის მისამართიც გაარკვია, მაგრამ ის აღნიშნულ ამბამდე ჯერ კიდევ 5 წლით ადრე გარდაიცვალა, თუმცა მისი მეუღლე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ფლორიდაში ცხოვრობდა. გამომძიებელი დაუკავშირდა მას და გაარკვია, რომ მისი ქმრის მამა უცნაურ გარემოებებში გაქრა 1876 წელს: ის უბრალოდ სახლიდან საღამოს გავიდა და მას მერე აღარავის უნახავს.

image

აღნიშნული ისტორია გამოქვეყნდა 1970, 1980 და 2000-იან წლებშიც კი უამრავ ჟურნალ-გაზეთებში, როგორც რეალურად მომხდარი ფაქტი. მიუხედავად ამისა, გამოჩნდა გამომძიებელი ვინმე კრის ობეკი, რომელმაც გადაწყვიტა აღწერილის გადამოწმება და მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანები და მოვლენები, რომლებიც ამ ისტორიაში ფიგურირებს, გამოგონილია, თუმცა მან ვერ გაარკვია პირველწყარო.

2002 წელს, პასტორი ჯორჯ მერფი ამტკიცებდა, რომ პირველწყარო იყო ან სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოებების ანთოლოგიის "Tomorrow, The Stars" (რომლის ხელმძღვანელი რობერტ ჰაინლაინია) ერთ-ერთი თხზულება, ან მოთხრობა, რომელიც გამოქვეყნდა "კოლიერის ყოველკვირეულში" 1951 წლის 15 სექტემბერს. ამ ისტორიის ავტორია მწერალ-ფანტასტი ჯეკ ფინეი. გამოგონილი ეპიზოდი რობერტ ფენცით კი მოთხრობის "მეშინია" ნაწილია, რომელიც პირველად "კოლიერის ყოველკვირეულში" დაიბეჭდა.

image

თითქოს ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დალაგდა-რობერტ ფენცი ფანტასტიკური ნაწარმოების ლიტერატურული გმირი აღმოჩნდა. თუმცა 2007 წ. მეცნიერი, რომელიც ბერლინის არქივში მუშაობდა, წააწყდა 1951 წლის აპრილის სტატიას, სადაც ნახსენები იყო იგივე ისტორია. მოცემული სტატია დაბეჭდილი იყო 5 თვით ადრე, სანამ ჯეკ ფინეის მოთხრობა გაჩნდებოდა. ამის გარდა სტატიაში ნახსენები იყო, რომ რამდენიმე გამომძიებელმა შესძლო ნამდვილი რუდოლფ ფენცის არსებობის მტკიცებულებების მოპოვება, აგრეთვე 1876 წელს მისი გაქრობის ფაქტის დადასტურება.


image







იხილეთ ასევე:






კოლუმბიაში, ერთდროულად ორმა კამერამ გადაიღო ქალის (წინა საუკუნის ჩაცმულობით) გაუჩინარება (ვიდეო)

image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


შიშისმომგვრელი ადგილები Google რუკებზე, რომლის ფოტოებმაც სოცქსელები მოიარა

image


იცით თუ არა, რომ....

image


საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე

image


მთელ მსოფლიოში პოპულარული ნივთები, რომლებიც ჩუქჩებმა გამოიგონეს, მათ შორისაა მზის სათვალეც

image


ცხოველთა ჰიბრიდები, რომელთა შესახებ ბევრს არც სმენია (ვიდეო)

image


ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ანდერძები

image


განადგურებული ქალაქის ნაშთები (ანაბარის პლატო, ციმბირი)?

image


ისტორია მოზარდის შესახებ, რომელმაც სახლის ეზოში ატომური რეაქტორი ააწყო

image






0
441
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
441