x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
თეთრი სახლი უცხოპლანეტელების შემოჭრის საფრთხეს ძალიან სერიოზულად აღიქვამს

image



თეთრი სახლის სპიკერმა ჯენიფერ ფსაკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან სერიოზულად უყურებს უცხოპლანეტელების შემოჭრის ინფორმაციას.






- " ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერი იდენტიფიცირებული, ასევე, უცნობის საჰაერო ხომალდის ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოჭრის შესახებ ინფორმაციას და თითოეულ მათგანს ვიძიებთ." - დაადასტურა მან.







კითხვაზე, აპირებენ თუ არა, აშშ-ს ხელისუფლება უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას, ფსაკიმ თქვა, რომ მონაცემების გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში, რომელიც პენტაგონთან ერთად ადგენს ანგარიშს ყველა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ.








კანონპროექტი, რომელიც ასეთი ანგარიშის შექმნას ითვალისწინებს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მომზადდა. გასულ ზაფხულს, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ იფიქრებდა უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული ზოგიერთი დოკუმენტის გასაიდუმლოებაზე. კიდევ უფრო ადრე ტრამპმა თქვა, რომ მას სჯეროდა უცხოპლანეტელი მფრინავი ობიექტების არსებობის, მაგრამ არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ სადმე საიდუმლო აშშ სამხედრო ბაზაში ინახებოდა უცხოპლანეტელების აპარატის ნამსხვრევები.

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0