საზოგადოება თურმე მილიონერებიც ჩამოფასებულ ტანსაცმელს ყიდულობენ და იაფფასიან სასადილოებში იკვებებიან 2021, 26 მაისი, 10:14 ითვლება, რომ მდიდარი ადამიანები ფუფუნებაში ცხოვრობენ, თუმცა ისტორიულ პირებსა და თანამედროვე ცნობილ სახეებს შორის გვხვდებიან ისეთებიც, რომლებსაც დიდი მატერიალური შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ საშინელი სიძუნწით გამოირჩევიან. ეს ადამიანები, არა მარტო თავის თავზე, არამედ ოჯახის წევრებზე და ახლობლებზეც აკეთებენ ეკონომიას და აუცილებელი ნივთების შეძენაზეც კი ზოგავენ ფულს. ჩარლი ჩაპლინიჩარლი ჩაპლინი პათოლოგიური ძუნწი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში 10 ათას დოლარს გამოიმუშავებდა, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო. კოლეგები, მარლონ ბრანდო და ორსონ უელსი მას იხსენებდნენ, როგორც თავის თავზე შეყვარებულს, ტირანსა და ძუნწს. როდესაც ჩაპლინი რესტორანში სხვებთან ერთად ვახშმობდა, თვითონ არასოდეს იხდიდა, რადგან თვლიდა, რომ ყოველთვის მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც მის ანგარიშს გადაიხდიდა. ეკონომიის გამო ჩაპლინს არ აეწყო ოჯახური ცხოვრება მილდრედ ჰარისთან. ახალგაზრდა მეუღლე მან მიიყვანა სახლში ბევერლი-ჰილზზე, რომელიც ფილმის დეკორაციის ხელოსნების მიერ იყო აშენებული. არ არის გასაკვირი, რომ ძლიერი ქარის დროს სახლი ირყეოდა და ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა დაშლილიყო. საცოდავი ქალი მსახიობისგან ორ წელიწადში წავიდა. ჰეტი გრინიჰენრიეტა ჰოულენდ გრინი ან "უოლ-სტრიტის ალქაჯი" მე-20 საუკუნის გენიალური ფინანსისტი იყო. სიკვდილის შემდეგ მას 100 მილიონი დოლარი დარჩა, თუმცა ამ ქალმა სახელი გაითქვა არა როგორც ერთ-ერთმა მდიდარმა, არამედ მსოფლიოში როგორც ყველაზე ძუნწმა ადამიანმა (გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით). ჰეტი დაიბადა და გაიზარდა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში და ბავშვობიდანვე არასოდეს განუცდია გაჭირვება, თუმცა მთელი ცხოვრება ის ქმართან და შვილებთან ერთად ერთი იაფიანი ნაქირავები ბინიდან მეორეში გადადიოდა, სადაც არც გათბობა იყო და არც ცხელი წყალი, მაშინ, როცა ის ჩიკაგოში რამდენიმე კვარტალს ფლობდა. ჰეტი შვრიის ფაფას ოფისში გამათბობელზე აცხელებდა, რადგან თვლიდა, რომ ქურის გამოყენება ნამეტანი ძვირი სიამოვნებაა, საპნის ეკონომიის მიზნით კი არასოდეს იბანდა ხელებს. თანამედროვენი იხსენებენ, რომ მაღაზიაში დამტვრეულ ორცხობილას ყიდულობდა, რადგან იგი უფრო იაფი ღირდა და შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ თავისი ძაღლისთვის უფასო ძვლები მიეღო. ერთხელ ჰეტიმ 2 ცენტის ღირებულების საფოსტო მარკა დაკარგა და მთელი ღამე მის ძებნაში გაატარა, სანამ არ იპოვა. და მაინც, სიძუნწის ყველაზე ნათელ გამოვლინებად შეიძლება ჩავთვალოთ ჰენრიეტას დამოკიდებულება თავის შვილების მიმართ. მის შვილს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, იმია გამო, რომ მილიონერმა არ ისურვა კერძო ექიმებზე დაეხარჯა ფული და სამი დღე ცდილობდა ბიჭუნას მოწყობას ღარიბების უფასო საავადმყოფოში, რის გამოც ძვირფასი დრო დაიკარგა. მის ქალიშვილს დაბადებიდან ტერფის დეფექტი ჰქონდა და მთელი ცხოვრება მოუწია ამასთან შეგუება, რადგან დედა არ აძლევდა საჭირო თანხას ოპერაციისთვის. გრინის სიკვდილიც აბსურდული იყო. 82 წლის ქალბატონს აპოპლექსიური შეტევა დაემართა, როცა გაიგო, რომ მისმა მზარეულმა "ძალიან ძვირად" იყიდა რძე. ჰეტი გრინის სიკვდილის შემდეგ დაგროვილი ქონება მის შთამომავლებს ერგოთ, ქონების დიდი ნაწილი ანდერძის მიხედვით მათ ქველმოქმედებაზე უნდა დაეხარჯათ, მაგრამ სასმელსა და დროსტარებაში გაანიავეს. ჯონ როკფელერიჯონი მამამ ბავშვობიდანვე მიაჩვია ვაჭრობას, თუნდაც ერთი ცენტის გამო. რვა წლისა უკვე მუშაობდა: მეზობლების ქათმებს კვებავდა, ცამეტი წლიდან კი მევახშეობა დაიწყო: მეგობრებსა და ნათესავებს ფულს ასესხებდა პროცენტით. მეუღლეც კი ისეთი აირჩია, მისი ცხოვრების სტილი მისაღები რომ ყოფილიყო ცოლისთვის. როკფელერები პატარა სახლში ცხოვრობდნენ, მოკრძალებულად იკვებებოდნენ, ძირითადათ, პურით და რძით, აგრეთვე ბავშვებსაც პატარობიდანვე ხელმომჭირნეობას აჩვევდნენ. ერთად მეუღლეებმა სამოცი წელი იცხოვრეს. მხოლოდ ცოლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო როკფელერმა ძვირფასი ტანსაცმლის შეძენა და ქველმოქმედებაზე, მეცნიერებასა და მედიცინაზე დიდი თანხების გადარიცხვა. ინგვარ კამპრადიიკეა-ს დამაარსებელი, ინგვარ კამპრადი 28 მილიარდ დოლარს ფლობდა, მაგრამ მისი ქვეშევრდომები მას ამ ქვეყანაზე ყველაზე ძუნწსა და დესპოტს უწოდებდნენ. იგი აიძულებდა მუშაკებს სამუშაო ადგილზე მცირე ხნით არყოფნის შემთხვევაშიც კი სინათლე გამოერთოთ და სუფთა ქარალდი ორივე მხრიდან გამოეყენებინათ. თვითონ მილიონერი ძალზე მოკრძალებულად ცხოვრობდა: ჩამოფასებულ ტანსაცმელს ყიდულობდა, იკვებებოდა იაფიან სასადილოებში, ბინავდებოდა სამვარსკვლავიან სასტუმროებში, გადაადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დაფრინავდა ეკონომ-კლასით. შვებულებას ის სახლში ატარებდა, შვედეთის ტერიტორიაზე ველოსიპედით მოგზაურობდა ან თევზაობდა უახლოეს წყალსატევზე. კამპრადის სახლი გაწყობილი იყო იკეას ქსელის დაბალფასიანი ავეჯით. მისი საყვარელი სავარძელი უკვე 30 წლის იყო, მაგრამ ინგვარი ჯერ არ აპირებდა მასთან განშორებას. მადონამადონა მსოფლიო ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წარმომადგენელია, რომლის ქონება 150 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა ეს ხელს არ უშლის ეკონომიურად აუნაზღაუროს მომსახურება თავის პროფესიონალთა ჯგუფს, რომელშიც შედიან ხმის რეჟისორები, სტილისტები და ქორეოგრაფები. ამასთან, მომღერალი რეგულარულად ამოწმებს ტელეფონის ანგარიშებს, და ხელფასიდან უქვითავს თანხებს მომსახურე პერსონალს იმ შემთხვევაში, თუ მისი ტელეფონის ნომრიდან არის დარეკილი. მიხეილ პროხოროვირუსი ოლიგარქის, მიხეილ პროხოროვის სიძუნწის შესახებ, რომლის ქონება 2019 წლისთვის 9, 8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, "ნორნიკელ"-ის კომბინატში ლეგენდები დადის. კომბინატში მუშაობის პერიოდში პოლიტიკოსს არასოდეს, არცერთი რუბლით არ მოუმატებია ხელფასი მუშებისთვის, რასაც მათი შრომის არაეფექტურობით ამართლებს. ამას გარდა, მან მასიურად შეამცირა თანამშრომლები (55 ათასამდე), აგრეთვე შემოიტანა წინადადება 60 საათიანი სამუშაო კვირის შემოღების შესახებ, მაგრამ მისი ეს ინიციატივა არ გაიზიარეს ხელისუფლების ზედა ეშელონებში. იხილეთ ასევე:მილიონერების დახურული კუნძული-სამოთხე, სადაც თქვენ არ გელიან (ვიდეო) ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ანდერძები "მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი I) "მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი II) როგორ გამოიყურებიან ყველაზე მდიდარი ადამიანების ცოლები სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები ცნობილი სახეები, რომლებიც ქუჩაში შეიძლება უსახლკაროებში აგერიოთ 404 4-ს მოსწონს
|